ხელბურთის საკლუბო სეზონში პაუზაა. უცხოეთში მოთამაშე ქართველები საქართველოს ნაკრებში იწყებენ მზადებას იანვრის ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირებისთვის.

საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა წევრი უკვე თბილისშია. დღეს დაიწყო პირველი ხუთდღიანი შეკრება, რომელსაც ბექა ორჯონიკიძე და ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი უძღვებიან. ვარჯიშები ხუთდღიანი იქნება, საახალწლო პაუზის შემდეგ კი ეროვნული ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით, მთავარ მწვრთნელ ნიკოლა მაქსიმოვიჩთან და სპორტულ დირექტორ დრაგან ჯუკიჩთან ერთად დაიწყებს მზადების ბოლო ეტაპს.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, 10-12 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, იტალია და კოსოვო. მომდევნო ეტაპზე, პლეი-ოფში ერთი გუნდი გადის. 16 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში უკვე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩი გვაქვს ფინეთთან, 19 იანვარს კი საპასუხო მატჩია რიიჰიმიაკიში. ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული 2020 წლის ოქტომბერში დაიწყებს ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდს, სადაც ევროპის უძლიერესი 32 ნაკრები ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის ითამაშებს.

სანამ შემოგთავაზებდეთ რეპორტაჟს სანაკრებო მზადების შესახებ, გაეცანით ქართველი ხელბურთელების საკლუბო მონაგარს სეზონის შუაში.

ქართველების კლუბებიდან ბოლოს, 22 დეკემბერს, ითამაშა ერეკლე არსენაშვილის "ბრაგამ". კლუბს სეზონის ბოლოს ორი მატჩის ჰქონდა პორტუგალიის გრანდებთან, "სპორტინგთან" და "პორტუსთან" და ორჯერვე დამარცხდა, თუმცა საჩემპიონო ექვსეულში გამსვლელ ადგილს სულ 3 ქულა აშორებს და სათამაშოც კიდევ 7 ტურია.

უნგრეთის ჩემიონატის ბოლო ტურის მატჩში თეიმურაზ ორჯონიკიძემ 6 გოლი გაუტანა უშუალო კონკურენტს, "ბუდაკალასს". "ოროშჰაზიმ" 28:24 მოიგო, მეტოქეს დაეწია და პირადი მოგებით გაუსწრო კიდეც.

საფრანგეთში გიორგი ცხოვრებაძე ბოლო ორ ტურში ორჯერვე იყო "მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში - კლუბმა შესვენების წინ "ნანტთან" 28:29 წააგო, პირველი წრის შემდეგ მეოთხე ადგილზეა, 2 ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ "ნანტს" და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

რუმინეთში ირაკლი ჩიქოვანის "კონსტანცა" თასის ნახევარფინალშია გასული და ჩემპიონატშიც ცხრილის ზედა ნაწილშია, შოთა თევზაძის "რეშიცა" კი ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

ყველაზე მყარი მდგომარეობა ქართველთა კლუბებს მაკედონიაში აქვთ, სადაც კაცების ჩემპიონატს რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის "მეტალურგი" ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე ლექსო წითელიშვილის "ოჰრიდია". ქალთა ტურნირზე 12 მატჩიდან 12 მოგებით მედეა ჩოხელის "კუმანოვოა" პირველ ადგილზე.

რუმინეთის ჩემპიონატი. "კონსტანცა": 14 თამაში (7 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება) 23 ქულა, 5 ადგილი (14 გუნდში)

ირაკლი ჩიქოვანი: 14 თამაში/60 გოლი. EHF თასი: 4/16, რუმინეთის თასი: 3/6, ნახევარფინალშია

"რეშიცა": 14 (+1, =1, -12) 4 ქულა, 14/14 ადგილი. შოთა თევზაძე: 6 თამაში ჩემპიონატში, 1 თასზე

მაკედონიის ჩემპიონატი. "მეტალურგი": 14 თამაში (+12, =2, -0) 38 ქულა, 1/10 ადგილი

რევაზ ჭანტურია: 14 თამაში / 39 გოლი, EHF თასი: 2/6

ირაკლი კბილაშვილი: 12 თამაში / 23 გოლი, EHF თასი: 2/1

"ოჰრიდი". 14 თამაში (+12, =1, -1) 37 ქულა, 2/10 ადგილი. ლექსო წითელიშვილი: 13 თამაში / 18 გოლი

ქალები. "კუმანოვო": 12 თამაში (+12, =0, -0) 36 ქულა, 1/13 ადგილი.

მედეა ჩოხელი: 11 თამაში / 47 გოლი; EHF თასი: 2/13; ბალკანეთის ლიგა: 2/11

პორტუგალიის ჩემპიონატი. "ბრაგა": 19 თამაში (+8, =2, -9) 37 ქულა, 9/14 ადგილი

ერეკლე არსენაშვილი: 19 თამაში / 42 გოლი

საფრანგეთის ჩემპიონატი. "მონპელიე": 13 თამაში (+8, =2, -3) 18 ქულა, 4/14 ადგილი

გიორგი ცხოვრებაძე: 9 თამაში / 1 გოლი, ჩემპიონთა ლიგა: 4/-, საფრანგეთის თასი 1/5 (მერვედფინალშია)

უნგრეთის ჩემპიონატი. "ოროშჰაზი": 13 თამაში (+2, =1, -10) 5 ქულა, 12/14 ადგილი

თეიმურაზ ორჯონიკიძე: 10 თამაში / 41 გოლი, უნგრეთის თასზე: 2/7

გერმანიის ქალთა მესამე ლიგა. "ობერ ეშბახი": 11 თამაში (+2, =1, -8) 5 ქულა 11/12 ადგილი

ქეთი კუნელაშვილი: 6 თამაში / 23 გოლი

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში