"ვირტუსს" ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და კლუბის ხელმძღვანელობაც ჯიბესქელი სპონსორის ძიებაშია
ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" იტალიის ჩემპიონატი მეოთხედფინალში დაასრულა - "მონტეპასკისთან" 1:3 დამარცხდა. ამ მოვლენიდან მეორე დღეს მთავარმა მწვრთნელმა ლარდო ლინომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, რასაც კლუბის ხელმძღვანელი კლაუდიო საბატინი არ შეწინააღმდეგებია.

"ვირტუსი" უმწვრთნელოდ მხოლოდ ერთი დღე იყო - ლარდო ლინოს შემცვლელად ალესანდრო ფინელი დანიშნეს. 44 წლის სპეციალისტი ბოლოს "რეჯო ემილიას" წვრთნიდა, მანამდე "ლივორნოში", "იმოლაში", "ფერარასა" და "მონტეგრანაროში" მოღვაწეობდა.

მწვრთნელის საკითხის მოგვარების შემდეგ ბოლონიელთა ხელმძღვანელობამ კალათბურთელებისთვისაც მოიცალა. მართალია, ჯერ ბევრი არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ ერთი ფაქტია - "ვირტუსს" ფინანსურად ნამდვილად არ ულხინს და კლუბის ხელმძღვანელობაც ჯიბესქელი სპონსორის ძიებაშია.

საინტერესოა ვიქტორ სანიკიძის საკითხიც, რომელსაც კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულებასთან ერთად ამოეწურა. გუნდის პრეზიდენტმა კლაუდიო საბატინიმ გაზეთ "კორიერე დი ბოლონიასთან" ინტერვიუში რამდენიმე კალათბურთელზე ილაპარაკა. ზოგზე თქვა - ჩვენთან არ სურთ დარჩენა და გზა მშვიდობისა ჰქონოდეთო, ასევე ჩამოთვალა მოთამაშეები, რომელთა გუნდში დატოვებაზე უკვე მუშაობს:

- არის ზოგიერთი კალათბურთელი, რომლებსაც მომავალ სეზონშიც სიამოვნებით ვიხილავ "ვირტუსის" ფორმით: ვიქტორ სანიკიძეს, ჯარედ ჰოუმანს, ჯუზეპე პოეტას... დაველაპარაკებით და ყველაფერს გავარკვევთ.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა