ფოტო: გოგიტა ბუხაიძე/rugby.ge

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"თამაშს დადებითად ვაფასებ, რადგან ვეთამაშეთ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, თუმცა როდესაც გამარჯვების რეალურ შანსს ხელიდან გაუშვებ, გულდასაწყვეტია. პირველი ნახევარი კარგი იყო, მეორე ტაიმში კი სტრატეგიული და ტექნიკური შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით დარტყმა-ახურვაში, რის გამოც 20 წუთი ჩვენს ნახევარზე გავატარეთ, ასეთი დონის გუნდები კი, მსგავს შეცდომებს არ პატიობენ.

ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. მეორე მატჩამდე სულ სამი დღეა და კარდინალური ცვლილებები ვერ მოესწრება. ეს დღეები აღდგენა-დასვენებას დაეთმობა, მხოლოდ ერთი ვარჯიში გვექნება და დარწმუნებული ვარ, 5 დეკემბერს უკეთესი თამაში იქნება".

გუნდის კაპიტანი დემე თაფლაძე იმედოვნებს, რომ ნაკრები მატჩიდან მატჩამდე გაიზრდება და უკეთეს ხარისხს აჩვენებს:

"სამხრეთ აფრიკას ძალიან ძლიერი, სწრაფი ნაკრები ყავს. ჩვენ ამ გამოწვევას თამამად დავხვდით და კარგი თამაში ვანახეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. როდესაც ასეთი დონის გუნდს ასე კარგად ეთამაშები, ძალიან კარგია, მით უმეტეს, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო და მაქვს იმედი, რომ შემდეგში უფრო კარგ თამაშს ვაჩვენებთ".

შედეგით არა, თუმცა ხარისხით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კმაყოფილი იყო იოანე იაშაღაშვილი:

"ყველამ ვიცით რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკის ნაკრები და მათთან ასეთ თამაშს ჩვენგან არავინ ელოდა. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეს პირველი თამაში იყო და ამ დროს წნეხი ყოველთვის დიდია. პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დავიჯერეთ რომ გამარჯვება შეიძლებოდა, მეტოქეს თამაშში ავყევით, ბურთი დავუთმეთ, ბევრი შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, რადგან ბევრი კარგი რამ და ასევე შეცდომები დაგვანახა, რასაც შემდეგ თამაშებში გამოვასწორებთ და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე
სამი "უმცროსი ბორჯღალოსანი" Rugbypass-ის რჩეულებში მოხვდა
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
rugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
The Telegraph: ყურადღება მიაქციეთ იაშაღაშვილს
U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - "არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა