არსებობს სპორტის სახეობები, რომელთა ნიჭიც ადამიანებს დაბადებიდან არ დაჰყვებათ.

ისეთებიც, რომლებსაც ვერც ქუჩაში ითამაშებ ლამპიონის შუქზე, დახეული ბურთით და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც სკოლაში, დიდი დასვენებისას. სპორტის ბევრი მსგავსი სახეობიდან ერთ-ერთი წყალბურთია.

თუკი ბავშვებს ფეხბურთის თამაშისათვის მინიმალური პირობებიც კი ჰყოფნით, წყალბურთი ასე არაა. გარკვეულწილად, ის ელიტარულ სპორტადაც ითვლება, რადგან მის თამაშს გაცილებით უფრო მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე თუნდაც ფეხბურთს: სულ მცირე, აუზი, შესაბამისი ოდენობისა და ტემპერატურის წყლით, რისი მოწყობაც უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ურბანულ დასახლებებში 2 ფარის დამონტაჟება ან სოფლის მინდვრის ბოლოებში კარების დადგმა.

ამ სპორტში წარმატებაც სწორედ რესურსებთან არის დაკავშირებული. საბჭოთა კავშირის დროს, როცა სახელმწიფოს გააჩნდა შესაძლებლობა, საქართველოში წყალბურთი საკმაოდ განვითარებული გახლდათ და რამდენიმე ქალაქში იყო პროფესიონალთა კლუბი.

90-იანი წლების გაჭირვებაში წყალბურთი ვიღას ახსოვდა და მით უმეტეს, ასეთი ძვირიანი სპორტის შენახვა. თუმცა, წყალბურთი საქართველოში მაინც არ მომკვდარა და პოზიტიური შედეგების დადგომის დროც მოვიდა.

2014 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. თუმცა, მოგეხსენებათ, სპორტის ნებისმიერ სახეობაში მდგრადი განვითარებისათვის ერთჯერადი წარმატება საკმარისი არაა, პროგრესისთვის კი ისევ და ისევ რესურსებია საჭირო.

საქართველოს ნაკრებს კი გაუმართლა და გენერალური სპონსორი გამოუჩნდა "VTB ბანკის" სახით, რომელიც 2016 წლიდან უდგას მხარში ქართულ წყალბურთს. მას შემდეგ, რაც ნაკრებს გენერალური სპონსორი გამოუჩნდა, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა კიდევ ორჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და 2020 წლის ევროპირველობაზე გასვლაც მოახერხა, რაც უკვე ზედიზედ მე-4 დიდი ტურნირი იქნება საქართველოს ნაკრებისათვის.

პლუს ამას, ისტორიაში პირველად 2019 წელს მოახერხა ქართულმა წყალბურთელთა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამო" ყველა შეხვედრაში დამარცხდა (რაც მოულოდნელი არ ყოფილა), ეს უდიდესი გამოცდილება იყო და იმის დასტურიც, რომ ჩვენს ქვეყანაში წყალბურთი ვითარდება და დაგვიანებულ, თუმცა განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს.

ბუნებრივია, მსგავსი პოზიტიური შედეგები უფრო მეტ ბავშვსა და მოზარდს უჩენს სურვილს, ითამაშოს სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა. სპორტი ხომ საუკეთესო გზაა ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარებისათვის და მისი განვითარება დადებითად აისახება ხოლმე მომავალ თაობაზე. აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და აუზების მოწყობა, რათა უფრო მეტი ბავშვი იყოს ჩართული საწყლოსნო სპორტის სახეობებში.

იმედია, დადებითი სვლები ამ კუთხითაც გაგრძელდება, რაც ავტომატურად აამაღლებს წყალბურთის დონეს და ქართველი სპორტსმენებიც მალე უფრო დიდ სიხარულს მოგვანიჭებენ.

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ლევან ბერიშვილი: ერთადერთი სპორტი ვართ ამ ეტაპზე, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
წყალბურთი. "არენა" 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: ფინალში "დინამო" და "თბილისი" არიან