ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გადაცემაში "სპორტი იმედზე" ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდი მომავალ წელს აუცილებლად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ბერიძემ ასევე გუნდის მთავარ მწვრთნელზე და ახალი ფეხბურთელების მოყვანაზეც ისაუბრა.

"დინამოს" მწვრთნელად გია გეგუჩაძე დარჩება და კლუბი რამდენიმე ლეგიონერის მოწვევასაც აპირებს.

გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებულიც იყო და წარუმატებელიც. რა თქმა უნდა, გაგიხარდება მეორე ადგილი, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადადიხარ და ახალ გუნდს აშენებ, თუმცა ბათუმის "დინამო" ძალიან ახლოს იყო იმ სანუკვარ მიზანთან, რომელსაც ჩემპიონობა ჰქვია, თუმცა მერწმუნეთ, რომ ბათუმში ფეხბურთის თვალსაზრისით ყველაფერი თავიდან იწყება და ყველაფერი წინაა.

ჩვენი მიზანი არის ახალი სტადიონის შევსება და ბათუმის "დინამოს" განვითარება. 3 მიმართულებით მივდივართ ახლა, რაც ძალიან რთულია.

ააშენო აკადემია, მოაწყო ინფრასტრუქტურა და ამავდროულად, პირველი გუნდიც გყავდეს წარმატებული, ძალიან რთულია.

გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა? ამ ამბავს გამოვრიცხავ. ის ყველა სტრუქტურაში არის ჩაბმული და ჩვენთან დარჩება.

მას ჩვენთან 5-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ამოწურავს და უფრო დიდხანსაც დარჩება.

რაც შეეხება გაძლიერებას, მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება, რომლებსაც თავიანთ გუნდებთან კონტრაქტი აქვთ და მოლაპარაკებები მიდის მათ გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ვნახოთ, რა გამოგვივა. ახალი ფეხბურთელები აუცილებლად იქნებიან და გუნდიც აუცილებლად გაძლიერდება.

გულშემატკივრის მოთხოვნა ყოველთვის წინ უსწრებს ნებისმიერი კლუბის შესაძლებლობებს, მით უმეტეს, საქართველოში.

ჩვენთან ფეხბურთი რომ ვითარდება და ყოველდღიურად წინ რომ მიდის, ამაზე, ალბათ, ვერავინ შემედავება.

ახლა დამატებაზე ველაპარაკებით რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს და ასევე, ლეგიონერებსაც.

ევროტურნირებზე მიზანი იქნება, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ასევე ჩვენი მიზანია ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობა.

ჩემი უდიდესი სურვილია, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი დაესწროს მატჩებს. ფეხბურთს ასე უფრო სხვა ხიბლი აქვს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ლიგის მატჩებს უფრო მეტი გულშემატკივარი დაესწრება", - თქვა ბერიძემ.

ზუზუ
ჩაჩავა სადღაც მოუსავალიდან მივიდა ტორპედოში და ვინც არ იცით ამ კაცს მთელი ბათუმი იცნობს. ძალიან ბევრი წელია სხვადასხვა სახით ბათუმის დინამოსთან აქვს კავშირი.. როგორც ფანობით დაწყებული, მოგვიანებით როგორც უბრალოდ სპონსორობით დამთავრებული.. ეს კაცი ახლა გახდა პრეზიდენტი და გაიფორმა გუნდი, თორე სპონსორი მანამდეც იყო წლებია ))
გოგა
წარმატებები ბათუმს. მაგრამ ამ კაცმა სად და როგორ ნახა,რო საქართველოში ფეხბურთი წინ მიდის?:)
ნოდიკო
ჩაჩავა აქ რა შუაშია? ფაქტია,ამ ხალხმა არა მარტო გამოაღვიძა ფეხბურთი ბათუმში, არამედ შექმნა საფეხბურთო ატმოსფერო ,რომელიც მართლა შთამბეჭდავია.წარმატებები მინდა ვუსურვო...
LEKSO KUTAISI
მალხაზია გაგოჰიდზეს რო გუნდჰი გააჰერებ რაზეა საუბარი
ლ.გიო
გეთანხმები.მკვეხარაა და ბაქი ბუქა.გაუვარდათ ყარაულის თოფივით რაცხა. ტიპი მსაჯის გამო ერთი კვირის მოსული მიდიოდა და რამე დაიჯერება ამისი???
გიორგი
და საიდან მოიტანე რო მაფიოზია ან ჩაჩავასთან რა კავშირშია შენ ალბათ ბათუმის დაქცევა გინდა ვიცნ ხარ
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
გულწრფელად მითხარით არ გავს ეს ტიპი მაფიოზსს? ამან ჩაჩავა უნდა გაიმეოროს და ფედერაციას უნდა დავაბრალოთ მერე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
4-მა ქართულმა კლუბმა უეფასგან ჯამში 159 416 ევრო მიიღო
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
არჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას