გასულ უქმეებზე გამართული ევროთასების - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მესამე ტურის შეხვედრებში 17-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო გაიტანა, ხოლო თედო აბჟანდაძემ კარში დარტყმებით 9 ქულა მოაგროვა.

ფრანგული "კლერმონი" ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფის მესამე ტურში ინგლისში "ბათს" ეწვია და 11 700 მაყურებლის წინაშე 34:17 დაამარცხა. პირველი ტაიმის 7:7 დასრულების შემდეგ, სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით 15 წუთში მოიპოვეს, სამი ლელო გაიტანეს და ბონუსიც მოიპოვეს.

"კლერმონის" შემადგენლობაში 50-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა და ორი შეტევით 7 მეტრი მოიგო. მისი გუნდი სამი თამაშის შემდეგ 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ოლსთერს".

მეხუთე ჯგუფის ფრანგულ დერბიში "მონპელიე" "ტულუზს" ეწვია და 9:23 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა. ორივე მათგანმა მოედანზე 55-55 წუთი გაატარა. თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე.

ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში მესამე საშინაო მატჩი დათმო რუსეთის ჩემპიონმა "ენისეიმ", თუმცა ამჯერად ფრანგულ "კასტრს" მათ ბონუსი არ გაატანეს - 12:28. ტურნირის ზედიზედ მესამე მატჩში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელსაც კიდეებიდან ამჯერად ირაკლი ჭანუყვაძე და სულხან ჩიხლაძე ეხმარებოდნენ. საგულისხმოა, რომ ამაშუკელმა "კასტრის" ოთხ და "ენისეის" ორ მორაგბეს ყვითელი ბარათი უჩვენა.

კრასნოდარში გამართულ მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში სამი ქართველი მორაგბე იყო. ბურჯმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა 76 წუთი ითამაშა და 59-ე წუთზე ფრანგებს ძალისმიერი ლელო გაუტანა, რომლის შემდეგაც ანგარიში 12:23 გახდა. ეს მისი პირველი ლელოა ჩელენჯ ქაფზე. მან ბურთი სულ 6-ჯერ წაიღო და 6 მეტრი მოიგო, 4 პასი გააკეთა და დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა.

სრულად ითამაშა დავით მესხმა და 5 წაღებით 5 მეტრი მოიგო, 3 პასი გააკეთა და 9 ბოჭვა შეასრულა. შეუცვლელად ითამაშა მესამეხაზელმა მიხეილ გაჩეჩილაძემ, 17 მიძალებით 25 მეტრი იარა და 7 პასი გააკეთა, დაცვაში საკუთარ კლუბში ყველაზე მეტი, 14 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. სამი ტურის შემდეგ გაჩეჩილაძე ინდივიდუალურ სტატისტიკაში ორ ნომინაციაში ლიდერობს - ბურთით ხელში 45-ჯერ შეუტია და დაცვაში 50 ბოჭვა მოუგროვდა, ხოლო 5 ოფლოუდით მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

მეორე ჯგუფში მესამე თამაში მოიგო და 13 ქულით პირველ ადგილზეა "ტულონი". მესამე ტურში ფრანგებმა "ლონდონ აირიში" მიიღეს და ბონუსით, 37:17 დაამარცხეს. ბურჯი ბექა გიგაშვილი "ტულონის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად იყო, მოედანზე 47 წუთი გაატარა, 5 შეტევით 10 მეტრი მოიგო და 3 ბოჭვა შეასრულა.

მესამე ჯგუფში "ბორდომ" "აჟენი" 73:3 დაამარცხა და 12 ქულით პირველ ადგილზეა. სტუმართა 11 ლელოდან ერთი ლექსო ყაულაშვილის ანგარიშზეა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა, 35-ეზე კი შესაცვლელი შეიქნა და მოედანზე ლაშა ტაბიძე გამოჩნდა. ყაულაშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე ლელო გაიტანა - ორი ტოპ 14-ში და ერთი ჩელენჯ ქაფზე.

სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ, 9 შეტევით 21 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 13 ბოჭვა შეასრულა.

12 ქულა აქვს "ედინბურგსაც", რომელმაც "უოსფსს" უმასპინძლა და 31:20 დაამარცხა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. მან დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა, შეტევაში კი ბურთი 2-ჯერ მიიღო და 3 მეტრი იარა.

მეოთხე ჯგუფში "სტად ფრანსე" "ბრისტოლთან" ინგლისში 11:37 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 45-ე წუთამდე ითამაშა გიორგი მელიქიძემ, 5 შეტევით 18 მეტრი მოიგო და 8 ბოჭვა შეასრულა.

იტალიაში "ზებრესთან" 24:27 დამარცხდა "ბრივი", რომლის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო. თედო აბჟანდაძემ სრულად ითამაშა და გუნდს 9 ქულა შესძინა - 3 გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა. მან 25 პასი გაუშვა, 6 შეტევით 6 მეტრი მოიგო და 3 ბოჭვა შეასრულა.

"ბრივმა" თამაში ქართული პირველი ხაზით დაიწყო. 52-52 წუთი ითამაშეს ბურჯებმა კარლენ ასეიშვილმა და ლუკა ჯაფარიძემ. ასეიშვილმა 6 შეტევით 7 მეტრი მოიგო და 9 ბოჭვა შეასრულა, ხოლო ჯაფარიძემ 5-ჯერ მიიღო ბურთი და 6 ბოჭვა მოაგროვა. კვაჭმა ვანო კარკაძემ 57 წუთი ითამაშა და 12 შეტევით 21 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 12 ბოჭვა მოაგროვა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს
[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ქართველი მორაგბე ნიკოლოზ ხატიაშვილი "ზე რაგბიში" ითამაშებს!
რაგბი. ლეგიონის ანონსი: "ჩემპიონთა თასზე" ხუთი, "ჩელენჯ კაპზე" ათი
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
რაგბი. ლეგიონი: გორგოძე და ჩილაჩავა "ტულონს" 1/2-ფინალში გასვლაში დაეხმარნენ
რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
რაგბი. ლეგიონი: ბექა შეყლაშვილი სიმბოლურ ნაკრებში
ოფიციალურად: ნიკოლოზ ხატიაშვილი "სანვულვზში" ჩაირიცხა
რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა