საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ "რაგბის ზაფხულის თასის" მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ექვსი მოთამაშე შეცვალა - აქედან ხუთი ხაზში.

ჩვენი გუნდი "მიხეილ მესხზე" ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება. შეხვედრა დღეს, 3 აგვისტოს, 21:30 საათზე დაიწყება და არის შანსი, რომ საქართველო XV ტურნირის გამარჯვებული გახდეს.

ამისათვის საჭიროა, რომ "რასინგი" არგენტინა XV-თან დამარცხდეს, ეს მატჩი ფრედ დასრულდეს ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფრანგებმა მცირედით იმარჯვონ და ბონუსი ვერ აიღონ (მეტოქეს 3-ით მეტი ლელო ვერ გაუტანონ).

ამავდროულად, ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ბრაზილიას ბონუსით და რაც შეიძლება მეტი სხვაობით უნდა აჯობონ, რადგან სატურნირო ქულების ტოლობის შემთხვევაში, უპირატესობა სწორედ ქულათა სხვაობას და მეტ გატანილ ქულას ენიჭება.

ცვლილებები ხამაშურიძის რაზმში

საქართველო XV-მა პირველ ტურში არგენტინა XV-თან ტაიმი 7:22 დათმო, მაგრამ არ დანებდა, მეორე ნახევარში 16 უპასუხო ქულა აიღო და ქომაგს ლამაზი გამარჯვება აჩუქა - 23:22. იმ შეხვედრის შემდეგ შერკინების ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა - მეორე ხაზში არსენ ტრაპაიძის ნაცვლად თორნიკე აქუბარდია იწყებს.

ხუთი ცვლილებაა ხაზში - გიორგი შკინინი საქართველოს ქვიშის ნაკრებს შეუერთდა, სანდრო სვანიძე და მიხეილ ალანია ტრავმირებულები არიან, ხოლო ირაკლი სვანიძემ და თემურ ირემაძემ მარქაფაში გადაინაცვლეს:

"თავიდანვე ვთქვი, რომ თამაშის საშუალება ყველას ექნებოდა. სწორედ ამიტომ, გიორგი შკინინისა და გიორგი ჭუაძის ქვიშის რაგბის ნაკრებში გაშვებაზე უარი არ გვითქვამს. სარეზერვო ჯგუფიდან დავიმატეთ აკაკი ტაბუცაძე, რომელმაც ახალგაზრდულ და 7-კაცა ნაკრებებში დიდი გამოცდილება დააგროვა და ახლა საკუთარი შესაძლებლობები აქაც უნდა დაამტკიცოს.

შერკინებაში თითო ტაიმი თითქმის ყველა მორაგბემ ჩაატარა და ცვლილებების სიმცირე ამითაა განპირობებული", - ამბობს ხამაშურიძე.

ბრაზილიამ სამი შეცვალა

ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ერთი გარემარბი, კვაჭი და მეორეხაზელი შეიცვალნენ. ბესიკ ხამაშურიძე მეტოქის შესაძლებლობებს დადებითად აფასებს და კარგი თამაშის მოლოდინშია:

"მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, ბრაზილიის ნაკრებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ინდივიდუალურად ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ მათ დასამარცხებლად. როცა ბრაზილიას ბურთი აქვს, სწრაფი და აგრესიული მოთამაშეების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ახერხებს. ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ ისინი მაქსიმუმის გაკეთებას ეცდებიან და იოლ თამაშს არ ველოდები.

ჩვენი პრობლემა კვლავ იქნება შეუთამაშებლობა, თუმცა მოტივაცია არ გვაკლია და წარმატების იმედი გვაქვს".

რაგბის ზაფხულის თასი 2018

თბილისი. მიხეილ მესხი. 21:30 საათი

საქართველო XV-ბრაზილია

საქართველო XV: 15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. დემურ თაფლაძე (ლელო), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), 12. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო, კაპ.), 3. ტარიელ დონაძე (ბათუმი), 4. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 5. გელა შალამბერიძე (აია), 6. გუგა შენგელია (ჯიქი), 7. ბექა საღინაძე (ლელო), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი).

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე (აია), 17. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 18. მიხეილ ფსუტური (ჯიქი), 19. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), 22. გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), 23. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 24. თემურ ირემაძე (აია), 25. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 26. დავით გობეჯიშვილი (აია).

ბრაზილია: 15. დანიეუ სანსერი, 14. ლუკას ტრანკეს, 13. ფელიპი სანსერი (კაპ.), 12. მოისეეს დუკი, 11. რობერტ ტენორიუ, 10. ჯოშ რივზ, 9. ლუკას დუკი; 1. ლუკას აბუდ, 2. ვილტონ რებოლო, 3. ჟარდეუ ვეტორატო, 4. ლუიზ ვიერა, 5. გაბრიეუ პაგანინი, 6. კლებერ დიას, 7. არტურ ბერგუ, 8. ანდრე აჰუდა.

მარქაფა: 16. დევიდ მიულერი, 17. კაიკი სილვა, 18. მატეუს როხა, 19. ლუკას პიერუ, 20. მაიკლ ოლივეირა მორაის, 21. დანიელ სილვა, 22. სტეფანო ჯანტორნო, 23. დევეტ ფან"ნიკერკ, 24. ვალანტენ გარსია, 25. მათეუს კლაუჯუ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

912
ეს 21:30 რა არი უფრო გვიან ვერ დაიწყეთ???
soso
რასინგმა რა ანგარისიტ დაამარცხა ბრაზილია რატომ არ წერტ, მტელმა ტურნირმა ისე ცაიარა ერტხელ არ დაგიწერიატ ანგარისი..... კარგიტ რააა, მსგავსი რამ ადრეც ბევრჯერ მომხდარა და ტკვენ საიტზე რომ ვერ ვიგებ სხვა საიტებზე ვედზებ, კარგიტ რააა....
გეორგიუსი077
ყოჩაღ ფოტოგრაფს! თბილისში ალბათ ერთადერთი საბჭოთა სატვირთო ზილ-ი დახრიგინობს და მისი დაფიქსირება მოახერხა ფოტოს უკანა მარჯვენა ხედში)))
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ოფიციალურად: ჩავი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას ბრწყინვალე გოლი - პსჟ-მ სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს ომია - ფეხბურთელები განებივრებულები არიან" - მოურინიომ კასილიასთან კონფლიქტზე ისაუბრა
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე არგენტინულ ტურნეზე: მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ
7-კაცა | ბესიკ ხამაშურიძე – სტაბილურად მსოფლიო რაგბის სერიისკენ
ბესიკ ხამაშურიძე: კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]