დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ხორვატიას დაუპირისპირდება. შეხვედრის ნახვა გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" შეეძლება.

მატჩი ქალაქ პულის 9 800-კაციან სტადიონ "ალდო დროსინაზე" გაიმართება. ხორვატიის ნაკრები ამ სტადიონზე მხოლოდ ამხანაგური მატჩების დროს თამაშობს. აქამდე ჩატარებული 4 შეხვედრიდან სამი მოიგო და ერთი წააგო. ამ სტადიონზე მარცხი ბოლოს 1998 წელს, სლოვაკეთის ნაკრებთან იწვნიეს - 1:2.

მატჩის ბილეთები, ჩვენი კურსით, 14 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობდა. როგორც ხორვატები წერენ, ანშლაგი არ იქნება და სტადიონი, სავარაუდოდ, ბოლომდე არ გაივსება.

ხორვატიის ნაკრები

აქამდე საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო 2011 წელს. პირველი შეხვედრა თბილისში ლევან კობიაშვილის გოლით მოვიგეთ. განმეორებით შეხვედრას ქალაქ სპლიტში ჯაბა კანკავას გოლით ვიგებდით, თუმცა მეორე ტაიმში ხორვატებმა შეხვედრა შემოატრიალეს და მანძუკიჩი-კალინიჩის გოლებით დაგვამარცხეს.

Video

ლევან კობიაშვილის გოლი ხორვატიის ნაკრების კარში

Video

ხორვატია-საქართველო 2:1 / 03. 06.11

მას შემდეგ ხორვატიის ნაკრები თავისი ვარსკვლავებით იზრდებოდა და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ამოჰყვეს თავი. ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც, ჩვენ მსგავსად, 4 მილიონ ადამიანს შეადგენს, საფეხბურთო ვარსკვლავები ნამდვილად არ აკლია.

ხორვატიას, ჩვენგან განსხვავებით, ერთა ლიგის ნახევარფინალი არ ელის და ეს მატჩი მათთვის უფრო წლის დასასრულია, რადგან ერთა ლიგაზე A დივიზიონში იყვნენ, ინგლისთან და ესპანეთთან ერთად, საბოლოოდ კი ბოლო ადგილს დასჯერდნენ. ხორვატიამ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვა: უნგრეთთან, უელსთან, სლოვაკეთთან და აზერბაიჯანთან ორთაბრძოლაში საგზური მოდრიჩსა და კომპანიას ერგო.

ზლატკო დალიჩის გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ლუკა მოდრიჩი არ ითამაშებს. ხორვატების განაცხადი დღევანდელ მატჩში ასე გამოიყურება:

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), სიმონ სლუგა (ლუტონი)

მცველები: ტინ იედვალი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), კარლო ბარტოლეცი (კოპენჰაგენი), დუიე კალესტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მილნიაკი (რიზესპორი), დინო პერიჩი (დინამო)

ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარიო

პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოსიფ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო), მილან ორსიჩი (დინამო)

საქართველოს ნაკრები

შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ ნაკრებს მცირე დრო ჰქონდა ხორვატიასთან მოსამზადებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლები გამოკვეთილი ფავორიტები ისეც იყვნენ. სამწუხაროდ, ჯაბა კანკავას ისტორიის გამეორება არ შეეძლება, რადგან ტრავმა მიიღო და დღევანდელ შეხვედრას გამოაკლდება.

2011 წლის მატჩის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში საინტერესო მსგავსება იქნება - მაშინაც გიორგი ლორია იყო კარში, ცენტრალური დაცვის ხაზს ამაგრებდა გია გრიგალავა-გურამ კაშიას წყვილი, ხოლო სათადარიგო იყო მურთაზ დაუშვილი.

საქართველოს ნაკრებს ზურიკო დავითაშვილიც არ ეყოლება, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებს სლოვაკი თანატოლების წინააღმდეგ ეხმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, სლოვაკისგან განსაკუთრებულ ექსპერიმენტებს არ უნდა ველოდოთ. არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს მარცხი და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა დააყენოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ვაისს კრიტიკა არ აკლია.

უცნობია ვაისის ბედიც, შეიძლება ეს მისი ბოლო მატჩი იყოს. ფედერაცია ამტკიცებს, სლოვაკს მარტამდე აქვს კონტრაქტიო, თვითონ ვლადიმირისგან კი ბევრი არაერთგვაროვანი პასუხი მოვისმინეთ.

მოსალოდნელი ცვლილებები, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: ჯაბა კანკავას, დიდი ალბათობით, ნიკა კვეკვესკირი ან გიორგი აბურჯანია ჩაანაცვლებს, დავით ხოჭოლავას - გიორგი რეხვიაშვილი, ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე შესაძლოა გიორგი ხარაიშვილი ან ჯაბა ჯიღაური ვიხილოთ. არ გამოვრიცხოთ ცვლილება იყოს თავდასხმის ხაზში და გიორგი ქვილითაიას ნაცვლად სხვა ფორვარდს მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალება.

irakli
ლორია, კაკაბაძე, გრიგალავა, კაშია, ხოჭოლავა, გვილია, კიტეიშვილი, ხარაიშვილი, შენგელია,ყაზაიშვილი,არაბული
semi
დღეს მინიმუმ 2 გოლს გავიტანთ.
rasa
არც ერთი ერის ისე არ მშურს ფეხბურთში, როგორც ხორვატების. 4-მილიონიანი ერი, რომლის ნაკრებშიც მხოლოდ ეთნიკური ხორვატები თამაშობენ. საფრანგეთი-ინგლისი-ჰოლანდიასავით არ არიან, თან უზარმაზარი ადამიანური რესურსი რომ აქვთ და თან ყოფილი კოლონიებიდან რომ ყავთ ათასი ჯურის ხალხი
დემე
გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და 9000 კაციან სტადიონზე ანშლაგს არ ელოდებიან! არადა ჩვენ რა ცოტა გვყოფნის ხოლმე რომ 55 ათას კაციანი სტადიონი გავავსოთ......
ქუთაისელი
რას მოგვცემს ეს ამხანაგური? როგორ განიხილება ეს მატჩი ბელარუსი/კოსომო/მაკედონიასთან მოსამზადებლად? არც არაფერს არ გვაძლევს - ვაისი მაინც ძველებს ცდის, არანაირი ექსპერიმენტი, არანაირი მცდელობა არც თავდასხმის პრობლემის გადასაჭრელად, არც დაცვის ფლანგების გასაძლიერებლად.. პ.ს. იმათ უნდათ დადებით ნოტზე ჩვენი გაფარჩაკებით დაამთავრონ წელი, და ამას მაინც ნუ დავუშვებთ..
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება