საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის გასულ ტურში ორი ქართული ლელო გავიდა - თავი ლექსო ყაულაშვილმა და კახა ასეიშვილმა გამოიჩინეს.

მე-10 ტურში სულ 14-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ლელოები კი პარიზულ კლუბებთან მატჩებში გავიდა. ინგლისის პრემიერშიფში ითამაშა ზურაბ ჟვანიამ.

ტოპ 14-ის მე-10 ტურში ქართველების "ბრივმა" პარიზულ "სტად ფრანსეს" უმასპინძლა და ჩელენჯ ქაფის შემდეგ პრინციპული მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონატშიც დაამარცხა - 26:21. მასპინძელთა მეორე ლელო "ბორჯღალოსანი" კახა ასეიშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 31-ე წუთზე რაქიდან აიტაცა ბურთი და ძელის გვერდით ლელოს ხაზი გადაკვეთა. მიმდინარე სეზონში ეს ასეიშვილის პირველი ლელოა, სულ კი ტოპ 14-ში მე-11 ლელო გაიტანა.

Video

კარლენ ასეიშვილის ლელო სტად ფრანსეს წინააღმდეგ

ქართველმა ბურჯმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, შესვენებისას შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა შერკინების შემკვრელმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. "სტად ფრანსეს" განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე შესვლა არ მოუწია გიორგი მელიქიძეს.

ტურის კიდევ ერთი ქართული, ძალისმიერი ლელო ლექსო ყაულაშვილის ანგარიშზეა და მანაც პარიზელებს გაუტანა. "ბორდო" "რასინგ 92"-ს ეწვია და სტუმრად 34:30 დაამარცხა. ლექსო თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, 57-ეზე რაქიდან თანაგუნდელის დახმარებით შეუტია და ლელოს ხაზი გადაკვეთა. ამ ლელოს შემდეგ ანგარიში 27:27 გახდა. მერე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

Video

ლექსო ყაულაშვილის ლელო რასინგის წინააღმდეგ

"ბორდოს" რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა ბექა გორგაძემ. ორი ქართველი იყო "რასინგის" შემადგენლობაში. ძირითადში თამაში გურამ გოგიჩაშვილმა დაიწყო და ის შესვენებისას ვასილ კაკოვინმა შეცვალა. ყაულაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა და ორივეჯერ პარიზელები დაამწუხრა - სექტემბერში "სტად ფრანსე" და ახლა "რასინგი". სულ საფრანგეთის ჩემპიონატში მას 6 ლელო აქვს გატანილი.

ქართული დუელები გაიმართა "კლერმონისა" და "აჟენის" შეხვედრაში, სადაც შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ დავით ზირაქაშვილი და გიორგი თეთრაშვილი იდგნენ. ორივე ბურჯი ძირითადში იყო და ზირაქაშვილმა 65, ხოლო თეთრაშვილმა 57 წუთი ითამაშა. "კლერმონმა" მეტოქე 30:13 დაამარცხა.

"ტულონი" "პოს" ეწვია და 19:9 დაამარცხა, რაშიც წვლილი ორ ჩვენებურს მიუძღვის. ბექა გიგაშვილი თამაშში 58-ე, ხოლო მამუკა გორგოძე 67-ე წუთიდან ჩაერთო.

იოლად და თანაც ბონუსით დაამარცხა ქართველების "მონპელიემ" ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის ლიდერი "ლიონი" - 33:8. მასპინძელთა ძირითადში ორი ქართველი ბურჯი იყო - ლევან ჩილაჩავამ 57-ე, ხოლო მიხეილ ნარიაშვილმა 66-ე წუთამდე ითამაშა. 66-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე.

ინგლისის პრემიერშიფის მე-5 ტურში ზურაბ ჟვანიას "უოსპსი" "ექსეთერს" ეწვია და 3:38 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 58 წუთი ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. მან შერკინებებში მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმა, ბურთით ხელში 2-ჯერ შეუტია და ჯამში 9 მეტრი მოიგო, ერთხელ თერნოვერი გაახერხა და 8 ბოჭვა შეასრულა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

gagi
და მელიქიძის და გიგაშვილის მაგივრად ჩილაჩავა ეთმაშებინათ. + ქუბრიაშვილს რითი ჯობია კიდე ეგ 2? რატომ არ წაიყვანეს? მერე რა რომ ასაკშია? ზირაქაც ასაკშია და დღემდე საუკეთესოა ტოპ 14ში. რეალურად ზირაქას მერე, ბუთა და დუდუ არიან ჩვენი ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა ბურჯები. ლეონსიოს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად
გიორგი48
იაპონიაში ჟვანია და ასეიშვილი რომ წაეყვანათ, უფრო ღირსეულად გამოვიდოდით.... განსაკუთრებით ფიჯისთან გვაკლდნეეენ.... იმედი მაქვს, მომავალში მაინც გაითვალისწინებენ....
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა