იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ჩეზარე პრანდელის დებიუტი კოტ დ'ივუართან ამხანაგურ პაექრობაში შედგება...

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ჩეზარე პრანდელის დებიუტი კოტ დ'ივუართან ამხანაგურ პაექრობაში შედგება. აპენინელი ჟურნალისტები დიდხანს ელოდნენ იმ დღეს, როდესაც ახალი თავკაცი ეროვნული გუნდის შემადგენლობას პირველად დაასახელებდა. და აი, გუშინ პრანდელიმ გაფართოებული (29 ფეხბურთელი) სია გამოამზეურა და იტალიურ საფეხბურთო სამყაროს სალაპარაკო მისცა.

ძალიან ბევრს საუბრობდნენ ახალ იტალიელებზე და ექსპერტთა მოლოდინი სრულად გამართლდა. პრანდელის ფორმაციის "აძურაში" არაერთი ახალი სახეა, მათ შორის, წარმოშობით ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელები - ტიაგო მოტა და კრისტიან ლედესმა. პლუს მარიო ბალოტელი, რომელიც იტალიის ეროვნულ გუნდში თამაშზე კარგა ხანია ოცნებობს.

და რაც მთავარია, განაცხადშია ანტონიო კასანო, რომელსაც მარჩელო ლიპი ნაკრებს არ აკარებდა. პრანდელიმ ჯუზეპე როსი და მარკო ბორიელოც გამოიძახა, რომლებიც ბოლო მომენტში ამოვარდნენ სამხრეთაფრიკაში წასაყვანი შემადგენლობიდან.

გაფართოვებულ სიაში ოთხი მეკარეა, რომელთაგან ადრე მხოლოდ ერთი იყო ნაკრებში გამოძახებული - სალვატორე სირიგუ, და ისიც მხოლოდ გამოძახებული, თორემ ეროვნული გუნდის კარის დაცვის ბედნიერება ჯერ არ რგებია წილად.

ასაკში შესულს ხვდა ნაკრებში გამოძახების პატივი მარკო სტორარის, ხოლო ემილიანო ვივიანოსა და ანტონიო მირანტეს მოლოდინმა გაუმართლათ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ გაფართოვებული შემადგენლობაა, რომელიც უნდა გაიფილტროს:

მეკარეები - სალვატორე სირიგუ (პალერმო), ემილიანო ვივიანო (ბოლონია), მარკო სტორარი (იუვენტუსი), ანტონიო მირანტე (პარმა);

მცველები - ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კრისტიან ძაკარდო (პარმა), მატია კასანი (პალერმო), ალესანდრო გამბერინი (ფიორენტინა), სალვატორე ბოკეტი (ჯენოა), კრისტიან მაჯო (ნაპოლი);

ნახევარმცველები - ტიაგო მოტა (ინტერი), კრისტიან ლედესმა (ლაციო), დანიელე გალოპა (პარმა), ანდრეა პირლო (მილანი), დანიელე დე როსი (რომა), ანჯელო პალომბო (სამპდორია), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), სიმონე პეპე (იუვენტუსი), მარკო მარკიონი (ფიორენტინა);

თავდამსხმელები - ალბერტო ჯილარდინო (ფიორენტინა), მარკო ბორიელო (მილანი), ჯამპაოლო პაცინი (სამპდორია), ანტონიო კასანო (სამპდორია), მარიო ბალოტელი (ინტერი), ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), ფაბიო კვალიარელა (ნაპოლი), რაფაელე პალადინო (ჯენოა).

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა