სამშობლოში დაბრუნებულმა ლევერკუზენის "ბაიერის" ხორვატმა მცველმა სიმთვრალეში ქუჩაში გამვლელები სცემა
საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატთა ბანაკიდან მორიგი "ელვა" ცნობა ნაკრებისა და ლევერკუზენის "ბაიერის" მცველ დომაგოი ვიდას ეხება, რომელიც ეროვნული გუნდის თავკაცმა სლავენ ბილიჩმა 3 ივნისის მატჩისთვის შეკრებაზე გამოიძახა. ვიდა, განსხვავებით ხორვატთა ნახევარცველისგან - დრაგო გაბრიჩისგან, რომელიც ახლახან ავტოავარიაში მოჰყვა და მძიმედაა, საღ-სალამათია, თუმცა დიდ შარში კი გაეხვა და გამორიცხული არაა, სპლიტში თავისი ნაკრების დასახმარებლად ვერც მოიცალოს.

ბუნდესლიგის დასრულების შემდეგ დომაგოი სამშობლოში დაბრუნდა და თავის ოთხ მეგობართან ერთად სეზონის დამთავრებისა შესვა. თუმცა, როგორც ჩანს, მოქეიფეებს სადღეგრძელოები გაუგრძელდათ და თავზეც შემოათენდათ. დილის 7 საათზე ქუჩაში გამოსულები კი ქორწილის სუფრამოვლილ სამ შემთხვევით გამვლელს გადაიყარნენ და ეტყობა ალკოჰოლმა სწორედ მაშინ გაჭრა.

ხუთი სამზე ქუჩურ დაკა-დაკაში ფეხბურთელმა და მისმა მეგობრებმა კი იმარჯვეს, მაგრამ სასამართლოში საქმე სხვაგვარად გადაწყდება. დომაგოის, სულ ცოტა, 200 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება, მაქსიმუმ კი - თავისუფლების 60 დღით აღკვეთა.

მომზადებულია Jutarnji List-ს მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა