იესპერ გრონკიაერი ფეხბურთიდან მიდის

იესპერ გრონკიაერმა ევროპის მრავალ სახელოვან კლუბში მოასწრო ასპარეზობა - დანიელმა ვარსკვლავმა “აიაქსის”, “ჩელსის”, “ბირმინგემის”, “ატლეტიკოსა” და “შტუტგარტის” ღირსება დაიცვა. კვირას, 29 მაისს, ის “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში “ოლბორგის” წინააღმდეგ კარიერის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს, მატჩის შემდეგ კი დანიის ჩემპიონის ოქროს მედალს მიიღებს.

იესპერს შთამბეჭდავი სანაკრებო კარიერაც ჰქონდა. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 1999 წელს შედგა, ბოლოს კი 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მან სულ 80 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა. აი, რა განაცხადა მან:

“გადავწყვიტე, კარიერა დამესრულებინა. მერე რა, რომ ფეხბურთის თამაშის სურვილი კიდევ მაქვს და ეს განსაკუთრებულ სიამოვნებასაც მანიჭებს? “კოპენჰაგენში” ასპარეზობა კიდევ ერთი დაუვიწყარი თავგადასავალი იყო ჩემთვის. მე ყოველთვის მიყვარდა ეს კლუბი. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავბრუნებულიყავი სამშობლოში და მეთამაშა კლუბში, რომელსაც კონკრეტული მიზანი ჰქონდა - გაჭრილიყო ევროპულ არენაზე”.

“იესპერ გრონკიაერმა უცხოეთში მოთამაშე თანამემაულეებს მაგალითი მისცა, რომ კარიერის მიწურულს შინ დაბრუნდნენ და საშობლოში გააგორონ ბურთი, - განაცხადა “კოპენჰაგენის” სპორტულმა დირექტორმა კარსტენ იენსენმა. - ჩვენ მხოლოდ მოხარულები შეიძლება ვიყოთ იმით, რომ მან არჩევანი ჩვენს კლუბზე შეაჩერა. მიუხედავად რამდენიმე სერიოზული ტრავმისა, იესპერი დაუღალავად მუშაობდა და იბრძოდა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე”.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა