ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად რუსეთის მოქალაქემ, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა nsn.fm-თან დსთ-ის საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ისაუბრა და საქართველოსაც შეეხო.

"მაგალითად, ქართული ფეხბურთი ეზოს გუნდების დონეზეა. სპორტსმენები ევროპულ კლუბებში საკუთარი იმიჯის შესაქმნელად და პურის ნაგლეჯის მოსაპოვებლად გარბიან.

ახლა საქმე უკრაინაზე რომ იდგეს, მე ვალერი გაზაევის პროექტს დავუჭერდი მხარს. თუმცა, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ დიდხანს არ მოგვცემს ჩემპიონატების გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანება კი სასურველი იმ შემთხვევაში იქნება, თუ შედეგს მოგვცემს. ამ შედეგის მოცემა შეუძლიათ თუ არა ბელარუსის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გუნდებს, ამაზე პასუხის გასაცემად მზად არ ვარ", - თქვა კავაზაშვილმა.

გიორგი
კავაზაშვილი ნამდვილად ბერძენია თანაც ბათუმელი. პიროვნულად მოხერხებული და თანაც კაცი იყო, ვორონინთან და სტრელცოვთანაც ძმაკაცობდა, ჩვენ ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა.64 შიც შეგნებულად არ თამაშა, მასრომ არაფერი არ დაბრალებოდა... მეკარეც მაგარი იყო, თუმცა ჯერ იაშინთან იჩაგრებოდა, მერე კი რუდაკოვთან, 70 ში ამ უკანასკნელმა ტრამვა მიიღო და მსოფლიოზე თამაშები მას მისცეს. იქაც კარგად ითამაშა მაგრამ ურუგვაისთან დაიბნა და წაგების გოლი გაუშვა, თუმცა ურუგვაელმა მგონი გვარად ესპარაგომ აშკარა თამაშგარედან შემოსული ბურთი გაიტანა,მსაჯიც აშკარად შეცდა, არ უნდა ჩათვლილიყო ბურთი. კარგად დამამახსოვრდა კავაზაშვილი როცა ტორპედოში თამაშობდა და ჩეხოსლოვაკიის ერთ ერთ გუნდს ევროპის ჩემპიონთა გათამაშებაში ეთამაშებოდა, სადაც ერთ ერთი მოთამაშე კავაზაშვილს აშკარად ეუხეშებოდა თანც რაღაცეებს უძახდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა კავაზამ და ჯერ ერთ მეტოქეს მოსდო, მერე მეორესაც...რომელიც დასახმარებლად მოვარდა, თანაც ერთ ხელში ბურთი ეჭირა და ისე ურტყ ავდა.
ბაჩო
სირცხვილი ის არის რომ 99% არ იცის რომ კავაზაშვილი არა ქართველი არამედ ბერძენია ეთნიკურად ისევე როგორც ომარ თეთრაძე.ეხლა ეგგეც რ მოგეწონებათ მაგრამ რას ცვლის?..
goga
ეს კაცი იმ პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო მეკარედაც შეიძლება ეღიარებინათ, რომ არა იაშინი და საერთოდ რა შუაშია რუსოფილობა ფეხბურთის დონესთან დაკავშირებით? ეზოს გუნდებზე ოდნავ მეტად ორგანიზებული კლუბები რომ გვყავს უსინათლოთა გარდა ყველა ხედავს.
ნოდარი
ინტერვიუს სრულ ვერსიაში, კავაზაშვილი რუსეთის ჩემპიონატში აზერბაიჯანის ბელარუსის და ყაზახეთის კლუბების შესაძლო მონაწილეობაზე (არშავინის წინადადებაა) საუბრობს და საქართველოს კლუბებს საერთოდ არც ახსენებს. ქართული ფეხბურთის დღევანდელი დონის მისეულ შეფასებაში კი, მე მგონი, არაფერია არც ახალი და არც საწყენი.
Star Lord-ს და nedved-ს
ჯერ ერთი კავაზაშვილი და არა ყავაზაშვილი, ის მართლაც ძლიერი მეკარე იყო თავის დროზე და მას აქვს დიდი დამსახურება არა მარტო მსოფლიო ფეხბურთის ამბავში არამედ საქართველოშიც კერძოდ კი ქუთაისში მას უნდოდა რომ ქუთაისის ტორპედო თავის დროზე აეღორძინებინა, მაგრამ მაშინდელმა ქართულმა მაფიამ ყველაფერი გააკეთა, რომ კავაზაშვილი წასულიყო ქუთაისიდან, ის დიდი ხანია რუსეთშია და იქ ცხოვრობს, მას აქვს საკუთარი აზრი და ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ვითომ მოღალატეა და ასე შემდეგ, თქვენ ვინც აქ ბევრს ცუდს წერთ ამ დამსახურებულ კაცზე, ჯერ თქვენ მიაღწიეთ იმას რასაც მან მიაღწია და მერე ილაპარაკეთ ბევრი, მაგრამ არც მაგისი ნიჭი გაქვთ და არც მაგისი ვაჟკაცობა.
გელა ნუგზარაშვილი
მოგვაშორეთ ეს რუსოფილი. დსთ არა კიდე..
Star Lord
ამ გადაშენების პირას მყოფ დინოზავრს ვინმე კითხავს ქართულ ფეხბურთში რა ხდება? რაში გვაინტერესებს ამის აზრი, თავის მშობლიურ რუსეთზე იფიქროს ;)
nedved
არააქვს მნიშვნელობა რა გვარია, ესეთი მოღალატეებითაა ქვეყანა სავსე, რუსული პენსიის გამო საკუთარ ქვეყნაას რო აგინებ მაგ საქციელს რა ქვია არ დავწერ კიდე აქ. ვის რაში უნდა ამათი ტურტლიანი დსთ ლიგა, იცხოვრონ 19 საუკუნეში ჩვენ შეგვეშვან.
ანდრო
ყავაზაშვილი კი არა კავაზაშვილია შე ყაზაიშვილო!
BOSS
სირცხვილია ასეთი დონის უცოდინარობა!!!!!კავაზაშვილია და არა ყავაზაშვილი!!!!
გოჩა
თქვენ წარმოიდგინეთ იმ პერიოდში ის მსოფლიოს მეორე მეკარედ ითვლებოდა ლევ იაშინის შემდეგ,იყო პერიოდი იაშინი იჯდა სკამზე და კვაზაშვილი თამაშობდა,ისე დიდად,რომ ვერ ბრწყინავენ ჩვენი გუნდები ცხადია,მაგრამ ჩვენ ჩვენი ჩემპიონატი უნდა წამოვწიოდ,რაის დსთ მითუმეტეს დსთეში დიდი ხანია აღარ ვართ,არც არაფერში გვჭირდება და კავაზიდი არის მისი გვარი თუ კავაზისი,იწერება ანზორ კავაზაშვილად და ბათუმელია,თქვა თავისი.აზრი მე პირადად მასეთი აზრები არ მაინტერესებს და მივხედოთ ჩვენს საქმეს,საქრთველოს ჩემპიონატი მინიმუმ კვიპროს გავუთანაბროდ რა დღეში ვართ ბიჭოს ინტერის და ლივერპულის ერთ დროს დამმარცხებლები ეეეეჰ,ამ ცხოვრების დედაც.
zurab
დიახ, კავაზიდი-კავაზაშვილია. აქვს ერთად-ერთი დამსახურება ჩვენთან: 1964 წლს ტაშკენტში რუსები ვერ ენდნენ და არ ჩააყენეს მოსკოვის "ტორპედოს" კარში, თორემ ,შეიძლება, ჩემპიონები ვერც გავმხდარიყავით. ყველაზე კარგად ეს მეკარე დაახასიათა ლეგენდარულმა ლევ იაშინმა.
ალალე
მისი ნამდვილი გვარი არის კავაზიდი
ტოტო
ფეხბურთი გარდაიცვალა.
ვაჟა
კავაზაშვილია გაასწორეთ!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
"თავხედი ამერიკელია, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს" - კავაზაშვილი ტრამპზე და მუნდიალის მასპინძლობის სტატუსის ჩამორთმევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"კოლოსკოვმა ელცინს უთხრა, რომ ბანდიტი და ქართული მაფიის წევრი ვიყავი" - როგორ გადააგდეს კავაზაშვილი
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს