ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამი ფავორიტი გამოიკვეთა

სამი ფავორიტი გამოიკვეთა

ტრადიციულად, მონაკოში პირველი და მეორე პრაქტიკა პარასკევის ნაცვლად ხუთშაბათობით იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი უქმეებია
ტრადიციულად, მონაკოში პირველი და მეორე პრაქტიკა პარასკევის ნაცვლად ხუთშაბათობით იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი უქმეებია. დილიდან მონტე კარლოში მზიანი ამინდი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ტრასაზე მაინც გაჩნდა წყლის გუბეები - შუა სესიის დროს საიდანღაც წყლის ჭავლმა ამოხეთქა, რის გამოც სტიუარდებმა წითელი დროშები გამოფინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ვარჯიში განახლდა, თუმცა პრობლემა საღამომდე ვერ მოაგვარეს.

ამის გამო თავისუფალი პრაქტიკა ორ ნაწილად გაიყო. პირველში ფავორიტები არც ისე აქტიურები იყვნენ, თუმცა ეს დანარჩენ პელოტონზეც ითქმის. პირველი ჩასათვლელი დრო კართიკეიანმა დააფიქსირა, რომელიც დაახლოებით ხუთი წრე მარტო იყო ტრასაზე. მისი შედეგი გააუმჯობესა პერესმა - ის ტრასაზე სესიის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ გავიდა.

პილოტები ვარჯიშების შემდეგ გააქტიურდნენ და საბოლოოდ მივიღეთ წელს ვარჯიშზე ყველაზე საინტერესო ბრძოლა. ძალიან სწრაფები იყვნენ "მაკლარენი", "ფერარი" და "მერსედესი". ამ გუნდების პილოტებმა გამოიყენეს "რედ ბულის" შეფერხება და პირველი ადგილისთვის დიდი ბრძოლა გააჩაღეს.

მარკ უებერმა მხოლოდ სამი წრის გავლა შეძლო, ჩასათვლელი დრო ვერ დააფიქსირა და ბოლო ადგილი დაიკავა. მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა კი მაინც მოიგო თავისუფალი პრაქტიკა, თუმცა ამისთვის ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწია. სესია დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ფეტელის დრო ჯერ როსბერგმა, შემდეგ კი ალონსომ გააუმჯობესეს. ფერნანდოს უკეთესი დროის ჩვენებაც შეეძლო, მაგრამ ტრასის ბოლო სექტორში ესპანელს როსბერგმა ხელი შეუშალა. ამით კარგად ისარგებლა ფეტელმა, რომელსაც მესამე სექტორში ყველაფერი გამოუვიდა და საბოლოო ლიდერიც სწორედ ის გახდა.

მაყურებელმა ავარიებიც იხილა. პირველი უსიამოვნებაში ვიტანტონიო ლიუცი გაეხვა. იტალიელს დამუხრუჭებისას მანქანა მოუცურდა და კედელს შეეჯახა. მეორე დაზარალებული იყო მიხაელ შუმახერი. პირველ მოსახვევის წინ გერმანელმა დამუხრუჭება დააგვიანა, უსაფრთხოების ზონაში ვერ შეაღწია და მანაც დააზიანა მანქანა.

I პრაქტიკა

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 1.16,619 (25 წრე)

2. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0,113 (24)

3. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0,520 (20)

4. ფელიპე მასა (ფერარი) - +0,697 (24)

5. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0,731 (23)

6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0,915 (24)

7. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +1,908 (30)

8. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1,959 (24)

9. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2,114 (16)

10. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +2,186 (14)

11. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +2,309 (19)

12. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2,615 (24)

13. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2,776 (24)

14. დანიელ რიკიარდო (ტორო როსო) - +2,844 (25)

15. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +3,149 (25)

16. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +3,173 (26)

17. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +3,464 (23)

18. იარნო ტრული (ლოტუსი) - +4,497 (27)

19. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +4,929 (32)

20. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +5,139 (31)

21. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +5,196 (17)

22. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - +6,221 (13)

23. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +7,226 (37)

24. მარკ უებერი (რედ ბული) - დროის გარეშე

მეორე პრაქტიკის პირველივე წუთებიდან ყველა პილოტმა უმატა აქტურობას. ამჯერად მათ უნდა მოესწროთ ახალი საბურავის გამოცდა - "პირელიმ" მონაკოში სუპერ-რბილი საბურავები ჩაიტანა. მაგრამ ყველამ ვერ შეძლო დროულად ტრასაზე გასვლა. მაგალითად, მიხაელ შუმახერი ბოქსებში 20 წუთით შეყოვნდა, რადგან მექანიკოსებმა ვერ მოასწრეს პირველ პრაქტიკაზე ავარიის შემდეგ დაზიანებული მანქანის აღდგენა. ვიტანტონიო ლიუციმ კი საერთო ერთი წრის გავლაც ვერ მოახერხა.

ვარჯიშის პირველ ნაწილში პილოტები აგრძელებდნენ რბილი საბურავებით მუშაობას. აქ ლიდერი ფერნანდო ალონსო გახდა, რომელმაც უქმეების ახალი რეკორდი დაამყარა - წუთი და 16,4 წამი. მისი კონკურენტები იყვნენ - მასა, როსბერგი და ორივე "მაკლარენი". ამჯერად ლიდერებს მიღმა დარჩნენ "რედ ბულის" წევრები. მარკ უებერმაც და სებასტიან ფეტელმაც სარბოლო მახასიათებლებზე მუშაობა გადაწყვიტეს, ამიტომაც წრეებს ორი-სამი წამით ნელა გადიოდნენ.

სუპერ-რბილი საბურავების პირობებშიც ფავორიტები იგივენი დარჩნენ. "რედ ბულის" პილოტებმა სცადეს შედეგის გაუმჯობესება, მაგრამ მათი მონდომება არასაკმარისი იყო: ფეტელმა გამარჯვებულთან ნახევარი წამი წააგო, უებერმა - წამზე მეტი. გამარჯვებული კი ფერნანდო ალონსო გახდა, რომელმაც წრე წუთსა და 15.1 წამში გაიარა. ისე კი, შედეგები საკმაოდ მჭიდრო იყო.

"რედ ბულის" გარდა, კიდევ ორი გუნდის წევრთა შედეგებს შორის იყო დიდი სხვაობა. შუმახერმა როსბერგთან წამზე მეტი წააგო, პოლ დი რესტას კი სუტილზე ორი წამით უარესი დრო ჰქონდა. ასეთივე სიტუაცია იყო პირველი პრაქტიკის დროს. როგორც ჩანს, დი რესტა აბსოლუტურად სხვა მახასიათებლებით მუშაობდა.

ისევე როგორც პირველი პრაქტიკისას, აქაც ვიხილეთ პილოტთა სერიოზული შეცდომები. ხაიმე ალგერსუარი სესიის დაწყებისთანავე გადავარდა ტრასიდან - ესპანელმა შეჯახება თავიდან აიცილა და უსაფრთხოების ზონაში ღრმად შევიდა, საიდანაც ის დამხმარე ჯგუფმა გამოიყვანა. მსგავსი მანევრი გაიმეორა მოგვიანებით კოვალაინენმა. ავარიას ვერ გადაურჩა ვიტალი პეტროვი. გვირაბიდან გამოსვლისას ის კედელს შეეჯახა. რუსმა მოასწრო დამუხრუჭება, ასე რომ, მხოლოდ წინა ანტიფრთა დაზიანდა.

II პრაქტიკა

1. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - 1.15,123 (42 წრე)

2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - +0,105 (33)

3. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0,198 (44)

4. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) -+0,325 (38)

5. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0,544 (46)

6. ფელიპე მასა (ფერარი) - +0,658 (45)

7. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +1,233 (33)

8. მარკ უებერი (რედ ბული) - +1,519 (42)

9. ადრიან სუტილი (ფორს ინდია) - +1,978 (46)

10. ნიკ ჰაიდფელდი (ლოტუს-რენო) - +2,003 (38)

11. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2,214 (35)

12. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2,418 (47)

13. რუბენს ბარიკელო (უილიამსი) - +2,447 (39)

14. სებასტიან ბუემი (ტორო როსო) - +2,458 (32)

15. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2,510 (49)

16. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +2,583 (37)

17. ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო) - +2,666 (43)

18. ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი) - +3,143 (50)

19. იარნო ტრული (ლოტუსი) - +3,367 (39)

20. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +3,930 (15)

21. ჟერომ დ’ამბროზიო (ვირჯინი) - +4,062 (40)

22. ტიმო გლოკი (ვირჯინი) - +4,215 (35)

23. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +6,943 (33)

24. ვიტანტონიო ლიუცი (HRT) - დროის გარეშე

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა