საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდია.

როგორც იცით, მან ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ერთი კვირაა, რაც გავრცელდა, მისი აგენტი გოგა გახოკიძე კი გვეუბნება, რომ გიორგიმ "გენტთან" ახალ შრომით ხელშეკრულებას ხელი დაახლოებით 3 თვის წინ მოაწერა.

გახოკიძეს ბელგიაში დავუკავშირდით და მას ჩაკვეტაძის დაბრუნებასა და შესაძლო ტრანსფერზე ვესაუბრეთ.

"გიორგიმ ვარჯიშები დაიწყო. ყველაფერი კარგად მიდის და წესით, 24 ნოემბერს, "ანტვერპენთან" საშინაო მატჩში უნდა ითამაშოს.

ჩაკვეტაძეს ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომ მაინც ვერ გათვლი, მოედანზე როდის უნდა დაბრუნდეს, მაგრამ სავარაუდოდ, 24 ნოემბერს მინიმუმ განაცხადში იქნება.

რაც შეეხება კონტრაქტის გახანგრძლივებას, ძალიან გამიკვირდა, ეს ინფორმაცია რომ ახლა გავრცელდა. გიომ ახალ კონტრაქტს ხელი დაახლოებით სამი თვის წინ მოაწერა.

ეს ახალი შრომითი ხელშეკრულება, ალბათ, "გენტისთვისაც" უკეთესია და გიომაც პირობები უფრო გაიუმჯობესა.

ახალი კონტრაქტის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაინც მოსალოდნელია ჩაკვეტაძის ტრანსფერი. ზამთარში ნაკლებად, იმიტომ, რომ მას ძალიან ცოტა შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

გააჩნია, როგორ წავა ყველაფერი, მაგრამ ტრანსფერს უფრო ზაფხულისთვის ვფიქრობ. "ვალენსია", "ნაპოლი" და პრესაში სხვადასხვა გუნდის სახელები ვრცელდება. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. იწერება, რომ "ბარსელონაში" ჩავიდა, ჩანთა დადო და ეგეთი ამბები...

მოდი რა, ცოტა თავი შევიკავოთ... საიდან მოდის ეს ხმები, არ ვიცი. ან საიდან იქნება მოლაპარაკებები, ჯერ ხომ ამდენი ხანი გაუცდა და მას თამაშიც არ დაუწყია?"

დავით
ამომომავალი ვარსკვლავი რა არის იქნებ განმიმარტოთ და საერთოდ ამ ბიჭმა რომელ გუნდთან ან ნაკრებთთან ითამაშა მაგრად? ანდორა ყაზახეთ ლატვიასთან? ბელგიის დაბალი დონის ჩემპიონატი?
jaba
გიორგის მალე დაბრუნებას ვუსურვებ მინდორზე,ისეთ ფორმაში ჩამდგარიყოს რომ რეალს და ბარსელონას დაეგლიჯოთ ერთმანეთი მის შესაძენად!!! წარმატებები ჩვენო გიორგი!!!!
სოსო
უცნაური არ არის,რომ ფეხბურთელის აგენტი,უკვე გაფორმებულ კონტრაქტზე,ალბათობით ლაპარაკობს?ესე იგი საქმის კურსშიც არ ყოფილა.
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გოგა გახოკიძე: გვინდა, რომ ზამთარში ქვილითაია ახალ კლუბში გადავიყვანოთ
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა