18 იანვარს, დილის 4 საათზე (არგენტინის დროით 17 იანვარს, 21 საათზე) საქართველო XV ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესთან" 2-მატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს.

არგენტინელები სუპერრაგბის ახალი სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც 1-ელ თებერვალს იწყება და გენერალურ რეპეტიციას დიდი 10-ის ნაკრებთან გაივლიან.

საქართველო XV-მა დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში ორი ერთკვირიანი შეკრება გაიარა, არგენტინაში კი 12 იანვარს, გამთენიისას გაემგზავრა.

"ხაგუარესთან" სერიის პირველი მატჩი მარ-დელ-პლატაში გაიმართება და ადგილობრივი დროით 17 იანვარს, 21 საათზე დაიწყება. საგულისხმოა, რომ არგენტინული ფრანჩაიზი დედაქალაქს მიღმა პირველად თამაშობს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ "ხაგუარესთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა უკვე შეარჩია. დამწყებთა შორის ექვსი მორაგბე საქართველოს ჩემპიონი "ბათუმიდანაა", 3-3 მოთამაშეა გორის "ჯიქიდან" და ქუთაისის "აიადან", ორი მოთამაშეა ვიცე-ჩემპიონ რუსთავის "ხარებიდან", ხოლო ერთი - მარნეულის "არმაზიდან".

რადგან თამაში მოსამზადებელ ხასიათს ატარებს, მხარეთა შეთანხმებით, თითოეული გუნდის განაცხადში 29-29 მორაგბე იქნება, შეცვლების ლიმიტის გარეშე.

საქართველო XV "ხაგუარესთან" სერიის მეორე მატჩს ბუენოს-აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.

საქართველო XV ხაგუარესის წინააღმდეგ, სერიის პირველი მატჩი

ხაზი | ბექები: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 13. გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ნიკა გიგაური (არმაზი), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები);

შერკინება | ფორვარდები: 1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (კაპიტანი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. სანდრო ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (აია), 7. დაჩი კოპაძე (ჯიქი), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 17. ბექა გვარამია (აკადემია), 18. ნიკა პატარაია (ბუქარესტის "დინამო", რუმინეთი), 19. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 20. გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები); 21. კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 23. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია); 24. რევაზ წიკლაური (აია), 25. თორნიკე ზოიძე (აკადემია), 26. არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), 27. გიორგი ჭუაძე (აკადემია), 28. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 29. თორნიკე კიკნაძე (ჯიქი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი
საიდან სადაო? მაგას ასწავლიან ჰარვარდის უნივერსიტეტის კამფუსში?
ჰარვარდის უნივერსიტეტის კამფუსიდან
გაისერნ გამოისერნებენ ქართველი ხალხის ხარჯზე ზაფხულის არგენტინაში ორივე გეიმს წააფსავენ და იტყვიან გამოცდილება მივითეთო ერთი და იგივე ლაპარაკი ათწლობით საქმეს დაეჯერება არა სიტყვებს ვერ გვაქვს დონე არც მწვრთნელები გვივარგა და არც სისწრაფეები გვაქვს რაგბის. ბაკურიანის და გუდაურის მფლობელებს ერთი მსოფლიო დონის ბიატლონისტი ღ გვყვავს პროფესიონალი მორბენალ-მსროლელწბი სამშობლოს პროფესიონალურად დამცველები სიზარმაცე ჩვენზე წინ გარბისდა სხვათა- თანამემამულეთა თანადგომა ის კი არა ახლობლებისაც კი ნატამალიც კი არ გაგვაჩნია, მასვი მაჭამე მალხინე კი გვსურს- გაურჯელად სწავლის გარეშე ეგრე სადაა მიწებს სამშობლოს ვკარგავთ უვარგისობით და სპორტშიც უკან უკან სვლას ვინღა ჩივის....
გიო
ხამაშურიძე არ არის იმ დონის, რომ უხელმძღვანელოს ნაკრებს(ნებისმიერს)! ეს არაერთხელ დამტკიცდა და კიდევ დამტკიცდება! აგერ ბურთი და მოედანი.
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
საქართველო XV - არგენტინული ტურნესთვის შემადგენლობა ცნობილია
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა
საქართველო XV-მა ამჯერად "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა მაინც დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]