პოპულარულმა სარაგბო პორტალმა Rugbypass-მა ამ მომენტისთვის 50 საუკეთესო 20 წლამდე მორაგბე გამოარჩია. რჩეულთა შორის სამი "უმცროსი ბორჯღალოსანია" და მათგან ორს უკვე ძირითად ნაკრებშიც უთამაშია.

23-ე ადგილზე "ბეიონის" მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი მოხვდა და გამოცემა მას ასე ახასიათებს:

"დიდი და სწრაფი მორაგბე, რომელსაც ხელით თამაშის შესანიშნავი კულტურა აქვს. ესაძლოა გახდეს მამუკა გორგოძის ღირსეული მემკვიდრე. ის დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ხერხემალი უნდა იყოს."

37-ე ადგილზეა "ბრივის" კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც წელს მესამედ ითამაშებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელმაც 2019 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა:

"კარკაძე ჯერ 20 წლისაც არაა და უფროსი ასაკის ნაკრებში უკვე მოასწრო 5 შეხვედრის ჩატარება. ის "ბრივში" მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების, თედო აბჟანდაძისა და ვასილ ლობჟანიძის მხარდამხარ თამაშობს. ეს საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ნამდვილი ქართული რევოლუციაა."

48-ე ადგილზეა "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი, "ლელო-სარასენსის" შუამარბი დემე თაფლაძე, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობს და წელს მესამე ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მან "ბორჯღალოსნების" კვართი წელს 2-ჯერ მოირგო და ერთი ლელოც გაიტანა:

"შთამბეჭდავი შუამარბი, რომელმაც პირველი სანაკრებო კეპი ცოტა ხნის წინ მოიხვეჭა და გუნდს უკანა ხაზში ესოდენ საჭირო სისწრაფე და დინამიზმი შემატა. 19 წლის მორაგბის საფრანგეთში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია."

2020 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში "უმცროსი ბორჯღალოსნები" B ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ჰან
ყველაზე სასურველ მეტოქედ ჯგუფში უელსი რო გეყოლება:დდდ უელსის დონემდე რომ ავალთ ეგ დღეც მალე მოვა. წარმატებები ბიჭებს
Khaka
იოანეს რატომ არ იძახებენ ნაკრებში, მართლა ველოდი ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე.
Nukri
Ragbshi magari axali taoba modis, romlebic male erovnul nakrebs magal doneze aiyvanen
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ
4 ჩემპიონითა და ყველაზე ახალგაზრდა ქართველით - რაგბის მსოფლიო თასი იწყება
რაღაც დაგვაკლდა - "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკასთან მატჩს აფასებენ
ლეგიონერები. 20 ქართული ქულა და დებიუტები "სტად ჟან ბუენზე"
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
rugbypass.com: იოანე იაშაღაშვილს შეუძლია მამუკა გორგოძის მემკვიდრე გახდეს და "ლელოელებს" წინ გაუძღვეს
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
The Telegraph: ყურადღება მიაქციეთ იაშაღაშვილს
U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - "არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"
ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს
World Rugby-მ დღესასწაულ Halloween-თან დაკავშირებით ქართველი მორაგბეების ვიდეო გააზიარა [VIDEO]