საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში გასვლაზე შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენმა გუნდმა 8 ქულა დააგროვა და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ჩვენი ნაკრების გარდა ყველა გუნდს ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, მე-4 ადგილი დაიკავა.

Sportall.ge საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ აჩი არველაძეს დაუკავშირდა და მატჩის შეფასება სთხოვა.

"დავმარცხდით და ეს ძალიან სამწუხაროა. ისინი უფრო მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და უფრო მეტი საგოლე მომენტები ჰქონდათ.

ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ერთი ქულა აგვეღო. პირველ ტაიმში რამდენიმე ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ.

მეორე ნახევარში მაგალითად ვაკომ თამაში გამოასწორა და გაგვიადვილდა შეტევაში წასვლა. რა თქმა უნდა, ახალბედა ფეხბურთელებისთვის ლევან შენეგელიასთვის და ზურიკო დავითაშვილისთვის პირველივე თამაშის ძირითადში დაწყება ძალიან რთულია, მაგრამ ეს გამოცდილება მათ ძალიან წაადგებათ.

ვფიქრობ, რომ ვაკოს პირველ ტაიმში მოეთხოვებოდა უფრო ბევრი, რადგან ნაკრების ლიდერია. მისი დადებითი მხარეები, თუნდაც ბურთის დაჭერა ძალიან დაგვაკლდა და სწორედ ამის გამო მოხდა, რომ შვეიცარია პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო, ვიდრე მეორეში.

შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი თამაში იყო. კარგი მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

ასევე ვფიქრობ, რომ დაცვაში სტაბილურად ვითამაშეთ, მაგრამ 1-2 შეცდომა ყველას მოსდის, რამაც გოლი გამოიწვია, მაგრამ მთლიანობაში დაცვა კარგად გამოიყურებოდა.

ძალიან დასანანი იყო, რომ წავაგეთ და ასეთივე შეგრძნება მქონდა ახალგაზრდულ ნაკრებზეც.

კარგად ითამაშეს, ორი გოლი შეაგდეს და დამატებით დროში პენალტი გაგვიტანეს... ეს ძალიან მწარეა.

ხორვატიასთან მატჩი? ჟურნალისტებისთვის და გულშემატკივრებისთვის მარტივია იმის თქმა, რომ მოდი შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცი, რომლებსაც მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვთ. არავის უნდა წაგება თუნდაც ეს ამხანაგური შეხვედრა იყოს. არ სჭირდება იმას თქმა თუ რაოდენ ძლიერი ნაკრებია ხორვატია.

რა თქმა უნდა, რადგან ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელსაც ეძახი შანსი იმასაც უნდა მისცე, მაგრამ მწვრთნელმა შეიძლება იფიქროს, რომ თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებს დააყენებს, წაგების უფრო მეტი შანსი იქნება.

ახლა ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ამხანაგური შეხვედრაა და არაფერს წყვეტსო. მინდა გავიხსენო, რომ მაგალითად რუმინეთთან მარცხის შემდეგ ესპანეთი დავამარცხეთ და შემდეგ ერთა ლიგის ჯგუფიც მოვიგეთ. კარგია მაინც მოგება... თვითდაჯერებულობისთვის და უფრო მეტი მოტივაციისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

ფეხბურთში ვერ გაიგებ მაინც... შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უფრო კარგად ითამაშონ. ვლადიმერ ვაისი სწორედ ამიტომ მომწონს, რომ ახალგაზრდებს შანსს აძლევს.

ბელარუსთან მატჩზე ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვიქნებით და ეს ბოლო მატჩებმაც დაგვანახა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბელარუსიის ბარიერს დავძლევთ", - თქვა არველაძემ.

კახა
აჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 6 წლიანი კონტრაქტით
Kkk
ბებიაშენისამ აი თითქოს თქვენ თაობას ეფრინოს აი ის ლაპარაკობს, ამას და ზოგადათ მათ თაობას სკლეროზიანები ვგონივართ, ისე არიგებენ ჭკუას ახლანდელ თაობას თითქოს არ გვახსოვდეს მათი მხრიდან რა იმედგაცრუებები გვაქ გადატანილი.დ
Semi
ძალიან ვაფასებ არველაძეებს ყოველთვის ობიექტურები არიან!
ზაზა
კარგი რა ,რა ფავორიტი აჩი ძმაო შენ მაინც იცი რომ ბელარუსებს სირბილი მაინც შეუძლიათ,ამ ფეხბურთელებით არაფრის იმედი არ არის, აგერ არი შედეგი და კიდე იმას ვიძახით რომ კარგად ვითამაშეთ და ასე.შემ.კარგი რა,ყველა გუნდი რაღაცას ცდილობს უკვე, ამათი არ გაიშვა არსად!!!
გრიგოლი
ამ კაცს , როგორც ფეხბურთელს ვაფასებ , მაგრამ ამის კომენტარიდან თუ ვინმეს აზრი გამოგაქვთ , მომწერეთ რა . რავა შევარდნაძესა და ლეკიშვილივით ლაპარაკობ , რა გინდა , რას ირჩევ , რა არ მოგეწონა და ა.შ. თქვი თუ ამბობ . კოლეგიალობა მესმის , მაგრამ ეს კოლეგიალობა არაა . ლაპარაკობ და არაფერს ამბობ , რას გავს ეს
დათო
მეჩვენება თუ მართლა აქვს გია გრიგალავას ზედმეტი წონის პრობლემა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მე მაინც მგონია, რომ მსაჯი სომეხი იყო.

ძმებო ფრე უნდა დამეწერა, ბოდიშს ვიხდი ორთოგრაფიული შეცდომისათვის. თუ მეხსიერება არ მღალატობს , საერთო ჯამში მოგება მართლა არა გვაქვს :( . გადაუმოწმებლად დავწერე. ბალკანელებთან ზოგადად ძალიან გვიჭირს თამაში
გუსანი
ჩემი აზრით ვაკომ ფეხბურთი 15 -მაქს.20 წუთი ითამაშა, კაშიამ 70-75 წუთი, გოლიც მისი ჩაძინების ფონზე გავიდა თუმცა სხვებზზე ნაწილდება. ზოგადად ბევრ ბურთს აღარ ვუშვებთ და ესეც კარგია, გატანა ? ...გააზრებული თამაში, პასები გვიჭირს, გასაკვირია და ტექნიკასთანაც მოვიკოჭლებთ. ბურთის დაჭერა უჭირთ. ბავშვებივით ადვილად ტყუვდებიან, ბევრი ეპიზოდი იყო ჩვენები ელემენტარულად ვერ ერკვეოდნენ ბურთის ტრაექტორიაში..ბელარუსიასთან ფავირიტი მხოლოდ მასპინძლის ფაქტორია. ასეთი თამაშით კი ფინალში მოგების შანსი მინიმალურია. .აი ახალგაზრდების თამაშმა კი ოპტიმიზმი მომიმატა. ვინ დაიჭირა ასე უაზროდ ვერ დავინახე , რეალური საბაბი კი მისცა მსაჯს და მანაც დადო 11 მეტრიანი.ქვეყანა და მენტალიტეტია მისახედი, ფეხბურთი და სხვა რამეებიც ცალკე ვერ განვითარდება. უკეთესი მომავლის იმედით, მადლობთ!
Emiri
მართალია რუმინეთტან წავაგეთ დიდი ანგარიშით სანამ ესპანეთს შევხვდებოდით, 1 ფრე და ორი წაგება გვაქ რუმინეთთან .

უკაცრავად, მაგრამ ესპანეთამდე რუმინეთთან დავმარცხდით, არ მოგვიგია. რუმინეთთან მგონი ერთადერთხელ ვითამაშეთ დღე, დანარჩენი მარცხი გვაქვს
გიორგი
ჩემი აზრით ვაისს ძალინ დიდი მინუსი აქვს ის რომ ცვლილების გაკთება არიცის და გადწვტილებების მიღება უჭირს როცა ცვილებას ვერ აკთებ ეგ იმაზე მტყვლებს რომ ვერ იღებ ცვილებებს და ერთი და იგვე კონდიცებში ათამშებ გუნდს მონტორიდან ჩანდა რომ 60 წუთზე რამოდნიმე ფეხბურთელი უბრალოდ ვერღარ დარბოდა და დავიჯერო ვაისი ამას ვერ ხედავს ვერცეთ მაატჩშიიი ? და მისი ჯიუტობის გამო ბელრუსიასთან როვაგბდეთ და ვერმიიღოს სწორი გადწყვტილება მერე რას ვშვებით ? ან ვინმემ ურჩიოს და კეთილი ინებოს და ცვლილებები აკეთოს ან წავიდეს ნაკრებიდან )))) კიდევ ვიმეორებ რომ ერთაა ლიგა მისი მოგებული არააა და კიდევ უცხოელის დანიშვნას ისევ ქართველი რო დანიშნო მწვრთნელად ჯობია მიტუმეტეს ბევრს მიუღწევია წარმტებას ვასილ მასურაძე და ცენცაძე იდალური ვარნტები ინქება შოთაცცც რათქმუნდა
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"შოთა არ ვარ, აჩი ვარ" - თურქ ჟურნალისტს ძმები არველაძეები ერთმანეთში აერია [VIDEO]
"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე
"დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას ერთიც და მეორეც ნანობენ" - აჩი არველაძემ მიქაუტაძისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ესეც სძენს" - აჩი არველაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
"ხიზანიშვილს ურეკავს ფეხბურთელი და ეუბნება, ნაკრებში გამომიძახეს, მაგრამ არ მინდა მოსვლა, მითხრეს, არველაძეები ხელს შეგიშლიანო" - აჩი არველაძემ მის დროს ნაკრებში მომხდარი ისტორია გაიხსენა
"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ