ქუთაისში, 1991 წელს და უფრო გვიან დაბადებულ ძალოსანთა შორის პირველობა გაიმართა, რომელშიც 110-ზე მეტი ათლეტი მონაწილეობდა
ქუთაისში დამთავრდა ახალგაზრდა ძალოსანთა საქართველოს პირველობა, რომელშიც 1991 წელს და უფრო გვიან დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

8 წონით კატეგორიაში სხვადასხვა სინჯის მედლებისთვის 110-ზე მეტი ათლეტი იბრძოდა. როგორც ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვითხრა, ფავორიტებმა პოზიციები განიმტკიცეს. 6 წონაში მათ მეტოქეებს დიდი უპირატესობით სძლიეს. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედლის ბედი ორჭიდის ჯამში ერთმა კილომ გადაწყვიტა - ჩემპიონობა ზურაბ თავაძემ მოიპოვა. ასევე დაძაბული გამოდგა პაექრობები 85 კილოში, აქ ლევან შაინიძემ მეტოქეს 3 კილოთი აჯობა. შეჯიბრების მთავარი მიზანი იყო მომავალი მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების დონის შემოწმება.

ჭაბუკები წლეულს 21-28 აგვისტოს პოლონეთში თანატოლთა შორის ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ, 20-წლამდელები ოქტომბერში, ასევე, კონტინენტის პირველობაზე გამოვლენ, რომელსაც ბუქარესტი უმასპინძლებს. მთავარი მაინც უფროსების სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატია. ეს შეჯიბრება კი 5-13 ნოემბერს პარიზში გაიმართება. ამ სამი ტურნირისთვის უკეთ მოსამზადებლად გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით (მას დაეხმარებიან მწვრთნელები - ალეკო ნოზაძე, ავთანდილ გახოკიძე, გია ცირეკიძე და აბესალომ ბასილია) ჩაქვში საწვრთნელ შეკრებაზე 14 სპორტსმენი გაემგზავრა: წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გია მაჭავარიანი, ატაცში კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი თურმანიძე, ვაჟა ღონღაძე, ალუდა მანაგაძე, დავით გოგია, რაულ ცირეკიძე, გიორგი ლომთაძე, შოთა მიშველიძე, ჯაბა ჩიბურდანიძე, ბაჩანა ქუხილავა, ზვიად სამუკაშვილი, თემურ პერტაია, იკა ცანავა და დავით ხარატაშვილი.

ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი აბსოლუტური ჩემპიონი (სამი ოქროს მედალი დაიმსახურა) ლაშა ტალახაძე ახლა სასკოლო გამოცდებს აბარებს და ნაკრებს ერთი კვირის შემდეგ შეუერთდება. ვანო გრიქუროვს მიაჩნია, რომ ამ ნიჭიერმა და თანატოლებში გამორჩეულმა ჭაბუკმა, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებში წლეულსვე დაიბევოს ადგილი და პარიზის სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატზეც მოსინჯოს ძალები. მანამდე კი 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე იასპარეზებს. ქუთაისში მან მძიმე წონაში საქართველოს პირველობა დიდი უპრიატესობით მოიგო, თანაც ისე, რომ ყველა ცდა არ გამოუყენებია.

კვარცხლბეკი

56 კგ. 1. რამინ შამილიშვილი (აჭარა, 95+110=205), 2. ავთანდილ დევაძე (აჭარა, 73+90=163), 3. ვახტანგ ვეკუა (ზუგდიდი, 70+88=158).

62 კგ. 1. შოთა მიშველიძე (ქუთაისი, 110+132=242), 2. თორნიკე თოდაძე (საჩხერე, 95+122=217), 3. ლერი ბენდელიანი (წყალტუბო, 89+113=202).

69 კგ. 1. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 130+160=290), 2. გიორგი გრძელიშვილი (საჩხერე, 122+145=267), 3. ბაჩანა ქუხილავა (ზუგდიდი, 110+135=245).

77 კგ. 1. ზურაბ თავაძე (ქუთაისი, 131+162=293), 2. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა, 130+162=292), 3. რომან სარქისიანი (თბილისი, 120+150=270).

85 კგ. 1. ლევან შაინიძე (აჭარა, 125+140=265), 2. ზვიად შეყლაშვილი (თბილისი, 117+145=262), 3. დავით ბეროზაშვილი (თბილისი, 120+140=260).

94 კგ. 1. ვილი ალექსიძე (აჭარა, 142+160=302), 2. დავით ცარციძე (თბილისი, 120+145=262), 3. უჩა ინაძე (თბილისი, 118+145=263).

105 კგ. 1. ნიკა ნანაძე (თბილისი, 150+187=337), 2. მირიან ნოზაძე (საჩხერე, 114+130=244), 3. რამინ გოგიტიძე (აჭარა, 75+95=170).

+105 კგ. 1. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, 170+190=360), 2. გიორგი თურმანიძე (თბილისი, 137+163=300), 3. გოგა ფიფია (ქუთაისი, 100+120=220).

გუნდური: 1. აჭარა (105), 2. თბილისი (101), 3. ქუთაისი (96 ქულა).

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა