მიმდინარე სუპერლიგის ყველაზე არასტაბილური გუნდი “რუსთავია”. ქვემოქართლელებს მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ 2 მატჩი არც მოუციათ და არც წაუგიათ. სუპერლიგა წაგებით რომ დაიწყეს, მას შემდეგ, 9 თამაშია, რუსთაველები წაგებას და მოგებას ერთმანეთს უნაცვლებენ. წინა ტურში ქვემოქართლელებმა ოლიმპი იოლად დაამარცხეს და იმედი ჰქონდათ, დღევანდელ მეტოქე ტიტებთან, რომელსაც ბოლო 4 მატჩი წაგებული ჰქონდა, ზედიზედ მეორე გამარჯვებას იზეიმებდნენ. არ გამოვიდა. უკვე მერამდენედ, მოგებას წაგება შეენაცვლა. ლაშა-გიორგი გამყრელიძის გაწვრთნილმა ტიტებმა ნავსი გატეხა და 4 წაგების შემდეგ, გამარჯვების გემო რუსთავში გაიხსენა.

თბილისური გუნდის მოგება იყო დამსახურებული და გაუსაჩივრებელი. ტიტების ყველა კალათბურთელმა, რომელიც მოედანზე გავიდა, კარგად ითამაშა და ბოლომდე დაიხარჯა. იყვნენ გამორჩეულებიც: მაგალითად ტიტების ახალწვეული კორი სპენსი, რომელმაც პირველ პერიოდში 17 ქულა ჩააგდო და თბილისურ გუნდს ის მძლავრი ბიძგი მისცა, რომლითაც ტიტებმა თამაშის ბოლომდე დაუბრკოლებლად იარეს.

სპენსისგან ესტაფეტა ნიკა მეტრეველმა და ტრისტან უოლემ გადაიბარეს, რომლებმაც რუსთაველთა ფარქვეშეთი დაიპყრეს. სამწამიანიდან გაძევებული რუსთაველთა სერბი ცენტრი ნიკოლა ტადიჩი პერიმეტრიდან ისროდა, თუმცა ისევე არაზუსტად, როგორც მის თანაგუნდელთა უმეტესობა და პირველი პერიოდის 23:13 მოგების შემდეგ, ტიტებმა მე-19 წუთისთვის 19-ქულიან ლიდერობას მიაღწია – 42:23.

მეორე ტაიმი ტიტებმა 16-ქულიანი ლიდერობით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ოთო ფხაკაძისა და დენზელ ლივინგსტონის სამქულიანებით მასპინძლებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს, მესამე პერიოდის მიწურულს რიჩარდ მათიაშვილისა და ნიკა მეტრეველის ტანდემის შედეგიანმა თამაშმა თბილისელებს სოლიდური ლიდერობა დაუბრუნა. ტიტები ბოლო შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ, რაც ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა.

ბოლო პერიოდში აკაკი დვალიშვილის დაცვასა და შეტევაში აქტიურობამ, ასევე აკაკი ლომოურის სამქულიანებმა რუსთაველებს ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირებინა (61:68), თუმცა კვლავ ამოქმედდა თბილისელთა ტანმორჩილი გამთამაშებელი – კორი სპენსი, რომელმაც ბურთი უბადლოდ გაათამაშა, რითაც დროც გაიყვანა და თან ქულების მოპოვების შესაძლებლობა თუ თანაგუნდელთა პასებით მომარაგების შანსს ხელიდან არ უშვებდა.

ტიტები დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე – 71:66, რითაც 4-მატჩიანი, დანავსული სერია გატეხა. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 8 მოხსნით სპენსმა ულიდერა. 13 ქულითა და 13 მოხსნით გამოირჩა ტრისტინ უოლე. ნიკა მეტრეველმაც ორმაგი დუბლი (12 ქულა, 10 მოხსნა) მიითვალა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. რუსთაველებში 16 ქულით ბომბარდირი ოთარ ფხაკაძე გახდა. დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და ამდენივე მოხსნა დაგროვდა.

მატჩს ესწრებოდა ჩვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელიც საქართველოში ნაკრების წევრებისა და კანდიდატების დასაკვირვებლად, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სუპერლიგის მე-10 ტურის მორიგი ორი შეხვედრა შაბათს, 14 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: ვერა – ცხუმ-აფხაზეთი 16:00, თსუ – დინამო 18:00.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება