ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ვენაში მოაწყო ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი, ანა ჩხაიძე.

EHF ახალი პროექტის, “დააფასე შენი ტალანტის“ ეგიდით გამართულ ორდღიან პროგრამაში მონაწილეობდნენ ქალთა ხელბურთის ვარსკვლავები: კარი გრიმსბო (ნორვეგია), ანდრეა ლეკიჩი (სერბეთი), ანა გროსი (სლოვენია), ანია ალტჰაუსი (გერმანია) და ელენა გრუბიშიჩი (ხორვატია).

29 გოგონა შეირჩა 2019 წლის ევროპის ჩემპიონატებიდან 17 და 19-წლამდელთა შორის. პროექტი „დააფასე შენი ტალანტი“ სწორედ ამ შეჯიბრებიდან დაიწყო. მის ფარგლებში, თბილისში, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ჩამოსული იყო გერმანიის ნაკრებისა და უნგრეთის დიორის ყოფილი ხელბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ანია ალტჰაუსი, რომელიც შეხვდა ამ ჩემპიონატზე მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულ გოგონებს, ხოლო ფინალური შეხვედრისთვის, ვენაში, შეარჩიეს ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ხელბურთელები.

თბილისის ქარიშხალასა და ნაკრების 16 წლის მოთამაშე, ანა ჩხაიძე ვენაში მოხვდა, როგორც თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა გარემარბი.

ანა ჩხაიძე: " - ვენის შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. ჯერ ერთი, შევხვდით, ქალთა ხელბურთის უპირველეს ვარსკვლავებს - მათ შორის, ოლიმპიურ ჩემპიონ კარი გრიმსბოს, მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელად რამდენჯერმე დასახელებულ ანდრეა ლეკიჩს, ახლახან დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ანა გროსს, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულებს ელენა გრუბიშიჩს და ანია ალტჰაუსს, რომელსაც თბილისიდანაც ვიცნობდი.

შეხვედრები, მრავალფეროვანი იყო. რა თქმა უნდა, ვარსკვლავებმა გაგვიზიარეს თავიანთი სახელბურთო და ცხოვრებისეული გამოცდილება, მოგვიყვნენ უამრავ საინტერესო ისტორიაზე მათი კარიერიდან. იყო თემატური შეხვედრებიც. პირველ დღეს ანა გროსი გვესაუბრა, როგორ უნდა დავგეგმოთ ორმაგი კარიერა - ანუ როგორ უნდა შევისწავლოთ მოთამაშეობის დროს სხვა პროფესიაც, როგორ გავანაწილოთ ჩვენი დრო. მეორე პროფესიას რაც შეეხება, მე ჯერ სკოლაში ვსწავლობ და ისე კი, ხანდახან ვმსაჯობ ხოლმე ჩემზე უმცროსების თამაშებში. ძირითიდად ბიჭებში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულმა კარი გრიმსბომ გაგვაფრთხილა დოპინგის საფრთხეებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ შესაბამისი პროცედურები. მეორე დღე დაეთმო მედიასთან ურთიერთობას - ანია ალტჰაუსმა გაგვიზიარა გამოცდილება, თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ ურნალისტებთან და როგორ ვუპასუხოთ მათ კითხვებს, ხოლო ანდრეა ლეკიჩმა გვასწავლა, როგორ უნდა მოვიქცეთ სოციალურ მედიაში. ელენა გრუბიშიჩმა აგვიხსნა, როგორ უნდა შევარჩიოთ აგენტი, როგორ უნდა ვაწარმოოთ მოპალარაკება კონტრაქტის ხელმოწერისას. ჩვენს შორის იყო რამდენიმე გოგონაც, რომლებსაც უკვე ჰქონდათ პროფესიონალური კონტრაქტები.

ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ ევროპის ფედერაციის ექსპერტებიც და სულ ბოლოს შეგვხვდა EHF პრეზიდენტი მიხაელ ვიდერერიც.

რა თქმა უნდა, ცალკე თემაა თანატოლებთან შევხედრა და ახალი მეგობრების შეძენა. რამდენიმე გოგოს თბილისის ტურნირიდან ვიცნობდი. ჩვენს ქალაქში გამართული ჩემპიონატიდან ვენაში მოხვდნენ უკრაინელი დმიტრიშინი, სერბები - კრსტიჩი, პაპი, ილიჩი, შვეიცარიელები - ალტჰერი, შალერი და ანენი, გავიცანი სხვებიც. გვქონდა გასართობი პროგრამაც - დავათვალიერეთ ვენის ცენტრი, ვიყავით ძალიან ცნობილ პრატერისა და შონბრუნის პარკებში, ვეწვიეთ საშობაო ბაზრობას და აქ სიურპრიზიც შემოგვთავაზეს - ჩვენი ხელით გამოგვაცხობინეს ვენის ერთ-ერთი კულინარიულს ღირსშესანიშნაობა, შტრუდელი, იქაური ვაშლის ღვეზელი.

ვენის ამბებმა სამომავლო მოტივაციაც გამიორმაგა - მე ისედაც ვაპირებდი ხელბურთში დარჩენას, მაგრამ ახლა მტკიცედ გადავწყვიტე, რომ პროფესიონალი ხელბურთელი გავხდე. 2021 წელს უკვე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გვიწევს. 2020 წელს, ჯერ არ ვიცით - შეიძლება ჩაგვრთონ IHF ქალთა ტროფიზე, რომელზეც 2016 წელს, თბილისში, ჩვენი გოგონების უფროსმა თაობამ მეორე ადგილი დაიკავა. შეიძლებას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ტურნირი იმართება განვითარებად ქვეყნებს შორის და ჩვენი ნაკრების მენეჯერმა ლანა მარგიანმა გვითხრა, რომ 2018 წელს არ გვათამაშეს - თქვენ წინა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეთ და, შესაბამისად, უკვე განვითარებულები ხართო. წელს 3 თამაში უკვე ევროპის ჩემპიონატზე მოვიგეთ და არ ვიცი, როგორ იქნება. თუ დაგვიშვეს ტროფიზე, ეს შეჯიბრება აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მერე ეროვნული ნაკრების დროც დადგება.

უკვე მეექვსე სეზონია, ვვარჯიშობ გლდანის ხელბურთის აკადემიაში. ხელბურთში ასე მოვხვდი: მე და ჩემი და ძალიან აქტიური ბავშვები ვიყავით და დედამ თავის მეგობარ ხელბურთელს თხოვა რჩევა, მან კი, რა თქმა უნდა ხელბურთი ურჩია და მიმიყვანეს თბილისის ქარიშხალაში, ირმა ციცქიშვილთან. 2018 წელს გოგონებში მეორე ადგილი დავიკავეთ საქართველოს ჩემპიონატზე, უმაღლეს ლიგაში, დიდებში კი ჩემპიონები გავხდით - იმიტომ რომ იქ ირმა მასწავლებელიც ჩვენთან ერთად თამაშობდა. ჩემი და, ია ჩხაიძე, ჩემზე ერთი წლით პატარაა და იმავე პოზიციაზე, მარცხენა კუთხეში თამაშობს - მათ თაობას წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს გეტებორგში“.

რაც შეეხება პროექტს, „დააფასე შენი ტალანტი“, ევროპის ხელბურთის ფედერაცია მას აგრძელებს. პროექტის მეორე გამოშვებაში მოხვდებიან უკვე ჭაბუკები - 2020 წელს იმართება ევროპის ორი ჩემპიონატი, 20 და 18-წლამდელებს შორის. რა თქმა უნდა, ორივეში ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც.

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება