სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონი "ნაპოლისთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა, ერთი ხანობა გუნდს სასკუდეტო ამბიციებიც კი მოეძალათ
სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონი "ნაპოლისთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა - მართალია, ერთი ხანობა სამხრეთელებს სასკუდეტო ამბიციებიც კი მოეძალათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით დაკმაყოფილდნენ და ამ ფაქტითაც უზომოდ გაიხარეს.

ვალტერ მაძარის კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს, მაგრამ მომდევნო სეზონში ორ ფრონტზე მოუწევს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა, რაც გაძლიერების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, იტალიელი ჟურნალისტები კლუბის პრეზიდენტს შეეხმიანენ და ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე, ასევე სხვა საინტერესო საკითხებზე დაეკითხნენ. ქვემოთ, აურელიო დე ლაურენტისის მოსაზრებებს გაეცნობით.

გასული სეზონი

სეზონის წინ, ულაპარაკოდ მოვაწერდით იმაზე ხელს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოგვეპოვებინა, თუმცა შემდეგ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩავებით და თამასა კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ. მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამეულში მოვხვდით და მომდევნო სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ყველანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ვიასპარეზებთ.

ერთი კონკრეტული თამაში ხშირად დასრულებულა არალოგიკური შედეგით, მაგრამ როდესაც ერთწლიან მარათონზე გვაქვს ლაპარაკი, იქ ყველაფერი ლოგიკურად ჯდება. როდესაც გასულ სეზონში ოთხეულს მიღმა დავრჩით, პირდაპირ ვთქვი, რომ ჯერ მზად არ ვიყავით ჩემპიონთა ლიგაში საასპარეზოდ, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა - ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ ის ადგილი, რომელიც სატურნირო ცხრილში დავიკავეთ. ასეთი შედეგი სწორმა და დაუღალავმა შრომამ მოიტანა - თავის დროზე ათიანში გავარტყით, როდესაც მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაძარი მოვიწვიეთ, რასაც რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი დაემატა. ცალკე სალაპარაკო თემაა ედინსონ კავანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა და ლომის წილი დაიდო მიღწეულ წარმატებაში. ერთხელ ვთქვი, რომ ედინსონი კეთილი ჯადოქარია, რომელსაც ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შეუძლია სასწაული მოახდინოს.

ზაფხულის გეგმები

ჩემი აზრით, მინიმუმ ოთხი მაღალი კლასის ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. რა პოზიციებზე? - ერთი მცველი, ორი ნახევარმცველი და ერთიც კარგი ფორვარდი, რომელიც სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლებს გაიტანს. კონკრეტული გვარების დასახელებისგან დღეს თავს შევიკავებ, რადგან ამ საკითხზე მაძარისთან ჯერ არ მისაუბრია.

გეკჰან ინლერი? - კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩვენი პრობლემების გადაჭრა მოახერხოს, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა მის გადაბირებაზე ვიმუშავოთ. ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც გუნდს საგრძნობლად გააძლიერებენ. ერთი სიტყვით, გეგმები სერიოზული გვაქვს და გულშემატკივრებს კარგ ტრანსფერებს ვპირდები.

ვალტერ მაძარი

ზემოთაც აღვნიშნე, რომ ათიანში გავარტყით, როდესაც არჩევანი მაძარიზე შევაჩერეთ. იდეალურად გაუძღვა გუნდს და მირწეულ წარმატებაში მისი როლი ნამდვილად განუზომელია. ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულებისთანავე დატოვებდა ნეაპოლს და ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდს ჩაუდგებოდა სათავეში. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, ჩვენ ახალ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და ვალტერი კიდევ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში უთავკაცებს "ნაპოლის".

გადაწყვეტილების მიღება არ გაგვჭირვებია, პირადად შევხვდი მაძარის და ყველა იმ საკითხზე ვილაპარაკეთ, რომელიც მოცემული მომენტისთვის აქტუალური იყო. მას მართლაც ჰქონდა შეთავაზება "იუვენტუსისგან", მაგრამ ტურინში წასვლის დიდი სურვილი არ გამოუხატავს. შეხვედრამ გულღია, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, რომლის ბოლო აკორდი ხელის ჩამორთმევა და ახალი ხელშეკრულების გაფორმება გახლდათ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა