ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დასაჯე სპორტით და არა სიკვდილით...

დასაჯე სპორტით და არა სიკვდილით...

"ამ ცხოვრების დედაც" - შეუძლებელია ეს სამი სიტყვა ამ დღეებში არ გაგეგოთ. თითქმის მთელი საქართველო წუხს 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, თუმცა შედეგების გამოსწორება არავის შეუძლია და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

თვითონ ფრაზა ზედმეტად პესიმისტურია; სიტყვებია, რომლებიც არ უნდა აიტაცო, თუმცა გამოძახილია იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება.

ლუკას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიერ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტი გემახსოვრებათ, სადაც ის წერდა, თუ როგორი მეთოდებით გაუსწორდა პოლიცია ახალგაზრდა ჩემპიონს.

ეს ყველაფერი რეალობაა და ტყუილად ნამდვილად არ მივიჩნევთ. არაერთხელ გექნებათ გაგონილი, თუ როგორ უცემიათ დაკავებულები ყინულის ბოთლებით ან დაურტყამთ ისეთ ადგილებში, სადაც ცემის კვალი ნაკლებად დაემჩნეოდა.

თუ ამის საშუალება არ ჰქონიათ, ფსიქოლოგიურად უძალადიათ, შეუგინებიათ, დაუმცირებიათ და ყველაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ადამიანები მორალურად გაეტეხათ.

თუ ზრდასრულ ადამიანთა ნაწილს ამის გაძლება შეუძლია, 15 წლის ბავშვისთვის ეს ფსიქოლოგიური შოკია და შედეგიც შემაძრწუნებელი გახლავთ.

არადა, ხომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო? სკოლის დირექტორს 3-ლარიანი პულველიზატორით დათხაპნილი კედლების გამო პოლიციაში არ დაერეკა, გაეხსენებინა გურამ დოჩანაშვილი და მისი შესანიშნავი მოთხრობა "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", ლუკა კი სხვანაირად "დაესაჯა".

თუ ლუკას წიგნების კითხვა არ უყვარდა, ეჩვენებინა მისთვის გიორგი ჩაკვეტაძის ან გოგა ბითაძის ვიდეოები და ეთქვა მისთვის, რომ მას ყველაფერი წინ აქვს, მას შეუძლია ათასობით ადამიანის ტაშის დამსახურება. თუ ეს არ იქნებოდა მისი ინტერესის სფერო, ეჩვენებინა ახალგაზრდა პიანისტები: ბექა გოჩიაშვილი ან სანდრო ნებიერიძე და ნახავდა, თუ რას ქმნიან მათი ხელები.

სულაც წაეყვანა ბალეტზე, ქართულ ცეკვებზე, ოპერაში, კინოში და ა.შ. ეჩვენებინა ლუკასთვის, თუ როგორ დაეხარჯა ენერგია - მაგრამ არა, 112-ის აკრეფა ტელეფონზე უფრო მარტივი გამოდგა.

ამავდროულად, ვიცით, რომ ბავშვების სპორტით დაინტერესების მცდელობა მინიმალურია. 8 წლის წინ დავასრულე სკოლა და სკოლაში ახლაც დაჟანგული ღობით შემოსაზღვრული ტალახიანი მოედანია, სადაც ფეხბურთის თამაშის სურვილი არ გაგიჩნდება. სკოლის ეზოში ფრენბურთის ბადის გასაბმელი რკინებიღააა შემორჩენილი და დარბაზში კი ძველისძველი, გაფუჭებული პარკეტი აგია.

სპორტის გაკვეთილები, რომელსაც ჩვენ "ფიზკულტურას" ვეძახდით, ძალიან დიდი ფორმალობაა და მოზარდის სპორტულად განვითარების საშუალებას არ გაძლევს.

პატარა მაგალითსაც მოვიყვან. აჭარაში, ქობულეთში, ახალგაზრდები გასაგები მიზეზების გამო, ძალიან კარგად ცურავენ, თუმცა ქალაქში ერთი საცურაო აუზიც არ არის, რათა მოზარდებმა თავიანთი ენერგია სპორტში დახარჯონ და ზღვაში კარგი ცურვა ოლიმპიურ აუზში გარდასახონ, წარმატებებს მიაღწიონ.

სამწუხაროდ, ჩვენ გარემოში ძალიან ცოტა ვინმე/რამე ცდილობს, რომ 15 წლის ბავშვებმა არა სიკვდილზე, არა ქუჩაზე, არამედ დადებით მომავალზე იფიქრონ. წარმატებაზე, კარებში გოლის გატანაზე, ფარში ბურთის ჩატენვაზე, ბურთის დამიწებაზე, ფინიშთან პირველი მისვლაზე ან შამათზე იფიქრონ.

სპორტის ასეულობით სახეობაა. განა არ მოიძებნებოდა ერთი მაინც, რომ ლუკას არა სიკვდილზე, არამედ ამ სპორტში წარმატებაზე ეფიქრა?

ამ დროს სისტემა კი ლუკას, ლაშას და ა.შ. განადგურებას ცდილობს. სისტემა მათ უყურებს, როგორც მტრებს, როგორც ხორცის ნაგლეჯს, რომელიც საზოგადოებას არ დააკლდება. თითქოს ყველა ჩვენგანი ნარჩევი, საუკეთესო სისხლისა იყო დაბადებიდანვე.

და რის გამო? იმიტომ, რომ ერთმა სკოლის კედლები დასვარა, მეორემ პოლიციელს "ძმაოთი" მიმართა და გაუძალიანდა? არ არის მათი საქციელი კარგი? ემეგობრე!

რა სარგებელს იღებს პოლიცია ახალგაზრდა ბიჭების ასე გამეტებით? მათ ხომ არავინ მოუკლავთ ან არავისზე უძალადიათ? მიეცით მათ საშუალება და ამავდროულად, დაეხმარეთ, რომ ისინი მოხვდნენ პრესის ფურცლებზე, როგორც წარმატებულები და არა როგორც ფრაზით: "ამ ცხოვრების დედაც!"

• ggg

sportuli jurnalistia es tu politukurs acveba

• Tqveni dedac

ამოიჩემეთ ახლა ეს სიტყვა და ატრიალეთ Lოველ დღე თითქოს ეს აქამდე არავის ეთქვას უმეტესობა რასაც ვხედავ სიტყვას Uპრო მეტ მნიშვნელობას აძლევთ Vიდრე მომხდარს გაახილეთ თვალი ფართეთ და დაინახეთ რეალობა რაც საზოგადოებას ჩირს გადაეჩვიეთ ჩორაობას სხვებზე ერთმანეთზე და მიხედეთ საკუთარ ოჯახებს და მალე ნახავთ როგორ დალაგდება ქვეყანა სხვანაირად საშველი არააქ შAქართველოს ყველამ საკუთAრზე ილაპარაკოს სხვის გაჭორცას უნდა დაანებოს თAვი

• ვახო...

რა თქმა უნდა, მივესალმები მთელი სულით და გულით, რომ არარმარტო ბავშვები, არამედ უფროსებიც რომ იყვნენ ჩართული სპორტულ ცხოვრებაში და პროპაგანდას უწევდნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ყოველდღიურობაში... მერწმუნეთ, ეს არამარტო გაგაჯანსაღებთ, არამედ დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალისს, მიუხედავად უამრავი პრობლემებისა, რომლებიც მრავლად არის ჩვენს თავს... უფროსებს მივმართავ თხოვნით, რომ პატარები ძალიან მცირე ასაკიდანვე ჩართონ სხვადასხვა სპორტულ სექციებში!

• დათი

მივმართავ განათლების მინისტრს: იცით თუ არა, რომ სპორტის (ფიზკულტურის) გაკვეთილებზე ბავშვები სპორტულ ტანსაცმელსაც კი არ იცვამენ, ასე ჩაცმულ დახურულები გაყავთ ეზოში და ელოდებიან 45 წუთის გასვლას, ეს დრო თუ მაინც ცდება რაიმე სხვა საქმეში მაინც დაახარჯინეთ ბავშვებს ან ფსიქოლოგის საათი იყოს და ესაუბროს ფსიქოლოგი ბავშვებს რაიმე პოზიტივზე

• რაგბის ფანი

სპორტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ასოცირდებოდეს სასჯელთან!

• G.LA

მადლობა ავტორს სტატიისთვის. გულ დაწყვეტილი ვარ, ძალიან იმოქმედა ბევრ ჩვენთაგანზე ამ ტრაგედიამ. ლუკას გულისთვის კიდევ ერთმა მოზარდმა 17 წლის გოგონამ თავი შესწირა და პოსტი დატოვა. "რად გიღირდათ ის ღობის წარწერებიო?"... არ ვიცი როგორ უნდა იცხოვრონ მათ ყველამ მომავალში, ვისაც შეხება ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან. ღმერთმა სასუფეველში ამყოფოს ეს ორი ანგელოზი იმ ქვეყანაზე.

• G.l.

წერა ყველაფრისა ადვილია...ყველას მიგვიძღვის წვლილი იმაში რა დღეშიც ჩვენ ვიმყოფებით.პოლიტიკას არ მინდა შევეხო,მაგრამ გვერდსაც რომ ვერ აუვლით?ზვიადი ხო ჩვენ გავაგდეთ,მიშაც ხო ჩვენ მოვიყვანეთ და ესენიც-5 ლარად თუ 5 კილო კარტოფილად თუ პატიოსნად მივეცით ხმა,რა მნიშვნელობა აქ.უპატრონო ძაღლებს რო უნდა ვაჭამოთ კარგია,მაგრამ გაჭირვებული ადამიანის დახმარება რო უფრო მნიშვნელოვანია გვავიწყდება.სამაგიეროდ მარიაჟობაში ვართ მაგრები.ხალხმრავალ ადგილას ვაჭმევთ უპატრონო ძაღლებს რო რაც შეიძლება მეტმა ხალხმა დაგვაფიქსიროს და იქნებ ვინმემ ფეისბუქზეც დადოს ვიდეო.სპორტზე ვაბოდებთ და სპორტსმენებზე,მაგრამ რამდენმა გადაურიცხეთ თუნდაც ერთი ლარი აკაკი დევაძეს?ხო ჩვენი ბრალია,რო კესარია უფრო ხშირად ჩანს ტელევიზიებში ვიდრე ქართველი ხალხის სიამაყე-ტოჩინოშინი ან ტალახაძე ან ნადირაძე...თუნდაც ამ ფრაზის ატაცებაც ხო არ შეიძლება,ხო დამეთანხმებით რომ არაფრის მომცემია და პირიქით ვუბიძგებთ ცუდისკენ.ჩვენ რო ერთმანეთის დახმარება ვიცოდეთ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება. კონკრეტულ ფაქტზე კი რა უნდა ვთქვა-მტერს არ ვუსურვებ ასეთ ტრაგედიას. ასევე მებრალება სკოლა.სარალიძის შემთხვევაში ვიძახდით რატომ პოლიცია არ ჩარიესო,ამ შემთხვევაში ვიძახით რატო ჩარიესო.

• გრიგოლ1408

ავტორის გასაგონად:ვიგინდარები ყველგან არიან,არაა ლამაზი მთლიანად პოლიციის ლაფში ამოსვრა.

• emigranti

როცა ამ სიტყვებს ვწერ ჩემგან მარჯვნივ ჩვენი სასიქადულო სპორცმენთა სიას უყურებ თედო აბჟანდაძით დაწყებული ნუგზარ წურწუმიით დამთავრებული და მეამაყება რომ ქართველი ვარ( უცხოეთში ვცხოვრობ) ხომ შეიძლება რომ ამათი სურათებით მოიფინოს სპორტული დარბაზები მოედნები და სრულიად საქართველო და ბავშებს დავეხმაროთ სპორტით დაინტერესებაში რა იქნება ამაში ცუდ? ამით რამდენ ახალგაზრდას გადავარჩენთ......შეიბრალეთ ფულიანო ქართველებო თქვენი სამშობლო თუ არა და მერე ყველაფერი გვერძე დაგვრჩება..არ დამიბლოკოთ თქვენი ჭირიმე..................

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა

ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე

ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ

[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია