ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გაავრცელა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო! დროა შევაფასოთ 2023 წლის საფეხბურთო სეზონი და ჩემი ემოციები გაგიზიარო.

რთული და ამავდროულად საინტერესო წელი გვქონდა, პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ყველა მხარდამჭერს და სპონსორს, ადამიანებს ვინც გასული სეზონის მანძილზე რთულ მომენტებშიც მხარში გვედგა და წარმატებასაც ჩვენთან ერთად იზიარებდა.

"დინამო ბათუმს" თავისი 100-წლიანი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს, ეს შედეგი ჩვენმა ერთიანობამ და თავდაუზოგავმა შრომამ მოიტანა. ბოლოდროინდელ წარმატებაში განუზომელი წვლილი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და მის მეთაურს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, ისევე როგორც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ბათუმის მერს ბატონ არჩილ ჩიქოვანს.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბს და პერსონალს. ფეხბურთში მთავარი რა თქმაუნდა, რეზულტატია, ბოლო სამ სეზონში მეორედ გავხდით ქვეყნის ჩემპიონები და შეუძლებელია ამ შედეგით არ ვამაყობდეთ.

აქვე მსურს ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც 6 წლის მანილზე უდიდესი სამუშაო გასწია და ჩვენი კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

გარკვეულ ეტაპზე ყველა საფეხბურთო კლუბის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი ცვლილებების და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო. ჩემი შეხედულებით სწორედ ეს არის "დინამო ბათუმის" გულშემატკივრების დაკვეთა და ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევა სამომავლოდ.

გუნდის ძირითადი ბირთვის შესანარჩუნებლად და შემადგენლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, თუმცა იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მოთამაშეების შენარჩუნება მხოლოდ ჩვენს სურვილზე დამოკიდებული არ იქნება.

ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ახალი იმედებით და უცვლელი მიზნით - ევროპული საფეხბურთო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გასვლა.

გელოდებით ყველას 2024 წელს adjarabet Arenaზე, სადაც ისევ გვექნება თქვენი მხურვალე მხარდაჭერის და სამაგალითო გულშემატკივრობის იმედი".

ამატაკი
მიიხედეთ მოიხედეთ! ვითომ ახალია ის ამბავი, რომ თბილისი ქვეყნის თავკომბალაა? ნახევარი მოსახლეობა მანდ ცხოვრობს, ფეხბურთელები კი ციდან არ ცვივა. შეგახსენებთ ბატონებო, რომ თავის დროზე თბილისის დინამო წარმოადგენდა რესპუბლიკის ფაქტიურ ნაკრებს. რეგიონებიდან იღებდა კადრების შევსების აბსოლუტურ უმრავლესობას. ძირითადი ინფრასტრუქტურა მთლიანად რესპუბლიკის ხარჯზე შეიქმნა. იქნებ გვითხრათ ეს თანამედროვე აკადემია რის ხარჯზეა შექმნილი. კერძო მფლობელის ხელში რაიმე წონადი შემოსავლები გაუჩნდა, რეკლამას ყიდის ან ტრანსლაციას, იქნებ ბილეთებს? სტადიონიც მუქთად ხომ არ შერჩა? რეგიონისკენ თითის გაშვერა ვერ მოგიწონეთ. გაიხსენეთ მხოლოდ კლასვიკი, სრულებით საკმარისია იმის გასააზრებლად სად ვართ მთლიანად ქართული ფეხბურთი, სხვას რომ თავი დავანებოთ. აქ, ბათუმშიც იგივე ფანდურზე უკრავენ, ნაცნობსა და მშობლიურზე.
იკა
აუუ მოკლეთ ეს ფიფია 2 არის მგონი :D ფლამარიონი რო საფრანგეთის ლიგა 2 ბოლო ადგილზე მყოფ გუნდში გაგექცევა მანდ მორჩა ჩვენი ჩემპიონატი და ჯგუფურებზე პრეტენზია.
ადამიანის
რატომ აბსურდულად ასე თუ გააგრძელა მალე ხვიჩაც დაგიბრუნდებათ.დ
Baduri
ბ.ნ არჩილ ბერიძე, სანამ რეგიონში სრულყოფილი აკადემია არ იქნება,ვერც შენ და ვერც შენი გუნდი (დინამო ბთ) პროგრესულ განვითარებას ვერ მიაღწევს. მოდის ახალი სეზონი და თბილისის დინამოს აკადემიის ბაზარზე იყურები იქნებ ვინმემ კარგი ტალანტი გირჩიოს, ამას არ ჯობია შენი აკადემიიდან ყოველწლიურად ვინმეს დაწინაურება!
გოᲩა
მეც მადლობას ვუხდი რიჟვაძეს და ჩიქოვანს ანუ მთავრობას,მაინტერესებს თქვენ რას აკეთებთ,თავიდან მოვიდა როგორც სპონსორი ქველმოქმედი და ასე შემდეგ,მგონი ავანტიურისტია ჩვეულებრივი.
dogi
გომისი, ალეფ სანტოსი და ვანდერსონ სილვა მიყავთ დილადან.
ადამიანი
აბსურდულად კი ჟღერს,მაგრამ...მიქაუტაძის არენდა არ გამოვა არაფრით ?! პ.ს. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო
Nick
ვისი წაყვანა უნდათ?
llcl
დიდები ვართ აჩიკო უკვე, თოვლის ბაბუის აღარ გვჯერა!
a a
მიადგებიან დილას, პრინციპში უკვე მიადგნენ. სამი ფეხბურთელის წაყვანა უნდათ.
Dima
შეესიონ ქართულ კლუბებს. დილას დარჩებოდა 1-2 კარგი ფეხბურთელი. თბილისიდან გადავა ვინმე და აშენდა გუნდი
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ეს უდიდესი უკუსვლა იქნება" - ჩრდილოეთ ირლანდიაში "იბერიასთან" მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"სპორტინგი" ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლას აფერხებს - რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ლოზანას გრანდ-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
"მეცს" წიტაიშვილის დაბრუნება სურს
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ლეო, უბრალოდ წადი სახლში..." - დი მარიას ემოციური წერილი მესის
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
აზაროვის და დავითაშვილის "დინამოდან" წასვლა დადასტურდა - რა ტრანფერებსა და ლეგიონერების ჩამოყვანას აანონსებს არჩილ ბერიძე ბათუმურ გუნდში
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"