ხორვატიის ნაკრებს საქართველოსთან მოახლოებული დაპირისპირების წინ ბედმა აშკარად ზურგი აქცია
ხორვატიის ნაკრებს საქართველოსთან მოახლოებული დაპირისპირების წინ ბედმა აშკარად ზურგი აქცია. სლავენ ბილიჩის გუნდის ბანაკიდან ლამის ყოველდღიურად გამოდის ხორვატთათვის უსიამოვნო და ჩვენთვის სასიამოვნო ამბები.

ბოლო ინფორმაციით, 3 ივნისს სპლიტში თამაშის უმცირესი შანსი აქვს მლადენ პეტრიჩს. "ჰამბურგის" ფლანგელი იმედს არ კარგავდა, რომ მატჩამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ ბოლო სამედიცინო გამოკვლევამ საპირისპირო სურათი აჩვენა.

ბილიჩმა ნაკრებში ივან კლასნიჩი გამოიძახა. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ იგი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი იყო, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო გვარიანი დრო გაუცდა და დიდი ხანია, ეროვნულ გუნდში აღარ გამოჩენილა. 31 წლის კლასნიჩი, რომელმაც სახელი ბრემენის "ვერდერში" თამაშით გაითქვა, დღეს ინგლისური "ბოლტონის" ღირსებას იცავს. ხორვატიის ნაკრებში მან 39 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. კლასნიჩმა ნაკრებში ბოლოს 2009 წლის მიწურულს ითამაშა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ მლადენის საქართველოსთან თამაშის შანსი ძალიან მცირეა. იგი ბევრს ეცადა, მაგრამ სანაკრებო მატჩამდე დარჩენილ მოკლე დღეში ფორმის აღდგენას, ალბათ, ვერ მოასწრებს", - ნათქვამია ხორვატიის ნაკრების სამედიცინო შტაბის განცხადებაში.

ბილიჩი მოხარულია, რომ გუნდს დაუბრუნდა დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ედუარდო, რომელმაც თბილისური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ხორვატთა კიდევ ერთი დანაკლისი, რომლის შესახებაც წინა დღეებში გახდა ცნობილი, "ლიონის" ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენია. 21 წლის უკანახაზელმა უმოკლეს დროში შეძლო ფრანგული კლუბისა და ნაკრების ძირითადში დამკვიდრება და მისი არყოფნა ხორვატიულ დაცვას უთუოდ შეასუსტებს.

ხორვატებს კიდევ ერთი ძირითადი მცველი, დნიპროელი ივან სტრინიჩიც დააკლდებათ, განსაკუთრებული პრობლემები ბილიჩს მაინც წინა ხაზში აქვს. როგორც იცით, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ნიკო კრანჩარი დისკვალიფიცირებულია, ხოლო შემტევი ნახევარმცველები, ივან რაკიტიჩი და ივო ილიჩევიჩი საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაუპირისპირდებიან.

რამდენიმე დღის წინ ხორვატიის ნაკრებს უბედური შემთხვევის გამო კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა. თურქული "ანკარაგიუჯუს" 24 წლის ნახევარმცველი დრაგო გაბრიჩი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზიას არ აცხადებდა, ავტოავარიაში მოჰყვა და სიკვდილს ებრძვის.

ბილიჩმა სარეზერვო სიას გადახედა და ნაკრებს შესაბამისად, ლევერკუზენის "ბაიერისა" და პრაღის "სპარტას" მცველები, დომაგოი ვიდა და მანუელ პამიჩი დაამატა.

ალბათ ხორვატთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის კომენტარიც დაგაინტერესებთ. "საქართველოსთან შეხვედრა ჩვენთვის, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესიც კი იყოს მიმდინარე შესარჩევ ტურნირში. ასე რომ, საკადრო პრობლემების მიუხედავად, ვალდებულნი ვართ, სპლიტში ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ და სამი ქულა ყოველ მიზეზგარეშე მოვიპოვოთ", - აცხადებს ხორვატიის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერი.

bb king
არც ბაიერის და სპარტას მცველები იქნებიან სუსტები.... არ უნდა მოვდუნდეთ!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს