საქართველო XV-ის გაფართოებული, 33-კაციანი შემადგენლობა მეოთხე დღეა ქუთაისში, შეკრებაზე იმყოფება და იანვარში დაგეგმილი არგენტინული ტურნესთვის ემზადება.

წინდაწინ გამოცხადებულ გაფართოებულ რაზმს ორი მორაგბე გამოაკლდა – კვაჭი გიორგი ჭყოიძე და გარემარბი კოტე მარჯანიშვილი. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ მათი შემცვლელების გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან არგენტინაში 30 მორაგბე მიემგზავრება და შესაბამისად, არსებულ კონტინგენტს კიდევ სამი მოთამაშე გამოაკლდება. ამ დანაკლისთან და შემადგენლობასთან დაკავშირებით ხამაშურიძე ამბობს:

„გვსურდა სხვა ლეგიონერების გამოძახებაც, მაგრამ ჩვენი თამაშები ოფიციალურ, სანაკრებო კალენდარს არ ემთხვევა და კლუბებს მოთამაშეების გამოშვებას ვერ მოვთხოვდით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მომავალ თამაშებში მაქსიმუმს გაიღებს. წინასწარ გამოცხადებული შემადგენლობიდან დაგვაკლდება გამოცდილი გიორგი ჭყოიძე, ასევე კოტე მარჯანიშვილი, რომელიც ძალიან სწრაფი ახალგაზრდაა“.

გუნდი პირველ შეკრებაზე 29 დეკემბრამდე დარჩება და ორჯერადი ვარჯიშები ექნება. მორაგბეები ახალ წელს შინ შეხვდებიან, 4 იანვრიდან 9 იანვრამდე კი ქუთაისში მეორე შეკრებას გაივლიან. საქართველო XV არგენტინისკენ გეზს 12 იანვარს, გამთენიისას აიღებს და ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესთან" 17 (მარ-დელ-პლატა) და 24 იანვარს (ბუენოს აირესში) ორ თამაშს გამართავს.

ხამაშურიძე ამბობს, რომ საქართველო XV-ის მიზანი უძლიერეს მეტოქესთან საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა იქნება:

„ყველამ კარგად იცის, რა დონის მეტოქესთან გვაქვს საქმე. "ხაგუარესი", ფაქტობრივად, არგენტინის ნაკრებია და ძალიან კარგია, ასეთ გუნდს რომ ვხვდებით, რათა ჩვენი თავი უნდა გამოვცადოთ და დავინახოთ, რა დონეზე ვართ“.

„მოგვიწევს მაღალ ტემპში თამაში და ამ ორი შეკრების დროს ვეცდებით, მაქსიმალურად მოვახერხოთ შეთამაშება, ჩვენი თამაშის სტილის დახვეწა. ყურადღებას ვაქცევთ ფიზიკურ კონდიციასაც. ყველა მოთამაშეს კარგად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. ვეცდებით, არგენტინაში კარგად წარმოვაჩინოთ თავი და მოედანი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში თავაწეულებმა დავტოვოთ“.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ნიკა აბულაძე (ყოჩები 1-3), ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1-3), ბექა გვარამია (აკადემია, 1), გოგა ხუროშვილი (არმაზი, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), რევაზ წიკლაური (აია, 3), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი, 3), ნიკა პატარაია (ბუქარესტის "დინამო", რუმინეთი 3), ანტონ ფეიქრიშვილი (3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), სანდრო ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე ზოიძე (აკადემია 4-5, 6-7-8), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი, 4-5, 6-7), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5, 6-7), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები, 6-7-8), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი, 6-7), დაჩი კოპაძე (ჯიქი, 6-7), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი, 6-7), გურამ შენგელია (აია, 6-7-8);

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები, 9), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 9), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), გიორგი ბაბუნაშვილი (აია 10-15), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი 12-13), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), ნიკა გიგაური (არმაზი 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), ანზორ სიჭინავა (ბათუმი, 11-14), ლევან ნარიმანიძე (ხარები, 11-14), ირაკლი სვანიძე (ჯიქი 15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიგი
სტატიის ავტორო რა “ ხაგუარესი “ ? მთლად GOOGLE საც ნუ ენდობით :)) იაგუარები ქვია იაგუარები სუპერ რაგბის ვიცე ჩემპიონს ! ხაგუარესი :)) აბა მიდით დაბლოკეთ კომენტარი კრიტიკა და სწორი შენიშვნა უნდა დაიბლოკოს :) ხაგუარესი :))
Lado
აბა თქვენ იცით ღირსეული წაგებებით გაგვახარეთ :)
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
Marca: მესიმ მუნდიალის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი მუქარა მიიღო
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
საქართველო XV VS ბრაზილია - რა გვჭირდება ზაფხულის თასის მოსაგებად
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ
ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა