ლიგა 1. XXXVIII ტურის წინ
18-ათასიანი “ლილ მეტროპოლი” ფრანგული ფეხბურთის წლის უმთავრეს გმირებს მასპინძლობს. ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე “ძაღლები” საფრანგეთის თასსა და შემდგომ ჩემპიონობას მოიპოვებდნენ, ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოფრანგული ქალაქის არენაზე ბოლო ტურის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო.

ახლა წარმოიდგინეთ იმ გულშემატკივრის მოლოდინი, ვინც თამაშზე დასწრების უფლება ერთი თვის წინ მოიპოვა და მას მერე ამ დღეს ელოდება. ორმაგი ტრიუმფატორების დასახვედრად მხოლოდ სტადიონი კი არა, მთელი ქალაქი ემზადება. გარდა გუნდური ტრიუმფისა, “ლილის” მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ინდივიდუალურადაც შეძლეს თავის გამოჩენა. 20 წლის ედენ აზარი ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის მწვრთნელთა და კაპიტანთა გამოკითხვამ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო რუდი გარსია - საუკეთესო მწვრთნელად. ლიგის სპეციალურმა ტექნიკურმა კომისიამ ჟერვინიო, მუსა სოვი და ადილ რამი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა (ბუნებრივია იქვეა ედენ აზარიც).

ამ წყვილის დაპირისპირება საინტერესო იმითია, რომ სწორედ “ლილსა” (34) და “რენს” (32) აქვთ გაშვებული ყველაზე ცოტა გოლი წლევანდელ სეზონში. თუმცა ჩემპიონებს მეტოქისგან განსხვავებით თავდასხმაში ყველაფერი რიგზეა აქვთ, მათ “რენზე” 29 გოლით მეტი აქვთ გატანილი (65 36-ის წინააღმდეგ). ისიც აღსანიშნავია, რომ ბრეტონელთა დაცვა ამ ბოლო დროს ძალიან შესუსტდა, ისინი უკვე დიდი ხანია ვეღარ ახერხებენ კარის მშრალად შენახვას - მათ ბოლო 11-დან 9 შეხვედრაში ერთი გოლი მაინც გაუშვეს და ამ წესიდან გამონაკლის მატჩებშიც 0:0 ითამაშეს.

“ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუსას ადილ რამიმ სწორედ იმას გაუშვა ხაზი, რომ მის გუნდს ერთადერთი მიზანი აქვს ამ შეხვედრაში, მოახერხონ ისე, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ სწორედ “ლილს” ჰქონდეს საუკეთესო დაცვა ლიგა 1-ში. ამისთვის მუსა სოვსა და ტულიო დე მელოს 3 გოლის გატანა მართებთ, რაც სრულიად არ არის გადაუჭრელი ამოცანა. სოვს “რენთან” თავისი ანგარიშები აქვს. მოგეხსენებათ, სენეგალელი “რენში” თამაშობდა, მაგრამ იქ მას სათანადოდ არ ენდობოდნენ.

23:00 არლი-სოშო

23:00 ბორდო-მონპელიე

23:00 ბრესტი-ტულუზი

23:00 კაენი-მარსელი

23:00 ლილი-რენი

23:00 ლორიანი-ოსერი

23:00 მონაკო-ლიონი

23:00 ნანსი-ლანსი

23:00 სენტ ეტიენი-პსჟ

23:00 ვალანსიენი-ნიცა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 37 20 13 4 65-34 73

2. მარსელი 37 18 13 6 60-37 67

3. ლიონი 37 16 13 8 59-40 61

4. პსჟ 37 15 14 8 55-40 59

5. რენი 37 15 11 11 36-32 56

6. სოშო 37 16 7 14 57-42 55

7. ლორიანი 37 12 13 12 45-46 49

8. სტ. ეტიენი 37 12 12 13 45-46 48

9. ბორდო 37 11 15 11 41-42 48

10. ტულუზი 37 13 8 16 36-36 47

11. მონპელიე 37 12 11 14 32-41 47

12. ოსერი 37 9 19 9 43-40 46

13. ბრესტი 37 11 13 13 36-41 46

14. ნიცა 37 11 13 13 32-46 46

15. ვალანსიენი 37 9 18 10 43-40 45

16. კაენი 37 11 12 14 44-49 45

17. ნანსი 37 12 9 16 39-48 45

18. მონაკო 37 9 17 11 36-38 44

19. ლანსი 37 7 14 16 35-54 35

20. არლი 37 3 11 23 20-67 20

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა