საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აღნიშნული შეჯიბრების MVP-ების სიას ეხება და სასიხარულოა, რომ 9 ტურის შემდეგ ტურნირის ვებგვერდი საუკეთესო მოთამაშედ ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს ასახელებს.

აღნიშნული სტატია მსგავსი შინაარსის მესამე ვერსიაა და ის ყოველი 3 ტურის შემდეგ ქვეყნდებოდა. პირველ ტექსტში გიორგის მე-5 ადგილზე აყენებდნენ, მეორე სტატიაში კი -მესამეზე.

Sportall.ge გთავაზობთ სტატიის ქართველი მკითხველისთვის საინტერესო ნაწილების თარგმანს.

"იმისათვის, რომ ამ სიაში მოხვდე, ქვევით ჩამოთვლილი 5 კრიტერიუმიდან მინიმუმ 4-ში "კი" უნდა მიიღო:

შენს კლუბს მატჩების 66%-ზე მეტი აქვს მოგებული?

66%-ზე მეტი მოგება შენი დამსახურება არის?

შენი კლუბი 4-თა ფინალში თუ გავა, შენი დამსახურება იქნება?

გაქვს კი ისეთი სტატისტიკა, შენი კანდიდატურა MVP-დ რომ განვიხილოთ?

15 წლის ასაკში მოგიპოვებია 89 ქულა ერთ შეხვედრაში და 76 ქულა მეორეში? ხოლო 18 წლისა პროფესიონალურ ლიგაში თამაშობდი და საშუალოდ 35.1 ქულას აგროვებდი?

ბოლო კრიტერიუმი კი ერთგვარი გრიმი გახლავთ, რასაც იმისათვის ვიყენებ, რომ უფრო დიდი ინტერესით ჩახვიდეთ სტატიის ბოლოსკენ. თუმცა 15 წლის ასაკში ჩაგდებული 89 და 76 ქულა საუკეთესოდ დასახელების მიზეზი არ არის.

მიუხედავად ამ გრიმისა, კალათბურთელი, რომელიც სიას ლიდერობს, სრულიად იმსახურებს იქ ყოფნას, სადაც არის, როგორც სიაში მყოფი სხვა ბიჭები.

#1 გიორგი შერმადინი ("იბეროსტარ ტენერიფე")

(1) კი! 8-1, საუკეთესო შედეგი ლიგაში!

(2) კი! იმიტომ, რომ როცა "ტენერიფეს" ქულის ჩაგდება სჭირდება, დაინახავთ, როგორ კარნახობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა, რის შემდეგაც შერმადინი მარსელინიოსთვის სქრინს აკეთებს, შემდეგ კი ბურთს ფარქვეშ იღებს, რომელიც ქულის მოპოვებისთვის შესანიშნავი პოზიციაა.

(3) კი! იმიტომ, რომ 216 სმ სიმაღლის ცენტრი, რომელსაც ფარის ახლოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ბევრ ქულას აგდებს და "ტენერიფესათვის" გამარჯვებები ინდივიდუალურად მოაქვს.

(4) კი! რადგან ის საშუალოდ 16,7 ქულას აგროვებს, 63%-იანი სიზუსტით ისვრის, 6.2-ჯერ ხსნის ბურთს და 2 შედეგიან გადაცემას ასრულებს, რაც მას თამაშის შემდეგ საშუალოდ 19,7 ეფექტიანობის კოეფიციენტს აძლევს. ამასთანავე, ის მხოლოდ 23,5 წუთს თამაშობს და აღნიშნული სტატისტიკა მართლაც რომ გასაოცარია.

(5) კი!!! გიორგი შერმადინი საკალათბურთო სამყაროს ახალ ამბებში მაშინ მოხვდა, როცა 15 წლის ასაკში საქართველოში თამაშისას აბსურდულ სტატისტიკას აჩვენებდა. 76 ქულისა და 16 მოხსნის მტკიცებულება YouTube-ზეც არის 13 წლის წინ ატვირთული. 2006-07 წლების სეზონში ის თბილისის "მაკაბიში" თამაშობდა და 18 წლის ასაკში საშუალოდ 35,1 ქულასა და 16,1 მოხსნას აგროვებდა. მას შემდეგ კი შერმადინმა ძალიან ბევრი იმოგზაურა, კლუბი 13-ჯერ შეიცვალა, თუმცა, როგორც ახლა "იბეროსტარ ტენერიფეში" თამაშობს, იმის წინაპირობას გვაძლევს, რომ იქ დიდი ხნით დარჩება. არა მხოლოდ დარჩება, ტიტულების მოგებასაც მოახერხებს, ხომ? დიახ, სწორია.

ესეც ასე, 9 სათამაშო ტურის შემდეგ გიორგი შერმადინი MVP რბოლას ლიდერობს. ვულოცავთ მაღალ ბიჭს!"

ცნობილი სახეებიდან აღნიშნულ სიაში მეოთხე ადგილზე ევროლიგის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი, 36 წლის კეით ლანფორდი გახლავთ აეკ-იდან. მე-6 ადგილზე შერმადინის თანაგუნდელი, ესპანეთის 3-გზის ჩემპიონი მარსელინიო ჰუერტასი არის.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში