სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლი” სტუმრად აიოვას უნივერსიტეტს შეხვდა და 84:76 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და გუნდს 18 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სანდროზე შედეგიანი მხოლოდ მაილს პაუელი იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო, თუმცა კი, თამაშიდან 10 ტყორცნა გაუცუდდა და სარგებლიანობის კოეფიციენტი ჩვენებურზე უარესი ჰქონდა.

"სეტონ ჰოლი" მეტოქეს დიდი ხნის განმავლობაში ჩამორჩებოდა, გადამწვეტი კი 10-ქულიანი გაქცევა აღმოჩნდა, რომელიც საფინალო სირენამდე ხუთიოდე წუთით ადრე, სანდროს ზუსტ სამქულიანს მოჰყვა. მიმდინარე სეზონში სეტონჰოლელ "პირატებს" 6 მოგება და 2 მარცხი აქვთ. მორიგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი კვლავ აიოვას უნივერსიტეტთან, ამჯერად მშობლიურ ნიუ-ორანჟში, 9 დეკემბერს გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მიდი სანდრო
შემდეგი ისევ გასვლა აქვთ აიოვაში. კალათბურთში პირიქითაა პირველი გუნდი ვინც წერია ის თამაშობს გასვლაზე. და თან მშობლიური ნიუ-ორანჟი რა არის? ამაზე და გიორგიზე რასაც წერთ ყოველთვის შეცდომით წერთ ან ლიგას ან ქალაქს ან უნივერსიტეტს. არადა ორივე ძაან კაი ბიჭია რომ ჰკითხოთ გიპასუხებენ.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა