2010/2011 წლების სერია A-ს გათამაშების სტატისტიკური მონაცემების რამდენიმე მაჩვენებელი მკითხველში გაკვირვებას უთუოდ გამოიწვევს
2010/2011 წლების სერია A-ს გათამაშება უკვე ისტორიის საკუთრებაა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ განვლილ ბატალიებს გადავხედოთ და სხვადასხვა კუთხით გავაანალიზოთ.

დღეს, თქვენს ყურადღებას სტატისტიკურ მონაცემებს მივაპყრობთ - ამბობენ, ციფრები ყველაფერზე მეტყველებენო და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში მშრალ სტატისტიკაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. თუმცა, ქვემოთ რამდენიმე ისეთი მაჩვენებელია, რომელიც უთუოდ დიდ გაკვირვებას გამოიწვევს მკითხველში.

მაგალითად, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ზუსტი პასების რაოდენობით "ბარი" ერთ-ერთი მოწინავე გუნდია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხუთეულშიც კი შედის. გუნდი, რომელიც ბოლო ადგილზე გავიდა სატურნირო ცხრილში, მხოლოდ "მილანს", "ინტერს", "რომას" და "ლაციოს" ჩამორჩება.

უმეტეს მონაცემებში "ინტერია" პირველ ადგილზე და შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდოს გუნდი დომინირებს კიდეც სტატისტიკურ მონაცემებში - და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძურის" ჰეგემონია დაემხო და ჩემპიონი "მილანი" გახდა.

საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთელთა სტატისტიკურ მონაცემებში "მილანელებს" პრაქტიკულად ვერ ვხედავთ - ისინი არც ბომბარდირთა შორის არიან მოწინავე პოზიციებზე და თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თერთმეტ საგოლე პასს არ ჩავთვლით, არც ასისტენტებში უქნია ღმერთს. კრისტისტიან აბიატიც კი, რომელმაც თითქოს ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, სეივების რაოდენობით ათეულშიც ვერ შედის. ერთი მხრივ, ეს გასაგებია, რადგან "მილანი" მეტწილად შეტევაში გახლდათ და მეკარეს ნაკლები საქმე ჰქონდა, მაგრამ ათეულს ქვემოთ თუ აღმოჩნდებოდა, მაინც ნაკლებად სავარაუდო იყო. ქვემოთ კიდევ ბევრ საინტერესოს გაიგებთ და გირჩევთ, გაეცნოთ სტატისტიკურ მონაცემებს.

ინდივიდუალური სტატისტიკა

ბომბარდირები

28 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 26 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 21 - სამუელ ეტოო (ინტერი); 20 - ალესანდრო მატრი (იუვენტუსი); 19 - მარკო დი ვაიო (ბოლონია); 17 - ჯამპაოლო პაცინი (სამპდორია/ინტერი); 15 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 14 - ალეშანდრე პატო (მილანი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 13 - ანტონიო ფლორო ფლორესი (უდინეზე/ჯენოა); 12 - ალექსის სანჩესი (უდინეზე), ანდრეა კარაჩოლო (ბრეშა), ალბერტო ჯილარდინო (ფიორენტინა).

საუკეთესო ასისტენტები

13 - ანდრეა კოსუ (კალიარი); 12 - ესეკილ ლავეცი (ნაპოლი); 11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 9 - სამუელ ეტოო (ინტერი), სტეფანო მაური (ლაციო); 8 - კრისტიან ლედესმა (ლაციო), ჯანი მუნარი (ლეჩე), მაიკონი (ინტერი), როდრიგო პალასიო (ჯენოა), ფრანჩესკო ტოტი (რომა).

ყვითელი ბარათები

14 - ჩეზარე ბოვო (პალერმო); 12 - პერპარიმ ჰეტემაი (ბრეშა), დიეგო პერესი (ბოლონია), არმინ ბაჩინოვიჩი (პალერმო); 10 - ჯუზეპე კოლუჩი (ჩეზენა), ჟელსონ ფერნანდესი (კიევო), ლუკა რიგონი (კიევო), მაურიციო ლაურო (ჩეზენა), ფრანჩესკო ვალიანი (პარმა), ალესანდრო ლუკარელი (პარმა), რუბენ ოლივერა (ლეჩე), დივიდე ასტორი (კალიარი), უგო კამპანიარო (ნაპოლი), ჯონათან ძებინა (ბრეშა), მარკო კასეტი (რომა), მარკო დონადელი (ფიორენტინა).

წითელი ბარათები

3 - გილიერმო ჯაკომაცი (ლეჩე); 2 - ნიკოლას ბურდისო (რომა), დანიელე დე როსი (რომა), სტივ ფონ ბერგენი (ჩეზენა), ჯუზეპე კოლუჩი (ჩეზენა), ჯუზეპე ბიავა (ლაციო), კრისტიან ლედესმა (ლაციო), მასიმო პაჩი (პარმა), ბლერიმ ჯემაილი (პარმა), მიკელე პაციენცა (ნაპოლი), მარკო როსი (ბარი), პაბლო ალვარესი (კატანია), პერ კროლდრუპი (ფიორენტინა), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ბაშტიან ცეზარი (კიევო).

ჯარიმები

123 - მაქსი ლოპესი (კატანია); 98 - პერპარიმ ჰეტემაი (ბრეშა); 84 - მეჰდი ბენეტია (უდინეზე); 80 - სტეფანო მორონე (პარმა); 79 - რაჯა ნაინგოლანი (კალიარი); 78 - რუბენ ოლივერა (ლეჩე); 75 - ჟელსონ ფერნანდესი (კიევო); 72 - გაბი მუდინგაი (ბოლონია), მარკო პაროლო (ჩეზენა); 71 - ანდრეა კარაჩოლო (ჩეზენა).

მასზე დაჯარიმდნენ

116 - ალექსის სანჩესი (უდინეზე); 96 - ანჯელო პალომბო (სამპდორია); 91 - ესეკილ ლავეცი (ნაპოლი); 89 - კვადვო ასამოა (უდინეზე); 86 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 85 - ანდრეა კოსუ (კალიარი); 84 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 82 - პერპარიმ ჰეტემაი (ბრეშა), ერნანესი (ლაციო); 81 - ალესანდრო გომესი (კატანია), ანდრეა რიკიუტი (კატანია).

სეივები

196 - მარიანო ანდუხარი (კატანია); 151 - სტეფანო სორენტინო (კიევო); 142 - ანტონიო როზატი (ლეჩე), სალვატორე სირიგუ (პალერმო); 140 - ემილიანო ვივიანო (ბოლონია); 132 - ფრანჩესკო ანტონიოლი (ჩეზენა); 128 - ჟან-ფრანსუა ჟილე (ბარი); 126 - მიკელე აგაცი (კალიარი); 125 - ედუარდო (ჯენოა); 122 - ფერნანდო მუსლერა (ლაციო).

ბურთის წართმევა

97 - დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), მეჰდი ბენეტია (უდინეზე), ჯუზეპე ვივესი (ლეჩე); 95 - მარკო პაროლო (ჩეზენა); 93 - ჯენარო გატუზო (მილანი); 92 - რაჯა ნაინგოლანი (კალიარი); 90 - დიეგო პერესი (ბოლონია); 81 - ხავიერ ძანეტი (ინტერი); 80 - კრისტიანო მაჯო (ნაპოლი), ინაციო აბატე (მილანი).

ზუსტი პასები

2115 - კრიასტიან ლედესმა (ლაციო); 1981 - ტიაგო სილვა (მილანი); 1957 - ხავიერ ძანეტი (ინტერი); 1877 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1876 - გეკჰან ინლერი (უდინეზე); 1845 - ანდრეა მაზიელო (ბარი); 1845 - ომარ მილანეტო (ჯენოა); 1840 - ანტონიო ნოჩერინო (პალერმო); 1818 - ანჯელო პალომბო (სამპდორია); 1807 - ჯუზეპე კოლუჩი (ჩეზენა).

კარში დარტყმა

152 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 132 - მარკო დი ვაიო (ბოლონია); 125 - ერნანესი (ლაციო), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 122 - სამუელ ეტოო (ინტერი); 116 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 114 - მაურო სარატე (ლაციო); 109 - ფრანჩესკო ტოტი (რომა); 108 - ალესანდრო დიამანტი (ბრეშა); 107 - ვესლი სნეიდერი (ინტერი).

გუნდური სტატისტიკა

საუკეთესო შედეგი საკუთარ მოედანზე

ინტერი 48 ქულა, მილანი 43, ლაციო 42, რომა 38, უდინეზე 37, კატანია 37, პალერმო 36.

უარესი შედეგი საკუთარ მოედანზე

ბარი 12, სამპდორია 21, ბრეშა 23, ლეჩე 26, კიევო 26, ჩეზენა 26, კალიარი 27.

საუკეთესო შედეგი გასვლაზე

მილანი 39, ნაპოლი 30, უდინეზე 29, ინტერი 28, იუვენტუსი 28, რომა 25, ლაციო 24.

უარესი შედეგი გასვლაზე

კატანია 9, ბრეშა 9, ბარი 12, სამპდორია 15, ლეჩე 15, ჩეზენა 17, ბოლონია 17.

საუკეთესო შეტევა

ინტერი 69 გოლი, მილანი 65, უდინეზე 65, ნაპოლი 59, რომა 59, პალერმო 58, იუვენტუსი 57, ლაციო 55.

უარესი შეტევა

ბარი 27, სამპდორია 33, ბრეშა 34, ბოლონია 35, ჩეზენა 38, კიევო 38, პარმა 39.

საუკეთესო დაცვა

მილანი 24 გაშვებული ბურთი, ნაპოლი 39, ლაციო 39, კიევო 40, ინტერი 42, უდინეზე 43, ფიორენტინა 44.

უარესი დაცვა

ლეჩე 66, პალერმო 63, ბარი 56, რომა 52, ბრეშა 52, ბოლონია 52, კატანია 52.

კარისკენ დარტყმა

ინტერი 665, პალერმო 611, რომა 601, მილანი 590, იუვენტუსი 574, ლაციო 561, უდინეზე 556.

კარში დარტყმა

ინტერი 223, მილანი 220, პალერმო 206, უდინეზე 196, ნაპოლი 189, ლაციო 188, იუვენტუსი 182.

ზუსტი პასები

მილანი 19930, ინტერი 19329, რომა 16761, ლაციო 16744, ბარი 16625, ნაპოლი 16547, პალერმო 16329.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა