კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილი "ინტერი" აზერბაიჯანის თასის ფინალში "ხაზართან" დამარცხდა
გუშინ აზერბაიჯანის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ბაქოს "ინტერი" და ლენქორანის "ხაზარი" დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "ინტერმა", რომლის ღირსებასაც გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი, დავით ოდიკაძე, კახაბერ მჟავანაძე და ბაჩანა ცხადაძე იცავენ, მატჩისშემდგომი პენალტების სერია წააგო და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

ფინალის ძირითადი დრო არცთუ სანახაობრივი გამოდგა, ერთადერთი რეალური საგოლე შანსი რობერტას პოშკუსმა გააფუჭა. სამაგიეროდ, "ხაზარი" დამატებითი დროის პირველივე წუთზე დაწინაურდა. კოსტარიკელმა ვინსტონ პარკსმა, რომელიც გულშემატკივრებს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" უნდა ახსოვდეთ, აბრამიძეს თავგზა აუბნია და ლომაიას ახლო კუთხეში გაუტანა.

ოდიკაძის პასით ლატვიელმა კარლსონსმა მალევე გაათანაბრა და საქმე თერთმეტმეტრიანებზე მიდგა, სადაც "ხაზარმა" 4:2 გაიმარჯვა. ქართველთაგან პენალტი მხოლოდ ოდიკაძემ დაარტყა და გაიტანა.

ლომაიამ, აბრამიძემ და ოდიკაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს, მჟავანაძე მოედანზე მე-80 წუთზე გავიდა, ცხადაძე სათადარიგო იყო, კანდელაკი კი ტრავმირებულია.

ეს "ინტერის" ისტორიაში, რომელსაც აზერბაიჯანის თასი არასდროს მოუგია, მეოთხე წაგებული ფინალი იყო...

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება