საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ თავი გამოიჩინა უნგრეთის ჩემპიონატსა და თასზე, სადაც ბოლო 3 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

ორჯონიკიძის კლუბი "ოროშჰაზი" უნგრეთის ეროვნული ლიგის დებიუტანტია. ბოლო მატჩი გუნდს ქვეყნის თასზე ჰქონდა, სადაც მერვედფინალში საკუთარ მოედანზე შეხვდა ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ "ტატაბანიას", რომელიც ევროტურნირებზეც წარმატებით გამოდის და EHF თასის ჯგუფურ ეტაპზეცაა გასული.

თასის პირველ წრეში "ოროშჰაზიმ" სტუმრად 31:30 მოუგო "დაბაშს", ახლა კი "ტატაბანიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 23:23 მორჩა, მაგრამ უნგრული წესების თანახმად, მეოთხედფინალში სტუმარი გუნდი გავიდა. ორჯონიკიძემ 2 გოლი გაიტანა.

პირველი წრის ბოლომდე "ოროშჰაზის" ერთი მატჩი დარჩა სათამაშო უნგრეთის ჩემპიონატზე, სადაც ჯერჯერობით ბოლოსწინა ადგილზეა. კლუბს აქ მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა "მეზოკოვეშდისთან", რომელსაც ბოლო წამებამდე იგებდა, მაგრამ აქაც ფრეს დასჯერდა - 24:24. ამ მატჩში ქართველი უკანახაზელი ყველაზე შედეგიანი იყო 6 გოლით, ისევე, როგორც ბოლო თამაშში "ბალატონფურედისთან", რომელშიც თავი შვიდჯერ გამოიჩინა.

სულ ორჯონიკიძემ ჩემპიონატის 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა (3 ტრავმის გამო გამოტოვა) და 35 გოლი დაუგროვდა. შვიდიც ორ სათასო შეხვედრაში გაიტანა.

თეიმურაზი "ოროშჰაზის" ერთადერთი ხელბურთელია, ვინც თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამას კლუბმა საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" სტატუსი მიუძღვნა სპეციალური ფოტოკოლაჟით, რომელიც ორჯონიკიძის სანაკრებო მატჩებიდანაა შედგენილი: „ჩვენი კლუბის მარცხენა ინსაიდმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ ამ დღეებში გამოძახება მიიღო საქართველოს ნაკრებიდან, რომელიც იანვარში ევროპის 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, თემო!“

უნგრეთის ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდა უნგრეთის ორი გრანდი - "ვესპრემმა" 29:28 დაამარცხა "სეგედი" და პირველ ადგილზეა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ორი საუკეთესო გუნდი საჩემპიონო ფინალს გამართავს. პირველი წრის ბოლო მატჩს "ოროშჰაზი" 15 დეკემბერს შინ გამართავს სატურნირო ცხრილში უახლოეს მეზობელ "ბუდაკალასთან".

ხელბურთი. უნგრეთი. ეროვნული ლიგა. (მოგება 2 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1. "ვესპრემი" - 26 ქულა (13 თამაში), 2. "სეგედი" - 24 (13), 3. "ტატაბანია" - 16 (12), 4. "ფერენცვაროში" - 16 (12), 5. "დიონდიოში" - 15 (12), 6. "ბალატონფურედი" - 15 (12), 7. "კომლოი" - 14 (13), "ჩურგოი" - 13 (12), 9. "დაბაში" - 9 (13), 10. "ედერი" - 9 (12), 11. "მეზოკოვეშდი" - 6 (12), 12. "ბუდაკალასი" - 5 (12) -- 13. "ოროშჰაზი" - 3 (12), 14. "ვაჩი" - 1 (11)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები: ევროპის საგზურის ბოლო შანსი
თეიმურაზ ორჯონიკიძე რუმინულ კლუბში გადავიდა
ორჯონიკიძე ფინეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში საუკეთესო იყო
თეიმურაზ ორჯონიკიძე: ევროპაში ანგარიშგასაწევი ნაკრები გვეყოლება
ქართული გოლები რუმინეთში