იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს, 24 დეკემბერს, 2020 წლის პირველი ბანძუკე გამოაქვეყნა - რეიტინგ-სია, რომლის მიხედვითაც რიკიშები მომავალი წლის პირველ ბაშოზე იასპარეზებენ.

პოსტს ამის შესახებ "ფეისბუქზე" ქართული სუმოს ქომაგები აქვეყნებს.

ბანძუკეში ძალიან ბევრი ცვლილებაა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი სუმოისტების ამბები გახლავთ.

როგორც ველოდით, დაქვეითებული ვიხილეთ ჩვენი ექსოძეკი, ტოჩინოშინი, რომელმაც წინა ბაშოზე ნეკნი გაიტეხა და ნაადრევად (მე-5 დღიდან) მოუწია ტურნირიდან ჩახსნა, მაშინ, როცა ბალანსი 2-2 ჰქონდა. შესაბამისად, გამოტოვებული ბრძოლების გამო საბოლოოდ 2-13 დაუფიქსირდა გორგაძეს და დასავლეთ სეკივაკეს რანგიდან დასავლეთის მე-6 მაეგაშირას პოზიციაზე აღმოჩნდა (8 საფეხურით იქნა დაქვეითებული).

რაც შეეხება მეორე ჩვენებურს, გაგა ჯუღელს, მასაც კარიერაში ძალიან რთული პერიოდი უდგას. წინა ბაშოზე გაგამარუს ორივე მუხლის უმძიმესი ტრავმა აწუხებდა და პირველად მოუწია 14-წლიანი კარიერის მანძილზე კიუჯოს აღება (ტურნირიდან ნაადრევად მოხსნა). საბოლოოდ ჯურიოს მე-12 ნომრად მოასპარეზე ჩვენს გოლიათს 1-14 დაუფიქსირდა ბალანსი და სეკიტორის წოდებასაც დაემშვიდობა. თუმცა, გაგას იმედი აქვს, რომ კიდევ ერთხელ შეძლებს ფორმაში ჩადგომას და კარიერის დასრულებას არ აპირებს.

2020 წლის პირველ ტურნირს გაგამარუ მაკუშიტას (რანგით მესამე) დივიზიონში აღმოსავლეთის მე-9 ნომრის სტატუსით ხვდება. ამ დივიზიონში 120 რიკიშია თავმოყრილი და კონკურენცია ყველაზე მძაფრია. იმასაც შეგახსენებთ, რომ ელიტური დივიზიონებისგან განსხვავებით, აქ რიკიშები 7-7 ბრძოლას მართავენ. შესაბამისად, ყოველდღე არ უწევთ დოჰიოზე გასვლა.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს ბანძუკეში, დავიწყოთ იმით, რომ სანიაკუს წევრთა რიცხვი 11-დან ერთბაშად 8-მდე შემცირდა. მოაკლდა ერთი ოძეკი და 2 კომუსუბი.

15 ბაშოზე ტარების შემდეგ ოძეკის წოდება პირველად დაკარგა კარიერაში იაპონელმა ტაკაიასუმ. 29 წლის კადობანში მყოფი სუმოისტი ტრავმით გამოდიოდა წინა ტურნირზე, ვერ შეძლო ბოლომდე ჩამთავრება და მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დაუფიქსირდა. თუკი სეკივაკეს სტატუსის მქონე ტაკაიასუ იანვრის ბაშოზე 10 ბრძოლას მოიგებს, ოძეკის ტიტულს უმალვე დაიბრუნებს.

სეკივაკეს რანგში დებიუტი ექნება 25 წლის ნიჭიერ იაპონელ ასანოიამას, რომელმაც წინა ბაშოზე კომუსუბის წოდებით გამოდიოდა, 11 ბრძოლა მოიგო და ვიცე-ჩემპიონადაც მოგვევლინა.

კიდევ ერთი დებიუტანტია სანიაკუში, კომუსუბის წოდებით 26 წლის იაპონელი დაიეიშოს იჭიდავებს. მეორე კომუსუბის წოდებას კი უკვე ზედიზედ ოთხი ბაშოა 25 წლის იაპონელი აბი ინარჩუნებს.

3-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პირველად ვიხილავთ სანიაკუს მიღმა იაპონელ მიტაკეუმის, რომელსაც ხვალ, 25 დეკემბერს 27 წელი უსრულდება. აკი ბაშოს ტრიუმფატორი და იმპერატორის თასის ორგზის მფლობელი ნოემბერში ოძეკობის კანდიდატი იყო, მაგრამ ახალ წელს მე-2 მაეგაშირას სტატუსით შეხვდება.

მიტაკეუმისთან ერთად ჯოი-ჯინში იქნებიან წარმოდგენილნი: ენდო, მიოგირიუ, ჰოკუტოფუჯი, ტამავაში, კოტოიუკი, ოკინოუმი და შოდაი.

ერთადერთი დებიუტანტი ეყოლება მაკუუჩი დივიზიონს, 23 წლის ტექნიკური მონღოლი, კირიბაიამას სახით, რომლის კლუბსაც (მიჩინოკუ ბეიას) ორიოდე თვის წინ თვით იოკოძუნა კაკურიუ შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის კლუბის თავკაცი ოიაკატა იძუცუ გარდაიცვალა და ჰეია დაიხურა.

კირიბაიამასთან ერთად მაკუუჩი დივიზიოში ძველი გვარდიის წარმომადგენლები ამოვიდნენ: აძუმარიუ, იკიოი, ტოჩიოძანი, კაისეი და ტოკუშორიუ. აღსანიშნავია, რომ ხუთივე მათგანი 30-ს გადაცილებული ვეტერანია.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რიგით მაეგაშირათა რაოდენობა (სანიაკუს შემცირების გამო) უპრეცედენტოდ გაიზარდა და 34-ს შეადგენს. ჰაცუ ბაშო 12 იანვრიდან აიღებს სტარტს.

მომზადებულია ქართული სუმოს ქომაგების მიხედვით

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]