15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიას ესტუმრება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს. ოთხი დღის შემდეგ კი ამხანაგურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, ხორვატიას დაუპირისპირდება.

რა შეიცვალა წინა შეკრებიდან? როგორ ფორმაში არიან ნაკრების ფეხბურთელები და გამოჩნდა თუ არა ახალი ვარიანტები, ამას სტატიაში გაეცნობით.

მეკარე
საქართველოს ნაკრების პირველ მეკარეს, გიორგი ლორიას, ოქტომბრის შეკრების შემდეგ "ანორთოსისში" გოლი არ გაუშვია. ფამაგუსტელთა მეკარე ძალიან კარგ ფორმაშია.

გიორგი მაკარიძემ კლუბში სამ ჩატარებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაუშვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "სეტუბალი" მისი წყალობით ინარჩუნებს ქულებს. "ბოავიშტასთან" შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშეც კი გახდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, "საბურთალოს" მაისურით სამი შეხვედრა ჩაატარა, ორი მშრალად შეინახა და ორი გოლი კი გორის "დილასგან" მიიღო.

დაცვა
საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე "როდეზში" სათამაშო პრაქტიკა აქვს მარცხენა მცველ ამირან სანაიას. იმ ფონზე, როცა ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, შეიძლება 10-წლიანი განშორების შემდეგ მისთვის შანსის მიცემა.

წინა შეკრების შემდეგ სათამაშო დროს არ უჩიოდნენ: ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე. თუმცა ეს უკანასკნელი "უფას" ბოლო შეხვედრაში სათადარიგოც არ იყო.

რაც შეეხება დანარჩენებს, გურამ კაშიას სეზონი ამერიკაში დასრულდა და "დინამოში" ვარჯიშობს, საბა კვირკველიას კლუბში სათამაშო დროს არ აძლევენ, დავით ხოჭოლავას ტრავმის შემდეგ წუთები მიეცა, ხოლო ლაშა დვალი ტრავმის შემდეგ სრულყოფილად ვერ მომჯობინდა.

ნახევარდაცვა
საყრდენ ზონაში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ჯაბა კანკავა "ტობოლის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მისმა მეწყვილემ, ნიკა კვეკვესკირმა ტრავმა მოიშუშა და თამაშებში სათადარიგოდან ერთვებოდა.

მოედანს დაუბრუნდა ვაკო გვილიაც, მაგრამ იდეალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ არის. გიორგი აბურჯანიას კვლავ სათამაშო დროის პრობლემა აქვს, თუმცა მას ჰოლანდიის თასზე ერთი შეხვედრა სრულად ჩაატარებინეს. "ანორთოსისში" კვლავ სათადარიგოა მურთაზ დაუშვილი, თუმცა შეცვლაზე შედის მოედანზე.

ბოლო პერიოდში ნაკრების მთავარი ძალა ოთარ კიტეიშვილი  კლუბშიც გამორჩეულია და "შტურმში" ძალიან ბევრ "შავ საქმეს" აკეთებს. ეგ არის, რომ თანაგუნდელები ხშირად მის სათამაშო დონეს მხარს ვერ უბამენ.

რაც შეეხება შემტევებს, ჯანო ანანიძეს ახალი მწვრთნელის ხელში სათამაშო დრო აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მისი ჩრდილი დარბის მოედანზე. ლევან შენგელია გიბრალტართან შეხვედრაში გარემარბის პოზიციაზე არცთუ ისე ურიგო იყო, მაგრამ კლუბში შედეგიანობის მხრივ, არც მას ულხინს, თურქებისგან კი ნდობა აქვს.

ვაკო ყაზაიშვილი, კაშიას მსგავსად, "დინამოში" ვარჯიშობს, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამერიკაშიც და საქართველოშიც არცთუ ისე მაღალი იყო. ვახტანგ ჭანტურიშვილმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, გიბრალტართან შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი. ვაისის მხრიდან სასურველია ცოტა მეტი ნდობა იყოს ამ ფეხბურთელის მიმართ ძლიერ ნაკრებებთან თამაშის დროს.

დიდი ალბათობით, ნაკრებს დააკლდებიან საბა ლობჟანიძე, რომელსაც ტრავმა აწუხებდა და თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ფამაგუსტელთა რიგებში არ ჩანდა.

თავდასხმა
გიორგი ქვილითაიას "გენტში" ნაკლებად ენდობიან. შესაბამისად, მისი გოლების გრაფაში 0 წერია. არადა, ამ ეტაპზე გიორგი ნაკრების მთავარი ფორვარდია.

ელგუჯა ლობჯანიძეს სანაკრებო შეკრების შემდეგ ყაზახეთში გოლი არ გაუტანია, თუმცა პრემიერლიგის 31-ე ტურში ყველა ყაზახური გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გოლები გააქვს ნიკა კაჭარავას, რომელმაც ქეცბაიას ნდობა მოიპოვა და ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა, ამავდროულად, საგოლე პასებიც დაარიგა.

შედეგიანობის მხრივ, მატება აქვს ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც უნგრეთის ჩემპიონატში 5 გოლი დააგროვა და მათგან ორი ბოლო ორ შეხვედრაში გაიტანა. ამავდროულად, უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

G.LA
ჟურნალისტები რატომ ხართ ასე გაჩუმებული, რატომ არ ეკითხებით ვაისს რისთვის გამოიყენა ეს შესარჩევი და ვინ გამოსცადა ახალი ნაკრებში, ნავალოვსკი, დაუშვილი თუ ანანიძე? ვერ ხედავთ რომ სულ იძახებს ნაკრებს ისეთს რომ რამენაირად არ წააგოს, მარა მაინც აგებს და პერსპექტივა ხვალისათვის 0, ვაისს სულ კიდია ნაკრები და მისი ხვალინდელი დღე. ნაკრებისთვის შეიძლებოდა რომ ხვალინდელი დღე ყოფილიყვნენ ლაკვეხელიანი, ზარანდია, ნინუა, კვარაცხელია და სხვა ახალგაზდები ვისაც შანსი უნდა მისცემოდათ, რომ ახალი და უკეთესი მიგვეღო მარტისათვის. რა გამოვიდა? ისევ არცერთი მოგება (გიბრალტარის გარდა) და ნავალოვკის, დაუშვილი,ლობჟანიძე, ანანიძეს იმედად დარჩენ. ნუთუ ეს იყო მიზანი ამ შესარჩევისა, რატომ არ ეკითხებით ჟUრნალისტები ვაისს რაში გამოიყენა ეს შესარჩევი და რატომ არ გამოიყენა ახალგაზდა მოთამაშეები ნაკრებში?
მაქს
გამოძახებულთა ნახევარს კლუბშიც არ ათამაშებენ , ვუნც თამაშიბს იმათ არ იძახებს
Piper
მოსალოდნელი რა, წვიმაა?
ბაქია
ამ ზარანდია ხარაიშვილი და ლობჟანიძით გაიღრღნა ტვინი, აცადეთ ამ კაცს მუშაობა, თქვენზე "ცოტათი" მეტი გამოცდილება მაინც ხომ აქვს თუ ბევრი არაფერი. მაგარია ბაქია ხალხი კი ვართ ხოლმე, "კიტეიშვილს გუნდში მხარს ვერ უბამენ" კარგი რა გალაქტიონ, ასეთი გდაჭარბებული ქება არავისთვის არის სასარგებლო.
როლო
ზარანდიას უნდა მისცენ შანსი, როდესაც ამდენ ტრამვა ახალ მოშუშებულ და სათამაშო პრაქტიკას მოკლებულ ფეხბურთელებს იძახებს
Misha
Am shemadgenlobit,rac vnaxet da fexburtelta formis tu " uformobis " gamo evropas ro sheveshvat da cxvarze da ocianze vitamashot ara? P.S.aravisze naklebad ar shemtkiva guli chvens nakrebze,magram am utamashebeli bichebit fons gasvla? ra vici ra vici...
ფილო
ჩაკვეზე არაფერი ინფორმაცია არ არის გარდა იმისა რომ ვარჯიში დაიწყო?
gio
da am shemadgenlobit gvinda evropaze gasvla?!
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...