დღეს, 27 მაისს "ბასაზე" ერთმანეთს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრული ნაკრებები გაეჯიბრებიან
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ "ბასაზე" მხოლოდ ერთხელ, დილის 11 საათზე ივარჯიშა, საღამოს კი გუნდი ერთგვარად განიტვირთა და სრული შემადგენლობით საქართველოს თასის ფინალს დაესწრო.

სანაკრებო ბანაკში გუშინ, 26 მაისს განსაკუთრებული სიახლეები არ მომხდარა. წამყვან ფეხბურთელთა ნაწილის ჩამოსვლას სამწვრთნელო შტაბი კვლავაც ელის, თუმცა ეს საწვრთნელ პროცესს ვერ აფერხებს, რადგან თემურ ქეცბაიას სახორვატიოდ საკმაო რაოდენობის ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული.

უკვე გაცნობეთ, რომ გუშინწინდელი ვარჯიშისას წარბი გაიხეთქა დავით კვირკველიამ. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა საგანგაშო არ აღმოჩნდა და საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ გუნდს უცებ დაუბრუნდა. კვირკველია გუშინდელ ვარჯიშზე სრულად დაიტვირთა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც უკვე არიან ქეცბაიას განკარგულებაში: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე, კახა კალაძე, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე გორგიაშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ჯაბა ლიპარტია, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ადამია, ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე.

საბედნიეროდ, თბილისში მყოფი ნაკრების ყველა წევრი თუ კანდიდატი თავს ჯანმრთელად გრძნობს.

ჩამოსასვლელები არიან ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა, ჯანო ანანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით სირაძე და მათე ვაწაძე. ამათგან ნაკრებს ყველაზე გვიან შეუერთდება ზურაბ ხიზანიშვილი, რომლის "რედინგიც" ინგლისურ პრემიერლიგაში გადასასვლელ ფინალში 30 მაისს "სუონსის" დაუპირისპირდება.

დღეს, 27 მაისს კი "ბასაზე" საინტერესო სპარინგია - ერთმანეთს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრული ნაკრებები გაეჯიბრებიან და ქეცბაიასა და ოთარ გაბელიას გამოძახებული მოთამაშეების საქმეში ხილვის შესანიშნავი საშუალება მიეცემათ.

dato
ნეტა რა ქნეს სპარინგში?დაწერე რა ადმინ..არცერტ სპორტულ გვერძე არ წერია...ან ვინმემ ტუ იციტ დაწერეტ..
devivi
სამწუხაროდ ვერ გვყავს ოპტიმალური შემადგენლობა :( თუმცა ხორვატების დანაკლისის ფონზე, ფრის იმედი მაქვს..
gio
რომელ საათზეა სპარინგი? და ღია იქნება? თუ ვინმემ იცით გთხოვთ სმომწეროთ...
Tornike
მთავარია ერთმანეთი არ დაამტვრიონ - დავიღალეთ ამდენი ტრავმებით!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა