ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რაფამ ბეწვის ხიდზე გაიარა

რაფამ ბეწვის ხიდზე გაიარა

ნადალმა ზუსტად ოთხი საათი გაატარა კორტზე ამერიკელ ჯონ ისნერთან ერთად და მხოლოდ მეხუთე სეტში გატეხა 2-მეტრიანი გიგანტის წინააღმდეგობა
გუშინ, როლან გაროსზე კინაღამ უდიდესი სენსაცია ვიხილეთ. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, რომელსაც არასოდეს წაუგია სეტი საფრანგეთის ღიას პირველ ან მეორე წრეში, არასოდეს უთამაშია აქ ხუთსეტიანი მატჩი და 40-დან 39 მოგება ჰქონდა, ზუსტად ოთხი საათი გაატარა კორტზე ამერიკელ ჯონ ისნერთან ერთად და მხოლოდ მეხუთე სეტში გატეხა 2-მეტრიანი გიგანტის წინააღმდეგობა.

ნოვაკ ჯოკოვიჩთან მადრიდისა და რომის მასტერსების წაგების შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ ნადალის თამაშში რაღაც მოიშალა. ეს მოსაზრება გუშინდელმა მატჩმაც დაადასტურა. არადა, თავიდან ესპანელისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. პირველი სეტის მეშვიდე გეიმში მან ბრეიკი გააკეთა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე პარტიის სტარტზეც რაფამ კიდევ ერთხელ იყოჩაღა მიღებაზე, შემდეგ კი მომდევნო გეიმში განიმტკიცა უპირატესობა. მაგრამ მერვე გეიმში ამერიკელმა თითქმის შეუძლებელი მოახერხა - ბრეიკი დაიბრუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ესპანელზე იღბლიანი აღმოჩნდა. ნადალისთვის ეს იყო როლან გაროსზე წაგებული პირველი სეტი 2009 წლის შემდეგ.

მესამე სეტში ბრეიკი არ ყოფილა და ისევ მე-13 გეიმში გადაწყდა პარტიის ბედი. განმეორდა წინა სეტის ისტორია - ისნერმა "შემოკლებულ" გეიმში კვლავ ორი ქულა გაიმეტა მეტოქისთვის და სენსაციურად დაწინაურდა სეტებს შორის.

მეოთხე პარტიაში ნადალმა, როგორც იქნა, დაიწყო თავისი ჩოგბურთის თამაში. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მატჩის ბედს მეხუთე სეტი გადაწყვეტდა და ასეც მოხდა. ბოლო პარტიაში ერთადერთი, რაც ამერიკელმა შეძლო, ერთი მატჩბოლის მოგერიება იყო. მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა და ამ სეზონში მისთვის ერთ-ერთი ურთულესი მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ნადალს 50 "ვინერსი" ჰქონდა და მხოლოდ 27 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შემდეგ წრეში ესპანელი თანამემამულე პაბლო ანდუხარს შეხვდება.

"კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რაც მატჩის დასაწყისში ვაჩვენე. მეგონა, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მეორე სეტის წაგების შემდეგ ავნერვიულდი და უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა ვიგრძენი. ეს გრძნობა მესამე სეტში დამარცხების შემდეგ გამძაფრდა, მაგრამ მეოთხე პარტიის მოგება გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მეხუთე სეტს მოვიგებდი, რადგან იქ ტაი-ბრეიკს არ თამაშობენ", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.

ტრავმით გამოწვეული ორთვიანი შესვენების შემდეგ კორტზე დაბრუნდა ბელგიელი კიმ კლაისტერსი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის იყო, რომ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად ითამაშა როლან გაროსზე. როგორც აღმოჩნდა, პარიზულ კორტებთან დიდხნიანი განშორება კიმს არ დასტყობია.

კლაისტერსი ამ სეზონში მეორედ შეხვდა ბელარუს ანასტასია იაკიმოვას. მაიამიში ბელგიელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და არც ამჯერად გასჭირვებია მოგება, თუმცა მის თამაშში ბევრი ტექნიკური წუნი იყო. პირველ პარტიაში მეტოქეებს საერთოდ არ ჰქონდათ მეორე მოწოდება - ორივემ 12-დან მხოლოდ სამი ქულა აიღო. პირველი მოწოდება კი კლაისტერსისა უკეთესი იყო და ამის ხარჯზე მოიგო პირველი სეტი. კიმმა სეტში ოთხიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მეორე პარტიაში არც ერთ მეტოქეს მოწოდება არ წაუვიდა, რამაც ორივეს ერთად 15 ბრეიკ-პოინტი მოუტანა. კიმ კლაისტერსმა თავისი შანსი უკეთ გამოიყენა - კერძოდ, მესამე ცდაზე აიღო ბრეიკი.

მატჩი 80 წუთი გაგრძელდა და ის მოთამაშეების ტანჯვას უფრო ჰგავდა, ვიდრე გააზრებულ თამაშს. ასეთი მოქმედებით რთულია როლან გაროსზე კლაისტერსის პერსპექტივებზე ლაპარაკი. იმედია, ბელგიელი გზადაგზა აკრეფს სათამაშო ფორმას და ტურნირის მეორე კვირას ისევ ის მრისხანე და საშიში კიმი იქნება.

კვლავ კრიზისული პერიოდი უდგას კარიერაში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ანა ივანოვიჩს. ასეთ სიტუაციაში რუსმა დინარა საფინამ გაურკვეველი ვადით შეწყვიტა კარიერა, მაგრამ სერბი ამის გაკეთებას არ აპირებს, ჯიუტად იბრძვის, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს.

ერთი შეხედვით, პირველ წრეში ივანოვიჩს რთული მეტოქე არ ჰყოლია - რეიტინგის 64- ნომერი იოჰანა ლარსონი. პირველ სეტში თამაში ჩვეული ტემპით განვითარდა. ბრძოლა აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა - მეტოქეებმა ყველა საკუთარი მოწოდება შეინარჩუნეს და ურთიერთობის გარკვევა ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა, სადაც სკანდინავიელმა აჯობა სერბს.

სამაგიეროდ, ივანოვიჩმა მეორე სეტი დამაჯერებლად ჩაატარა - სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ამ პირობებში ლარსონს შანსი არ ჰქონია. ისე ჩანდა, რომ აგრესიულად განწყობილი ივანოვიჩი გამარჯვებამდე მიიყვანდა საქმეს, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

გადამწყვეტი პარტიის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და თითქოს წინ დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო, შვედმა საბოლოოდ იგდო ხელთ მატჩის სადავეები და საათსა და 48 წუთში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

კაცები

I წრე

რაფაელ ნადალი (1)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 6:7, 6:7, 6:2, 6:4; პაბლო ანდუხარი (ესპ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 7:6, 6:3, 6:3; სემ კუერი (აშშ, 24)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 3:6, 6:1, 6:2, 6:4; ივან ლუბიჩიჩი (ხორ)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:4, 6:3, 6:4; ქსავიე მალისე (ბელ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 7:5, 3:6, 6:3, 3:6, 6:1; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 16)-ხუან მონაკო (არგ) 6:2, 7:5, 4:6, 6:4; რობინ ჰაასე (ჰოლ)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:2, 7:6, 6:3; ჟერემი შარდი (საფ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:2, 6:4, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 18)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3, 4:6, 6:1, 6:0; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:1, 6:7, 6:3, 7:5; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ერიკ პროდონი (საფ) 6:4, 6:1, 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21)-რაინერი შუტლერი (გერ) 6:3, 6:3, 6:1; ანდრეას ჰაიდერ მაურერი (ავსტრია)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:1, 6:7, 6:2, 6:0; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11) 3:6, 2:6, 7:6, 7:6, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ, 20)-იგორ კუნიცინი (რუს) 6:3, 4:6, 6:4, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 32)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 6:4, 6:7, 6:3; ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 7:6, 6:1, 6:1; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 3:6, 6:2, 6:4, 3:6, 7:5; იურგენ მელცერი (ავსტრია, 8)-ანდრეას ბეკი (გერ) 6:3, 6:4, 6:2.

ქალები

I წრე

ნა ლი (ჩინ, 6)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:3, 6:7, 6:3; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-ელენა ვესნინა (რუს) 4:6, 6:3, 6:4; სორანა კირსტეა (რუმ)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:1, 6:3; ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 27)-ლაურა პოუს ტიო (ესპ) 6:3, 6:4; ვანია კინგი (აშშ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 22) 6:7, 6:3, 6:2; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 7:5, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-რომინა ოპრანდი (იტა) 6:4, 3:6, 6:0; იოჰანა ლარსონი (შვედ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 20) 7:6, 0:6, 6:2; პოლინ პარმენტიე (საფ)-ქსენია პერვაკი (რუს) 7:6, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:3, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 7)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 6:0; კაროლინ გარსია (ესპ)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 6:3, 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 21)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:0, 6:3; აიუმი მორიტა (იაპ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 2:6, 6:4, 7:5; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:4, 7:6; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:3, 5:7, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-კორინა დენტონი (იტა) 7:5, 7:5; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 24)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:3, 6:1; არანჩა რუსი (ჰოლ)-მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ) 2:6, 6:4, 6:4; კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ანასტასია იაკიმოვა (ბლრ) 6:2, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა