5-10 ნოემბერს კვიპროსის ქალაქ კირენიაში სპორტულ ნარდში საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მსოფლიოს 600-მდე უძლიერესი ნარდის ოსტატი იყო წარმოდგენილი.

ჩემპიონატის მთავარი პრიზის მფლობელი და საერთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანიის წარმომადგენელი ჰარალდ იოჰანი გახდა.

რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის (სსნფ) წარმომადგენლებს, სოსო მენაბდიშვილმა მე-4 ადგილით, ლევან ქარელმა მე-8 ადგილით და მარინა პირველმა ქალთა შორის მე-3 საპრიზო ადგილით ქართველი გულშემატკივარი გაახარეს და ქართული ნარდისა და ქვეყანას წლევანდელი წარმატებული სერია გააგრძელეს!

საუნივესიტეტო ნარდის გუნდურ პირველობაზე ფინალში ორივე ქართული გუნდური წყვილი გავიდა. შესაბამისად ბაქარ მათიკაშვილი/კარენ სარქისიანისა და იოსებ მენაბდიშვილი/ედუარდ ნაზარიანის გუნდებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები ერთმანეთში გაითამაშეს და ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის წოდება არავის დაუთმეს.

"ვანპოინტის" (ერთ ქულამდე) გათამაშების ფინლისტი კი ქართველი ნარდის ოსტატი რომან გვენეტაძე იყო.

21 და 22 დეკემბერს გაიმართება საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი. 21 დეკემბერს კი 10 სთ-ზე ფედერაციის დაფინანსებით ნარდის მოყვარულთათვის მოეწყობა უფასო შესარჩევი ტური საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის საგზურის მოსაპოვებლად (ადგილები შეზღუდულია). რეგისტრაცია მიმდინარეობს. მისამართი: ქუჩიშვილის 8 (სასტუმრო "პრიმავერა").

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა