28-29 მაისს, მოსკოვში გასამართ "დიდ მუზარადზე" საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ხუთი სპორტსმენით წარსდგება
გაირკვა საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 28-29 მაისს მოსკოვის "დიდ მუზარადზე" იასპარეზებს. ვაჟთა ტურნირში ამჯერად მხოლოდ ხუთი მონაწილე გამოვა, ერთი წარმომადგენელი კი ქალებში გვეყოლება.

ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (ორივე - 100), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) - ეს ხუთეული დაასახელა ვაჟთა გუნდის დამრიგებელმა პეტერ ზაიზენბახერმა, ქალთა შორის კი გია თენაძეს ირინა ოძელაშვილი (70) მიჰყავს, როგორც ლიცენზიის მოპოვების ყველაზე რეალური კანდიდატი.

ქალთა გუნდზე სალაპარაკო ბევრიც არაფერია - ახალფეხადგმულ ამ სახეობაში ბევრი ჯერ არც სპორტსმენი გვყავს და მით უფრო, არც წარმატების რეალური პრეტენდენტი, მაგრამ ზაიზენბახერის გადაწყვეტილება კი უცნაური ჩანს. რატომ ხუთი და არა მეტი მონაწილე? ეს ხომ სალიცენზიო შეჯიბრებაა, რომელიც რეიტინგში გვარიან ქულებს იძლევა? ცნობისათვის: ჩემპიონს 300 ქულა ერიცხება და ამ მხრივ მხოლოდ სამ ტურნირს - ოლიმპიადას, მსოფლიოს პირველობას და მასტერსს ჩამორჩება. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ვიცე-ჩემპიონი 180 ქულას მიიღებს (ანუ იმდენს, რამდენსაც ევროპის ჩემპიონი), ბრინჯაოს მედალოსანი - 120-ს, მეხუთე ადგილზე დარჩენილი - 60-ს. უქულოდ არც მომდევნო რაუნდებში გასულები დარჩებიან. მაგალითად, 1/16-ფინალში დამარცხებულ სპორტსმენს 36 ქულა დაერიცხება, 1/32-ფინალიდან გამოვარდნილს - 24. ასე განსაჯეთ, თუნდაც ერთი შეხვედრა რომ მოიგოს ძიუდოისტმა და მეტი - ვერა, ისიც კი მიიღებს 12 ქულას.

აქედან გამომდინარე, მოსკოვში ჩვენებს რეიტინგის შევსების ჩინებული შანსი ეძლეოდათ, თუმცა მწვრთნელმა სხვაგვარად განსაჯა. 60-ში მონაწილის არყოლის მიზეზი ვთქვათ და ისაა, რომ აქ სალიცენზიო რეიტინგში მეექვსეზე მყოფი ამირან პაპინაშვილის დამსახურებით საგზური ლამის განაღდებული გვაქვს; რომ 90-ში ლამის ასევე შეგვიძლია გულის დამშვიდება ვალერი ლიპარტელიანის მერვე ადგილით; რომ 66-ში შანსი თითქმის აღარ გვაქვს... რა დააშავა, ვთქვათ, 81-მა, სადაც ლევან წიკლაური სალიცენზიო 22-კაციან სიაში კი შედის, მაგრამ ჯერ განაღდებული არ აქვს და გვარიანი ბრძოლა სჭირდება? 100-შიც თითქმის მპოვებულია საგზური - ჟორჟოლიანი მეთექვსმეტეა, მაგრამ ამის მიუხედავად, მწვრთნელს ამ წონაში მაინც ორი კაცი მიჰყავს.

სხვა საქმეა, ჟორჟოლიანსა და ცირეკიძეს თუ საშეჯიბრო პრაქტიკა აკლიათ - ევროპამდე არც ისე ბევრგან იჭიდავეს და ამის დეფიციტი იქნებ რეალურადაც აწუხებდეთ, თუმცა არ გამოვრიცხავთ, მწვრთნელი კონკურენციასაც უწევდეს ანგარიშს - სალიცენზიო რეიტინგში ცირეკიძეც შედის და რა გასაკვირია, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს შანსს თუ მისცემენ.

ცოტა უცნაურია, რატომ არ მიჰყავთ ევროპის კიდევ ერთი წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი (ჟორჟოლიანის დარად) ბეთქილ შუკვანი (60) - სალიცენზიო ზონასთან ისიც ძალზე ახლოსაა. არადა, ამ სასაგზურე 22-კაციან სიაში რამდენიმე მონაწილის ყოფნა ლიცენზიების განაწილების წესის გამოცაა სასურველი - ოლიმპიადაზე წონაში ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეიძლება, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და თუ ის ლიცენზირებულიც დაგიშავდა, მაშინ საგზურს შენი გუნდის სხვა წევრს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემ, ისიც თუ შედის ამ 22 კაცში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ლიცენზიას კარგავ. ამ კონტექსტში გასაგებია 73-ში მონაწილეთა შერჩევა - ტატალაშვილი ახლოსაა 22-კაციან მიჯნასთან, თუმცა კონტინენტალური კვოტით ანუ დამატებითი სიით საგზურს ამ ეტაპისთვისაც იღებს, მაგრამ ქულები მაინც არ აწყენდა. მით უფრო, წლეულს შედარებით მოუკლო, ავალიანმა კი, პირიქით - მოუმატა. სამწუხაროა, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) არც ამჯერად მიჰყავთ, თუმცა, ეტყობა, ის მართლაც გადაიღალა მძიმე ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ და, ალბათ, დასვენება უფრო სჭირდება. ცუდი ისაა, რომ ამით მას ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსები დღითიდღე უმცირდება.

აი, მძიმე წონას რაც შეეხება, იქ ამ წუთისთვის ერთადერთი ფალავანის - ხანჯალიაშვილის იმედად ვართ დარჩენილები, რადგან ნაკრების წევრობის სხვა რეალური კანდიდატები დისკვალიფიცირებულები არიან. ხანჯალიაშვილი სალიცენზიო რეიტინგში სანუკვარ 22-ში შედის, მაგრამ ლონდონში წასასვლელად ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა ელოდება.

თავად "დიდი მუზარადი" "ლუჟნიკების სპორტის სასახლეში" გაიმართება, მისი საპრიზო ფონდი 154 000 დოლარია. აქედან ჩემპიონი 5 000 დოლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 3000-ს, ბრინჯაოს პრიზიორებს კი 1500-1500 ერგებათ. 28-ში ვაჟთაგან პირველი სამი წონის - 60, 66 და 73-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ქალთაგან - 48, 52, 57 და 63-ის, დანარჩენები კი მეორე დღეს დაასრულებენ შეჯიბრებას.

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება