"ინტერმა" ამხანაგურ პაექრობაში "მანჩესტერ სიტი" 3:0-ზე გაანადგურა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა...

"ინტერმა" ამხანაგურ პაექრობაში "მანჩესტერ სიტი" 3:0-ზე გაანადგურა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. "ნერაძური" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ცოტა უფრო მეტად რომ გამართლებოდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ორჯერ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ გამარჯვება.

იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებულები არიან და წერენ, რომ თუ "ინტერმა" ასე გააგრძელა, გუნდი კვლავ უკონკურენციო იქნება აპენინებზე. ძალიან კარგად წარმოჩინდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის ვიქტორ ობინა და გუნდის ახალწვეული კრისტიან ბირაგი, პირველმა დუბლი მიითვალა აქტივში, მეორემ კი ულამაზესი გოლით დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი. რაფა ბენიტესი ძალზე კმაყოფილი დარჩა შეგირდთა თამაშით, რაც მისი კომენტარიდანაც ჩანს:

"მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ, ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სათქმელი ბევრი არაფერია - გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. გოლის ავტორები მინდა გამოვყო და შევაქო: ობინამ ძალიან ბევრი ირბინა და ორი გოლი სრულიად დამსახურებულად გაიტანა. ბირაგი მემარცხენეა, მაგრამ როგორც გამოჩნდა მარჯვენა ფეხითაც შესანიშნავად ურტყამს, რამაც ძალინ გამახარა. მომეწონა გულშემატკივართა მხარდაჭერა და იმედია, მთელი სეზონი ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, მიღწეული გამარჯვებით უაღრსესად კმაყოფილი ვარ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა