საქართველოს თასის ფინალის წინ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი იმედიანადაა განწყობილი
საქართველოს თასის ორივე ფინალისტი სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის გამალებით ემზადება. გაგრელი კოლეგის მსგავსად, ოპტიმისტურადაა განწყობილი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე.

- როდის ჩამოვიდა თქვენი გუნდი თბილისში და როგორ რეჟიმში მიმდინარეობს ფინალისთვის მზადება?

- ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, როცა სტუმრად "დინამოს" შევხვდით, თბილისი არ დაგვიტოვებია და ფინალისთვის დედაქალაქში ვემზადებით. დაბინავებულები ვართ სასტუმრო "ბატესტაში", ხოლო ვარჯიშებს გლდანში, "ამერის" სტადიონზე ვატარებდით. ფინალის წინა დღეს კი ეროვნულ სტადიონზე ვივარჯიშეთ. გუნდში იდეალური განწყობაა და ფინალისთვის ყველანი შესაბამისი შემართებით ვემზადებით.

- ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?

- დიახ, საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელადაა და საფინალო შემადგენლობის არჩევანში შეზღუდული არ ვიქნები.

- გიორგი მეგრელაძეს ტრავმის გამო ჩემპიონატის ბოლო ტურებში არ უთამაშია. იგი სრულად გამოჯანმრთელდა?

- გარკვეული პრობლემები ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ფინალში აუცილებლად ითამაშებს. შეიძლება, მოედანზე 90 წუთი ვერ გაატაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ტორპედოს" ნებისმიერ შემთხვევაში დიდ სამსახურს გაუწევს.

- როგორ შეაფასებთ "ტორპედოს" მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩებს?

- ვფიქრობ, ჩვენი გუნდის პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა მთავარი მატჩი წინ გვაქვს და მხოლოდ მისი შედეგიდან გამომდინარე შემეძლება რეალურ პროგრესზე ლაპარაკი. ისე კი, რაღა თქმა უნდა, "დინამოს" დამარცხებამ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა აუმაღლა. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის შეხვედრა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოვიგეთ.

- როგორ გაიხსენებთ ფინალამდე განვლილ გზას?

- ყველა ეტაპი მძიმე ბრძოლით გადავლახეთ, ერთხელ დამატებითი დროც დაგვჭირდა, ნახევარფინალში კი "ზესტაფონთან" განსაკუთრებით ძნელი თამაშები ჩავატარეთ. გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ვაჯობეთ და ფინალის საგზური ჩვენ დაგვრჩა. ახლა მთლიანად ფინალის შედეგზეა დამოკიდებული, წარმატებული თუ უიღბლო გამოვა "ტორპედოს" მიერ ჩატარებული სეზონი.

- მეტოქეს როგორ დაახასიათებთ?

- საქართველოს თასის ფინალში შემთხვევითი და სუსტი გუნდი ვერ გავა, "გაგრამ" ეს პატივი დამსახურებულად ირგუნა. მან ხომ გზიდან "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ჩამოიცილა. "გაგრას" თამაშების ვიდეოჩანაწერები დეტალურად გავააანალიზეთ და დავრწმუნდით, რომ საქმე გვაქვს შემტევ და ბრძოლისუნარიან გუნდთან. მისი დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკანდასახევი გზა არ გვაქვს.

- ფინალს ფავორიტი თუ ჰყავს?

- ფინალი ყოველთვის სპეციფიკური მატჩია და არა მგონია, აქ ფავორიტის დასახელება ღირდეს, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს აქვს.

- დაძაბულობისა და შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ თამაში არცთუ სანახაობრივი იქნება?

- ამის წინასწარ თქმა გამიჭირდება. შესაძლოა, უხვგოლიანი მატჩი მართლაც არ გამოდგეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მაყურებელი მაღალი დონის ფინალით ისიამოვნებს.

- ქუთაისიდან, ალბათ, ბევრ ქომაგს ელით.

- დიახ, ეროვნულ სტადიონზე თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც სახლში, ტრიბუნებზე უპირატესობა გარანტირებული გვაქვს.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს