<p>თბილისის სპორტულ ბაზებზე გრძელდება საქართველოს 2011 წლის უნივერსიადის პროგრამით გათვალისწინებული პაექრობები <br> 12 სახეობაში გამართული ორთაბრძოლების შემდეგ სხვადასხვა სინჯის მედლები 25 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა გადაინაწილეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში ისევ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტსმენები მეწინავეობენ. მათ 10 ოქროს, 11 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს (სულ 28) მედალი მოიხვეჭეს. ლიდერებს 3 ჯილდოთი ჩამორჩებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ათლეტები (9, 8, 8). 18 მედლით (5, 5, 8) მესამე ადგილს აგრარული უნივერსიტეტი ინარჩუნებს.</p><p>გასულ უქმეებზე ასპარეზობა დამთავრდა მძლეოსნობასა და შვიდკაცა რაგბიში. "სპორტის დედოფალს" ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა უმასპინძლა. გოგონებში თავი ისახელა მაია გოგოლაძემ (სამედიცინო ინსტიტუტი "ჰიპოკრატე"), რომელმაც 200 და 400 მეტრზე რბენა მოიგო. 100 მეტრზე უძლიერესი იყო სოფიო მაჭავარიანი (დავით გურამიშვილის სახელობის უნივერსიტეტი "იბერია"), რომელიც 200 მეტრზე მხოლოდ გოგოლაძეს ჩამორჩა. 800 მეტრზე რბენაში ტოლი არ ჰყავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ თამარ ქველიძეს. 100 მეტრზე იგი მესამე იყო. ვაჟებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ალექსანდრე გაბუნია (100 მ. შავი ზღვა), ბექა ჯიშკარიანი (200, ქუთაისი), დავით ბარამიძე (400, ბათუმის საზღვაო აკადემია), მერაბ ქინიძე (800 და 1500 მ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ოთარ ხაჭაპურიძე (სიგრძეზე ხტომა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი). გუნდური. 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2. "ჰიპოკრატე", 3. "იბერია".</p><p>შვიდკაცა რაგბიში რვა გუნდი მონაწილეობდა. ნახევარფინალში სამედიცინო უნივერსიტეტის მორაგბეებმა ბათუმის საზღვაო აკადემია დაამარცხეს 28:10, ხოლო სტუ-მ ილიაუნელებს სძლია 12:7. მომავალმა ტექნიკოსებმა გადამწყვეტ შეხვედრაში მედიკოსებსაც აჯობეს 21:10 და ოქროს მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბათუმელებმა ილიას უნივერსიტეტს მოუგეს 20:7.</p>
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა