კრუიფი ვარაუდობს, რომ თუ გვარდიოლა "ბარსელონას" დატოვებს, მას სავარაუდოდ მარკო ვან ბასტენი შეცვლის
"ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შესაძლოა კატალონიელთა თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა თანამდებობიდან გადადგეს, რათა სამწვრთნელო საქმიანობისგან დაისვენოს.

კრუიფის თქმით, გვარდიოლას შემცვლელი "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე, თუ ის მართლა წავიდა, შესაძლოა ჰოლანდიის ნაკრები ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარკო ვან ბასტენი გახდეს.

"გვარდიოლამ ბოლო წლებში მძიმე სამუშაო გასწია და არ გამიკვირდება, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, თამაშის შედეგის მიუხედავად, "ბარსელონას" დატოვებს.

თუ გვარდიოლა წავა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმით იქნება გამოწვეული, რომ მას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მძიმე ზეწოლის ატანა უჭირს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ის ფეხბურთისგან ერთი წლით დაისვენებს. მოვლენების ასეთ განვითარებას "ინტერიდან" ჟოზე მოურინიოს წასვლას არ შევადარებდი - იქ სრულიად სხვაგვარი სიტუაცია იყო.

გვარდიოლას მთავარი ღირსება - გადაწყვეტილებების მიღების დროს სიმამაცეა. პირველ რიგში მახსენდება, როგორ თქვა უარი რონალდინიოსა და ეტოოზე და მათ ნაცვლად შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიწვია. შემდეგ კი, როდესაც მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მისი აღიარების ვაჟკაცობაც ეყო.

"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფინალის ფავორიტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მანჩესტერელები 2009 წლის რომის ფინალის შემდეგ გაძლიერდნენ. პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, სხვა ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა იგრძნეს და მოუნდათ დაემტკიცებინათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ ფეხბურთელზე არ იყო დამოკიდებული.

ლეო მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც კატალონიურ კლუბს იდეალურად შეეწყო. "ბარსელონას" ფეხბურთელები უკან უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ, რათა მესიმ შეტევაში გაიბრწყინოს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მესი "ბარსელონას" სქემას მთლიანად მოერგო, მაგრამ არგენტინის ნაკრებში პრობლემები აქვს, რადგან არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ბურთის ართმევაში ისეთი სწრაფები არ არიან, როგორც კატალონიელები", - თქვა კრუიფმა ინტერვიუში.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა