ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი ბოლო წუთებზე, 24:29 დათმო რუმინეთთან, იტალიაში, ქალაქ ბენევენტოს "პალა ტედესკიში". ფრედ ითამაშეს იტალიამ და კოსოვომ 26:26. ჩვენი გუნდი შაბათს იტალიას ხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შვიდეულით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია, მაისურაძე. დაცვაში შემოდიოდა წითელიშვილი, პირველ ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ ჭანტურია, კალანდაძე და აბრამიშვილი, ხოლო მეორეში თამაშში ჩაერთვნენ მეკარე ცინცაძე, კბილაშვილი და არსენაშვილი.

პირველ ტაიმში ჩვენმა გუნდმა ვერაფრით ააწყო გუნდური თამაში და თავიდანვე ჩამორჩა. მაქსიმალური სხვაობა 6 ბურთი იყო: 6-12. გოლები ძირითადად გიორგი ცხოვრებაძის ინდივიდუალური შეტევების შემდეგ გადიოდა. მონპელიეს ახალგაზრდა მარჯვენა ინსაიდმა 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ბევრიც ააცილა და დაკარგვებიც საკმაოდ ჰქონდა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ სიტუაცია გამოსწორდა - დიხამინჯიამ კუთხიდან, ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან და კალანდაძემ სწრაფი გარღვევის შემდეგ ზედიზედ გაიტანეს 3 გოლი (9-12), ბოლოს კი მაისურაძემ შეაგდო 6 მეტრიდან, 18 წლის კალანდაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ორჯონიკიძემ ტაიმის ბოლო წამზე სხვაობა ისევ დაიყვანა სამამდე - 13-16.

შესვენების შემდეგ კარგად შემოვიდა მეკარე ცინცაძე, ლიდერობა იტვირთა ირაკლი ჩიქოვანმა და ორჯერ გაიტანა, 38-ე წუთზე კალანდაძემ გაათანაბრა (17-17), შოთა თევზაძე შვიდმეტრიანის მოსაგერიებლად დაბრუნდა მოედანზე და მოიგერია კიდეც, იქვე კი ჩიქოვანის პასის შემდეგ უჩა მაისურაძემ დაგვაწინაურა 18-17!

უნდა ითქვას, რომ რუმინეთი სულაც არ ჩანდა ჩვენზე ძლიერ გუნდად. ჩვენს დაცვას მხოლოდ საფრანგეთის შამბერის მარჯვენა ინსაიდის, დემის გრიგორაშის (9 გოლი) შეჩერება გაუჭირდა, 5 გოლი კი გამთამაშებელმა კრისტიან ფენიჩიმ გაგვიტანა.

მეტოქემ მალე დაიბრუნა ლიდერობა (19-18), ჩიქოვანმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ აქ მსაჯებმა ზედიზედ გაგვიძევეს წითელიშვილი და ჩიქოვანი. კრიტიკულ სიტუაციაში მშვენივრად შემოვიდა კბილაშვილი, რომელმაც ჯერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ორიგინალური გოლი გაიტანა (20-20), შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (21-22) (ამასობაში თევზაძემ კიდევ ერთი შვიდმეტრიანი მოიგერია) და ბოლოს ორწუთიანი და შვიდმეტრიანი გამოიმუშავა: მაგრამ ცხოვრებაძემ ვერ გაიტანა და ანგარიშის გათანაბრების შანსი დაიკარგა. დასრულებამდე შვიდწუთნახევრით ადრე ნიკოლა მაქსიმოვიჩმა ტაიმაუტი აიღო. ანგარიში იგივე იყო: 21-22.

მაგრამ, წუთშესვენების შემდეგ ჩვენებს ზედიზედ ორჯერ მოუვიდათ ტექნიკური წუნი, მეტოქე ისევ გაგვექცა სამით, კბილაშვილმა და ჩიქოვანმა ორჯერ დაიყვანეს სხვაობა ორამდე (23-25, რჩებოდა 4 წუთი), თუმცა, კიდევ ერთი დაკარგული ბურთის შემდეგ რუმინეთმა ოთხბურთიანი უპირატესობა მიიღო, სულ ბოლოს კი ჭანტურია ბოლო 30 წამის წესის დარღვევის გამო წითელი ბარათით და შვიდმეტრიანით დაისაჯა და საბოლოო სხვაობა ასეთი მატჩისთვის შეუფერებლად დიდი გამოვიდა - 24-29.

მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის და შანსი ოთხივე გუნდს დარჩა, თუმცა, ჩვენი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევრო 2022-ის პლეიოფი - 16 და 19 იანვარს ფინეთთან. სუომის გუნდთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად. საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

III ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გავა პლეიოფში)

10 იანვარი.

რუმინეთი-საქართველო 29-24

რუმინეთი: პოპესკუ, იანკუ - გრიგორაში 9, ფენიჩი 5, დუმიტრუ 3, სიმიკუ 3, ტალმაიერი 3, ბუიორი 2, ფოტაკე 2, ასოლტანეი 1, მოკანუ 1, სავენკო, ბოტეა, კაბუცი, ჩოგი, ჰუმეტ გამინდე

საქართველო: თევზაძე, ცინცაძე - ჩიქოვანი 6, ცხოვრებაძე 5, ორჯონიკიძე 4, კბილაშვილი 3, დიხამინჯია 2, კალანდაძე 2, მაისურაძე 2, რუსტამოვი, წითელიშვილი, ჭანტურია, აბრამიშვილი, არსენაშვილი, მიქავა, გოგოლაძე

მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)

იტალია- კოსოვო 26-26

იტალია: კოლელუორი, ებნერი - არჩიერი 6, სტაბელინი 5, პარიზინი 4, სკატარი 2, ზონერერი 2, ტურკოვიჩი 2, ბულძამინი 1, დანტინო 1, დარიპანი 1, დოლდანი 1, პერეირა 1, მენგონი, ა. იბალი, ე. იბალი

კოსოვო: გერბესკი, მუჩოლი - დედაი 8, იუპა 4, დრილონ ტაჰირუკაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 3, აბდულაი 2, ფეტაჰუ 2, ჩუკა 2, ტერზიჩი 1, აჰმეტი, ბეშირი, გეგაი, ჩუნი, რამოსაი, ზენა

მსაჯები: პეტურსონი-პრასტარსონი (ისლ)

11 იანვარი: 21:00 კოსოვო - რუმინეთი, 23:00 საქართველო-იტალია

12 იანვარი: 19:00 კოსოვო - საქართველო, 21:00 იტალია - რუმინეთი

გრიგოლ1408
ასეთ სასწაულს როგორ წერთ.24-29წააგო და ბოლო წუთებზე როგორ დამარცხდა?
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!