როგორც იცით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ რეკომენდაციაა და ვერდიქტი 9 დეკემბერს, ამ ორგანიზაციის აღმასკომზე უნდა გამოიტანონ.

საფრთხის ქვეშ დადგა რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების ევრო 2020-სა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა. რუსული მხარე აცხადებს, რომ WADA-ს გადაწყვეტილება ფეხბურთს არ შეეხება, მაგრამ ამ საკითხში ფიფასა და უეფას ხელმძღვანელები ბოლომდე ჩამოყალიბებულნი არ არიან.

დღეს უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. როგორც ძველ, კეთილ დროში იტყოდნენ, შეხვედრამ თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

ჩეფერინმა აღნიშნა, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი იდეალურად ჩატარდა, პუტინთან შეხვედრა დიდი სიხარული და პატივია და პეტერბურგი ევრო 2020 წლის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.

პუტინმა კი განაცხადა, რომ ამ მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

აი, მოკლედ ის, რაც ТАСС-მა ოფიციალურად გვაუწყა. რა თქმა უნდა, იქნებოდა არაოფიციალური საუბარი, რომლის შედეგები მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ მხარეებს რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებისთვის მიეღწიათ, რუსული პრესა უმალ სიხარულით გვამცნობდა.

ჯერჯერობით კი მხოლოდ ზოგადი ფრაზები გაჟღერდა და სტრიქონებს შორისაც რაიმეს ამოკითხვა შეუძლებელია. აშკარაა, ყველა 9 დეკემბერს ელოდება და ამის მერე დაიწყებენ მოქმედებებს.

ისიც უთუოდ სათქმელია, რომ ფიფა და უეფა ძალიან მდიდარი და გავლენიანი ორგანიზაციები კი არიან, მაგრამ გლობალური გადაწყვეტილებების მიღებაში მთლად დამოუკიდებლები არ გახლავთ და მათმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა შესანიშნავად უწყიან, რა დაემართათ თავიანთ წინამორბედებს.

ერთი სიტყვით, დიდ პოლიტიკურ თამაშში სპორტიცაა ჩართული და სრული სისულელეა, ვინც ამტკიცებს, რომ სპორტსა და პოლიტიკას არაფერი საერთო არა აქვთ. აქვთ, ბატონებო და მერე როგორ!

რუსული ფეხბურთის სიტუაცია საგანგაშო და კაზუისტიკურია - პუტინი მის გადასარჩენად ემზადება

100%
თეთრი და შავი აბანოში გამოჩნდება ( 9 დეკემბერია ). მაგრად არ გაართულებენ რუსეთთან, შეშფოთდებიან ალბათ და მორჩა. ვინ მისცა მაგის ერთი ადგილი ევროპას, ასე მგონია მე.
pesimisti
ტეხავს. თან მაგრა.
jorj
ის რაც ეპატიება (რუსეთს) სხვას არ ეპატიება.ფულით ყველაფერს იყიდი სამწუხაროდ. სხვა ქვეყანა რომ მოქცეულიყო ისე როგორც იქცევა რუსეთი დოპინგთან დაკავშირებით საერთოდ აუკრძალავდნენ იმ ქვეყნის სპორცმენებს გამოსვლას.
ნოდო
ისე მე რო მკითხო ის მსოფლიოს უფლებაც არ უნდა მიეეცათ მარტო საქართველო და უკრაინა ეყოფოდა მიზეზებათ ფიფას მარა მაშინაც და ახლაც ფული ბაბა ფულიი ეს ჩეფერინი უკრაინელი არაა? პუტინს საკუთარ ვილაში კი არა ხელსაც არ ნდა ართმევდს ზუსტად იმის გამო რასაც მის ქვეყანაში სჩადის მარა იმის რა მიკვირს საქრთველოში არის ერთი ორი პუტინის ფანი

და მარტო მაგას? ყველას ვისაც საჭიროა
irakli
ვალოდია ჩაურიცხავს მილიონებს და გააჩუმებს ეგრევე, მაგისთვის ჩავიდა რუსეთში
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ევროტურნირებზე ერთი ქართული გოლი მაინც გავიდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
"გინდათ გადარჩეთ? - დატოვეთ სუპერლიგა" - უეფამ "იუვენტუსს" ფაქტიურად ულტიმატუმი წაუყენა
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
"რუსები ევროპაში კიდევ დიდხანს ვერ ითამაშებენ" - ჩეფერინი
"პუტინი დაცვის თანამშრომელი იყო და ჩემი ცოლის დედაც!" - ლეგენდარული რუს-უკრაინელი ომზე
სად არის პუტინი? რუსებს გვჩაგრავენ, რატომ არ გვეხმარება? - 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეიძლება აშშ-ში გაიმართოს
ლაშქრობა "სუპერლიგელების" წინააღმდეგ - ჩეფერინს უკვე "რეალი" აინტერესებს
ულამაზესმა ჟიზელმა პუტინი ბრძოლაში გამოიწვია და ჰპირდება, რომ აგრესიული იქნება
პუტინი, შესაძლოა, ჰომოსექსუალია, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი მხოლოდ დაფარვის ოპერაციაა - ირწმუნება პოლიტ-ტექნოლოგი
"იუვენტუსის" შემდეგ კიდევ ერთი "სუპერლიგელის", "ბარსელონას" დასჯის დრო დადგა?
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
"ყველაფერი ამერიკამ დაიწყო, პუტინს ყოველთვის კარგი უნდოდა" - ბრაზილიელის სკანდალური განცხადება