"საბურთალოს" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ ბელარუსის "შახტიორთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

- მოხარული ვარ, ჩვენს კლუბში მოგესალმო. პირველი ემოციები?

- ყველაფერი შესანიშნავადაა! "შახტიორი" ძალიან ამბიციური კლუბია: ვარჯიშისთვის კარგი პირობები აქვს და ყველაფერი, რაც მაღალი მიზნების მიღწევისთვისაა საჭირო. ძალიან მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო და მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

- "შახტიორში" ლაშა შინდაგორიძე თამაშობს, რომელთან ერთადაც "საბურთალოში" ასპარეზობდი. რა მოგიყვა კლუბზე?

- მხოლოდ ყველაზე დადებითი რეკომენდაციები მომცა. თუმცა "შახტიორზე" მხოლოდ მისგან არ მიმიღია ინფორმაცია - სხვა წყროებისგანაც მივიღე. არ დავმალავ, აქ გადმოსვლისას ქართველი ფეხბურთელის ყოფნამ ერთგვარი ბონუსის როლი ითამაშა. მით უმეტეს, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ერთად ჯერ კიდევ "ორჰუსის" აკადემიაში ვიყავით.

- მართლა, როგორ აღმოჩნდით ქართველი ფეხბურთელები დანიურ გუნდში?

- დიდი სინჯები იყო, მე და ლაშა კიდევ ერთ ქართველ ბიჭთან ერთად დაგვიტოვეს.

- "ორჰუსში" პროფესიულ დონეზე ხომ დებიუტიც გქონდა?

- დიახ, ერთ მატჩში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ ტრავმა მივიღე და მოკლედ რომ გითხრათ, ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა.

- "ორჰუსის" შემდეგ საქართველოში ასპარეზობდი და საკმაოდ წარმატებულადაც. "საბურთალოს" შემადგენლობაში ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდი. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტე, კიდევ ერთხელ გეცადა საზღვარგარეთ თამაში...

- საზღვარგარეთ თამაშს ყოველთვის ვცდილობდი. იმედია, ბელარუსში თავს წარმოვაჩენ.

- შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობ, სადაც ფეხბურთელების გოლი+პასის სისტემით შეფასებაა დამახასიათებელი. მომავალ სეზონში რა სიმაღლის თამასას ისახავ მიზნად?

- მთავარი გუნდური შედეგია. თუ "შახტიორს" გოლებითა და საგოლე გადაცემებით დავეხმარები, შესანიშნავი იქნება. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ გუნდის გარეშე კარგი სტატისტიკის ჩვენება ნაკლებად გამომივა. აქ ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია.

- 26 მარტს ბელარუსი და საქართველო ერთა ლიგის პლეი-ოფში ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლის გასაგრძელებლად შეხვდებიან. საქართველოში რაოდენი ინტერესით ელიან ამ მატჩს?

- ასე მგონია, ამ თამაშს ჩვენთან ყველა ელის, მთელი ერი. ყველანი გამარჯვებისთვის განეწყობიან და მოგების იმედი აქვთ. თქვენთანაც თქვენების მოგებას ელიან, ეს გასაგებია. ვნახოთ, ვუყურებთ და ჩვენს ნაკრებებს ვუგულშემატკივრებთ.

oTari
საბურთალოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩემი აზრით. იმედია ნაკრებშიც გამოიძახებნ ოდესმე.
gabo
ეს ის ფეხბურთელი არაა ბევრი მატაობა და ბლატაობა რომ უყვარს სტადიონზე? თუ მოეპრიანა კარგად თამაშობს თუარადა დაგაწყვიტავს ნერვებს!
გელა ნუგზარაშვილი
წარმატებები ამ ფეხბურთელს. იმედია თავს კარგად წარმოაჩენს. არ ვარგა საქართველო როგორც ქვეყანა, ცუდი საცხოვრებელი ადგილია (ნორმალური ხელფასიც რომ გქონდეს) და იმიტომ მიდიან ჩვენები სადაც გინდა.
Kkk
ნელ-ნელა ამ ბელორუსული შახტარის ფარმ კლუბათ ყალიბდება ეს საბურთალო.დდდ
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, მეორე და მესამე ადგილი არ განიხილება" - გიორგი დიასამიძე "დინამოსთან" მატჩის წინ
"დინამო" სოლიგორსკის "შახტიორს" დაუზავდა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ლაშა შინდაგორიძემ ბელორუსში პირველივე მატჩში გაიტანა და მწვრთნელი აღაფრთოვანა [VIDEO]
ტელეარხების რიგი ბელარუსის ჩემპიონატს - მალე საქართველოშიც?
გიორგი დიასამიძე კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ლაშა შინდაგორიძე ისევ შევიდა შეცვლაზე და ისევ გაიტანა - საგოლე პასიც გააკეთა [VIDEO]
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით