„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა განაცხადა, რომ მისი მექსიკელი თანაგუნდელი, ასევე ფორვარდი ხავიერ ერნანდესი მასზე უკეთესია
ჩიჩარიტო ჩემზე უკეთესია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა განაცხადა, რომ მისი მექსიკელი თანაგუნდელი, ასევე ფორვარდი ხავიერ ერნანდესი მასზე უკეთესია. ინგლისელმა წინახაზელმა, რომელმაც ინტერვიუ „სანს“ მისცა, თქვა: „ის არის ჩემი ძველებური ვერსია. როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს ყიდულობ, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი იმისა, რომ იგი რაიმეში მაინც გამოადგეს გუნდს, მაგრამ ასე მალე თუ გახდებოდა ჩიჩარიტო გუნდის შეტევის წინა ხაზის ლიდერი, არ მეგონა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეძლო გოლის გატანა და ჩემპიონთა ლიგაშიც შეაგდო გოლები. მისი თამაში ფანტასტიკურია“.

მარიო რჩება

„მანჩესტერ სიტის“ აფრო-იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ ისტლენდზე რჩება და უარყო ყველანაირი ჭორი, თითქოს ის მილანში იბაგებოდეს. „ამჟამად ინგლისში სრულიად ბედნიერი ვარ, - უამბო ფეხბურთელმა „კორიერე დელო სპორტს“ - მინდა მთელი სულითა და გულით მივულოცო „მილანს“ სკუდეტოს მოპოვება, მაგრამ ეს მხოლოდ ისაა, რაც „როსონერიზე“ შემიძლია ვთქვა“. ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა კი დარწმუნებულია, რომ მისი კლიენტი ზაფხულში ადგილმდებარეობას არ შეიცვლის: „შემიძლია 2000 პროცენტით განვაცხადო, რომ მარიო ისტლენდზე რჩება“.

ინგლისში თამაში ოცნებაა

ბუნდესლიგის ჩემპიონ დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველმა ნევენ სუბოტიჩმა განაცხადა, რომ იგი სიამოვნებით მოსინჯავდა ძალებს პრემიერლიგაში. სერბმა უკანახაზელმა „ბილდთან“ ინტერვიუში ასე ილაპარაკა: „სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს პრემიერლიგაში. არა აქვს მნიშვნელობა ვის გვერდით ვითამაშებ: ბრანისლავ ივანოვიჩთან ერთად „ჩელსიში“ თუ ნემანია ვიდიჩის მხარდამხარ „მანჩესტერ იუნაიტედში“. ერთი კი ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით არ გვეგმავ „დორტმუნდიდან“ წასვლას“.

კვირის გმირი

კვირის გმირად აუცილებლად უნდა დავასახელოთ „მილანის“ სათადარიგო მეკარე მარკო ამელია, რომელმაც სერია A-ს ბოლო ტურში „უდინეზესთან“ (0:0) მატჩში არაერთხელ იხსნა გუნდი, მეტიც: მან ანტონიო (ტოტო) დი ნატალეს პენალტიც კი აუღო.

კვირის მომავალი ჯახი

რად უნდა კითხვა იმას, რომ კვირის მომავალი ჯახი ჩემპიონთა ლიგის ფინალია „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონას“ შორის. ეს მატჩი მხოლოდ იმიტომ არაა გამოსარჩევი, რომ ლიგის ფინალია. საქმე შემდეგშია: ეს თამაში ბოლოა ლეგენდარული ჰოლანდიელი კიპერის ედვინ ვან დერ სარის კარიერაში და, რასაკვირველია, თასით წასვლა არაჩვეულებრივი იქნება, თუმცა ამის გაკეთება რომ რთული იქნება, ფაქტია. ორივე გუნდის ლაზარეთს რაც შეეხება, ცარიელია. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები 2009 წლის ფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ კატალონიურმა გრანდმა სამუელ ეტოოსა და ლიონელ მესის გოლების წყალობით 2:0 მოიგო. ასეა თუ ისე, 28 მაისის საღამო დიდი ჯახს გვპირდება.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა