2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უგუნდოდაა.

ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ქართული კლუბების ყურადღება იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვთ და ნამდვილად შეძლებენ მათი გუნდების გაძლიერებას.

გიორგი ჭანტურია - 26 წლის ქართველი შემტევი ერთი წელია უგუნდოდ იმყოფება. კარიერის დასაწყისში მისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მოველოდით. მიუხედავად ამისა, გიორგი საკმაოდ ნიჭიერია და დიდი ძალაა ნებისმიერი გუნდისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ მის დამატებას რომელიმე ქართული კლუბი შეძლებს, რადგან ეს როგორც კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელისთვის მომგებიანი წინადადება იქნება.

ბოლოს გიორგი რუსულ "ურალში" გამოდიოდა, სადაც ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა და რუსეთი განაწყენებულმა დატოვა. ის "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ იყო "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდი და "ვიტესი". ჰოლანდიიდან წამოსვლის შემდეგ მან ბევრი კლუბი გამოიცვალა, თუმცა თავი ვერსად დაიმკვიდრა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.

ავთო ებრალიძე - ებრალიძის რუმინული კარიერა ისე ვერ წავიდა, როგორც მას სურდა. 28 წლის შემტევისთვის "ვოლუნტარში" გატარებული დრო ფუჭი დროის კარგვა გამოვიდა. თუ რომელიმე ქართული კლუბი მის დათანხმებას მოახერხებს, საკმაოდ დიდ ძალას შეიძენს.

ავთო "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ იყო "ხეტაფეს" ახალგაზრდული გუნდი და დანარჩენი პერიოდი პორტუგალიაში გაატარა. თამაშობდა როგორც პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში, ამავდროულად, მეორე ლიგაშიც მოუწია თამაში. საქართველოს ნაკრებში მან 3 მატჩი ჩაატარა.

ალექსანდრე კობახიძე - 32 წლის გამოცდილი ვეტერანი უგუნდოდ იმყოფება და სასურველია, თუ ისიც საქართველოში ითამაშებს, თუმცა მისი გადაბირებით, სავარაუდოდ, უკრაინული კლუბებიც იქნებიან დაინტერესებულნი. ბოლოს ის "დნიპროში" იმყოფებოდა, სადაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და გუნდი დატოვა. კობახიძეს კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული, თუმცა უთამაშია როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ჩემპიონატში.

ქართველ ნახევარმცველს ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი. ის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და ნებისმიერი ქართული კლუბისთვის საუკეთესო შენაძენი იქნებოდა.

გიორგი
ჭანტურია ბოლოს როდის გყავთ ნანახი? 120 კილოაა!
ნუგზარი
კობახიძის ზარმაცობა ვინ თქვა?! პირიქით, შეძლება ისე ნიჭიერი არ იყო, როგორც თუნდა ჭანტურია, მაგრამ შრომით მიაღწია რაც შეძლო. უკრაინაში ვინ გააჩერებდა ამდენ ხანს ზარმაც ფეხბურთელს. უფრო მეტიც, როგორც იქაურები ამბობენ შაბათ-კვირას ხშირად ხედავდნენ ეკლესიაში. შაბათს საღამოს ლოცვაზე, კვირა დილით წირვაზე.
ნუგზარი
კობახიძის სიზარმაცე არავის გაუგია. შეიძლება სხვებივით ნიჭიერი არ იყო მაგრამ მშრომელი ძალიან. მთელი კარიერა უკრაინაში გაატარა.
სტატუს ქუო
ჭანტურიას და კობახიძის დამატება არ ღირს,ესენი ზარმაცები არიან და სხვებსაც აიყოლიებენ.
gaga
კობახიძე ავაზას აღზრდილია
იური
კობახიძე დინამოს აკადემიის აღზრდიკი არ არის, ავაზაში იყო წლები. ყველაფერს დინამოს და საბურთალოს ნუ მიაწერთ
Jango
რა დათანხმება კი უნდათ კაცო, აგერაა სამტრედია 2000 ლარიანი ხელფასებით, მივდინენ და ითამაშონ,რა პრობლემაა? ვინაც წარმატება მოუტანა კლუბს, ყველას გაყრიან,როგორც ეს ქართული წესია და ადგილის მეტი რა იქნება?
Vasili
ცეცაძემ საბურთალო შეთავაზა და , მის მერე აღარაფერი ახალი აღარ დაწერილა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ალექსანდრე კობახიძე "დნიპროში" ბრუნდება
ავთო ებრალიძემ რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]
გიორგი არაბიძისა და ავთო ებრალიძის "ნასიონალი" პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან გავარდა
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლეგიონი: ბეგლარიშვილის გოლი, ებრალიძის საგოლე გადაცემა
ევროპა ლიგა. V ტურის წინ: ქართველების გუნდები პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ავთანდილ ებრალიძე გიორგი არაბიძის თანაგუნდელი გახდა
ლეგიონის უქმეები: 6 გოლი და ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]
ავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ახალწვეულები წარადგინა
ალექსანდრე კობახიძე: "დნეპრში" კიდევ ერთხელ დაბრუნება ძალიან მიხარია
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს