ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თითქმის განწირულები

თითქმის განწირულები

ნაგინები მწვრთნელი, ნაკრებიდან გაგდებული ფეხბურთელი, შინააშლილობა, ჩაშლილი ვარჯიში და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი სამარცხვინო ამბავი გუნდის ბანაკში - აი, ასეთი "მონაპოვარით" ხვდებიან სამფეროვნები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს. რაიმონ დომენეკის გუნდს ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ...

A ჯგუფი

22 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტ სთედიუმი. 18:00

საფრანგეთი-სამხ. აფრიკა

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი: ლორისი - სანია, სკილაჩი, აბიდალი, ევრა - ა. დიარა, ვალბუენა, დიაბი - გურკუფი, მალუდა - ანრი

სამხ. აფრიკა: ჯოზეფსი - გაქსა, მოკოენა, ხუმალო, მასილელა - მოდისე, ხუბონი, ლეტშოლონიანე, ჩაბალალა - პიენაარი - მფელა

არბიტრი: ო. აკოსტა (კოლუმბია)

ნაგინები მწვრთნელი, ნაკრებიდან გაგდებული ფეხბურთელი, შინააშლილობა, ჩაშლილი ვარჯიში და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი სამარცხვინო ამბავი გუნდის ბანაკში - აი, ასეთი "მონაპოვარით" ხვდებიან სამფეროვნები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს. რაიმონ დომენეკის გუნდს ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ სამხრეთ აფრიკაში ეს ფრანგთა ბოლო თამაში იქნება და დომენეკი დღესვე დაასრულებს საფრანგეთის ნაკრებში თავის უსახურ მოღვაწეობას.

ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი კი არა მარტო საფრანგეთს, არამედ სამხრეთ აფრიკასაც კი აქვს. ამისთვის ორივე გუნდს სოლიდური ანგარიშით გამარჯვება სჭირდება და ამავდროულად, ორივე იმის იმედზე უნდა იყოს, რომ პარალელურად მიმდინარე მექსიკა-ურუგვაი ფრედ არ დასრულდეს. თუ ამერიკელებმა ქულები გაიყვეს, აფრიკელთა და ევროპელთა ყოველგვარი მცდელობა ფუჭი გამოდგება. პარეირას, დომენეკსა და მათ შეგირდებს ერთადერთი, იმის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ მექსიკელები და ურუგვაელები ერთმანეთს დიდ ბრძოლას გაუმართავენ, რადგან ჯგუფის მეორეადგილოსანი მერვედფინალში სავარაუდოდ, არგენტინას დაუპირისპირდება. გამარჯვებაზე უფრო მექსიკელებმა უნდა იზრუნონ, რადგან საყაიმო შედეგის შემთხვევაში, ჯგუფის პირველადგილოსანი ურუგვაი გახდება.

საფრანგეთის ნაკრების რიგებში მომხდარი სამარცხვინო ამბები "ლელოს" ბოლო ნომრებში ვრცლად მიმოვიხილეთ, ამიტომაც ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და მოკლედ გეტყვით, რა ვითარებაა გუნდში ამ კონკრეტული მატჩის წინ. ნიკოლა ანელკას მოკვეთის გამო, ცენტრფორვარდის პოზიციას სავარაუდოდ, ტიერი ანრი დაიკავებს, დისკვალიფიცირებულ საყრდენ ჟერემი ტულალანს ალუ დიარა შეცვლის, დაცვის ცენტრში კი ტრავმირებული ვილიამ გალასის ადგილს სებასტიენ სკილაჩი დაიკავებს. მოსალოდნელია ძირითად შემადგენლობაში ნაკრების ახალწვეულის, მატიო ვალბუენას გამოჩენა, სათადარიგოთა სკამზე კი უსახურად მოთამაშე სიდნი გოვუს გადანაცვლებაა სავარაუდო. ამ ყველაფერთან ერთად, სამფეროვანთა სასტარტო შემადგენლობაში სხვა გადაადგილებებიც არ უნდა გამოვრიცხოთ.

მეკარე იტუმელენგ ხუნე და ნახევარმცველი კაგიშო დიკგაჩოი - ეს სამხრეთ აფრიკის ნაკრების ის ორი ფეხბურთელია, რომლებიც დღევანდელ მატჩს ასი პროცენტით გამოტოვებენ - პირველი მათგანი ურუგვაისთან შეხვედრაში გააძევეს, მეორემ კი მუნდიალის ორივე თამაშში გაფრთხილებები მიიღო და ისიც დისკვალიფიცირებულია. "ბაფანა ბაფანას" კარს საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში მუნებ ჯოზეფსი დაიცავს, დიკგაჩოიის კი სავარაუდოდ, თანდუისე ხუბონი შეცვლის.

ამ გუნდებს შორის ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი ფრანგებმა მოიგეს, ერთიც კი ფრედ დასრულდა. ამ სამიდან ფეხბურთის ისტორიაში კუთვნილი ადგილი დაიკავა საფრანგეთის 1998 წლის მუნდიალზე გამართულმა მატჩმა, როცა სამფეროვნებმა აფრიკელები 3:0 გაანადგურეს, ამ სამიდან კი ორი ავტოგოლი სამხრეთაფრიკელმა პიერ ისამ გაიტანა.

ლევან ჯანეზაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა