საქართველო XV-მა არგენტინული ტურნეს მეორე მატჩში ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ "ხაგუარესს" ლელო დაუდო, თუმცა, მასპინძლებმა ერთი კვირის წინანდელის მსგავსად 66 ქულა აიღეს და 66:7 იმარჯვეს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ამჯერად უკეთ ითამაშეს, პერიოდულად ბურთს აკონტროლებდნენ, ფაზებს აბამდნენ და რამდენჯერმე შევიდნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ კლასით ბევრად უფრო მაღალი დონის გუნდთან ვერაფერს გახდნენ.

შესვენებამდე საქართველო XV "ხაგუარესის" 22-ში ოთხჯერ შევიდა, მეტოქის დაცვამ კი, კარგად იმუშავა და ყველა ჯერზე უქულოდ დავრჩით. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი ვთქვით და მხოლოდ ლელოზე ვთამაშობდით. სტუმრები დაცვაშიც თავგანწირვით ირჯებოდნენ და რამდენჯერმე შევძელით მეტოქის სახიფათო შეტევების შეჩერება, თუმცა მასპინძლებმა შესვენებამდე ოთხი ლელოს დადება მაინც მოახერხეს და 26:0 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ხაგუარესმა" მეხუთე ლელო მიითვალა, მე-60-ეზე კი ქართველებმა არგენტინულ ტურნეზე პირველი ლელო მიითვალეს. რაქიდან გასული ბურთი ვანო ფუტკარაძემ მიიღო, ორ მბოჭავს გაექცა და ოფლოუდი ბექა გვარამიას ამოუგდო, რომელმაც ბოლო მბოჭავი ჩამოიცილა და არგენტინელთა ჩასათვლელ მოედანში შევიდა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. როგორც დიდ გუნდებს სჩვევიათ, დასკვნით წუთებში "ხაგუარესმა" ტემპს უმატა, ლელოები დადო და 66:7 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ მასპინძლებმა 66:3 იმარჯვეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

საქართველოსთვის!
ყველა ფედერაციაში დიდი სიბინძურე და მაფიაა! მაფიოზები არიან მოკალთებულები და წურბელასავით სისხლს სწოვენ ქართულ სპორტს! იპარავენ მილიონებს და ვერ ძღებიან. დიდი პროგრესი არც ერთ სპორტში აღარ გვაქვს. ვითომ ერთი დიდი ოჯახი ვართო რომ კითხო და ერთმანეთს ჭამენ და ფულებს ვერ იყოფენ რაგბიშიც, ძიუდოშიც, ჭიდაობაშიც, კალათბურთშიც და ფეხბურთშიც!!!

რომ წერთ ეროვნული ნაკრები უნდა წასულიყო და მათ მაგივრად ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე რაგბისტები საქართველო 15 წავიდაო,ამათგან მეტს რას მითხოვთო.კი მაგრამ რატომ გგონიათ,რომ ეროვნულ ნაკრებს ნაკლებ დღეს დააყრიდნენ.სირცხვილს გადაურჩნენ.რა მოგახსენოთ და ზუსტად მაგიტომ არ წავიდნენ.რა,არ იცოდნენ თებერვალში ერთა თასის მატჩები რომ ექნებოდათ ჩასატარებელი,ეს ორი მატჩი რომ დაიგეგმა? ფიჯის ერთხელ რომ მოვუგეთ,სამოასა და ტონგას სისტემატიურად ვუგებთ მილტონ ჰეიგის და ერთი დიდი კაცის დამსახურებაა(გამგები გაიგებს),თორემ ის თამაშები კუნძულელებს ჩვენთან მთელი ძალით რომ ეთამაშათ დარწმუნებული ვარ ყველა თამაშს წავაგებდით! 2011 წლის მსოფლიო თასზე ტონგამ საფრანგეთი დაამარცხა 19-14. 2015 წლის მსოფლიო თასზე კი საქართველოსთან წააგო???:)
me
რაგბი არ იცი საერთოდ ხო? ხაგუარესმა სუპერ რაგბის ფინალი ითამაშა წელს ეგ გუნდი კიდე დიდი10-ს ნაკრებია. ეგ შენიშვნა მაგათ არ ეკუთვნით მაგ ტურნეს მომწყობის მისამართით უფრო სწორი იქნებოდა
რაც მოგოვა დავითაო....ოქფორდიდან
ამიგო ერთი არ...ამხელა მოყვარულყა "ჯარის" გაგზავნის ბილეთების ფასი ფედერაციამ თავის ჯიბიდან ამოიღო? თუ ....და ასე უთავმოყვარეოდ წაგებისთვის, ეროვნული ნაკრები ხარ ბოლო ბოლო, ქართველი ხალხის დესპანი ...უპასუხიმგებლოდ,გასაყრელებია ყველა ამ წაგებებში დამნადავენი!..ქვეყნის დასალიერში წასვლაა საჭირო ?და მოუმზადებლად სად "მიეთრევი" უფრო ახლოს "განადგურდი" ქვეშაფსიობით....თუ ანალიტიკოსები არ გყავს ქვეყანაში რომ შენი მომზადების დონე შეაფასო, ეს მარტივზე მარტივია სტატისტიკური მონაცემების შედარებით ინდივიდუაკური მონაცემებით....მაშინ რაღას აკეთებ მაგ ფედერაციებში...ან ქვეყნის ხელისუფლებაში....

0
Amigo
რადგან ხეგუარესი დათანხმდა დიდი10-ის ნაკრებთან თამაშს, ჩვენებმაც აღარ გაუშვეს შანსი ეთამაშათ ასეთ გუნდთან. რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ორი თამაში, მაგრამ ასეთმა თამაშებმა დაგვანახა თუ რა დონეზე არის ჩვენი შიდა ჩემპიონატი, ასევე უნდა გაკეთდეს სწორი ანალიზი და მიიღონ ზომები შიდა ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად, სხვაგვარად დავრჩებით ამ დონეზე.
იდალგო
რომ ვერ მოხერხდებოდა ეს ბოლოწამს გახდა ცნობიილი? არავინ იცოდა, რომ ერთა თასის თამაშები გვიწევდა? ან ისე როგორ ვერ დაგეგმავდნენ, რომ მოწსროთ ჩამოსვა? ნუ პრაქტიკა კარგი იყო დიდი10-ისთვის, მაგრამ ეს 2 თამაში საკმარისია?
ლუკა
აუ რა საცოდაობააა, რამე იწავლეთ მაინც? სირბილი თუ გეზარებათ დაანებეთ თავი რაგბს და იტაქსავეთ.
Amigo
ხეგუარესმა უზრუნველყო ბილეთების გარდა ყოველნაირი ხარჯი, მათ სურდათ საქ-ოს ეროვნულ ნაკრებთან თამაში, რადგან ვერ მოხერხდა ნაკრების წასვლა(ერთა თასის გამო), ამოტომ წავიდა დიდი10 -ის ნაკრები. არ უნდა წასულიყბნენ ბიჭები და არ უნდა მიეღოთ გამოცდილება? გაერკვიეთ ჯერ რა-როგორ მოხდა და შემდეგ წერეთ.
სოსო
რა თქმა უნდა ველოდი კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხებას,მაგრამ მაინც ძალიან დამთრგუნველია ამდენჯერ და ასე მარტივად გაშვებული ლელოების ნახვა,თუმცა თუ გავიხსენებთ ბორჯღალის მიერ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებთან ჩატარებულ პირველ შეხვედრებს,იქაც ზუსტად იგივე სურათი იყო და ანგარიშებიც მსგავსი.სისტემატური ურთიერთობის პირობებში,ეს ბიჭებიც ძალიან მალე მოუმატებენ და შეძლებენ ღირსეული თამაშის ჩვენებას.ასე რომ გულს ნუ გავიტეხთ და მომავლის იმედი ვიქონიოთ
Fredi
დიდი 10-ის ნაკრები მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატის ფინალისტ გუნდთან აბა რას ელოდით, ბიჭები გამოცდილებას მიიღებენ და აქ ასეთი უხამსო კომენტარები ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი(დაბოღმილების უფრო)
niko
რას ერჩით წევიდნებ ბიჭები პაეზდკაში
გიორგი
მოაშორეთ ხამაშურიძე!!!!

ფაქტი ის არის, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და არგენტინელებს შორის. უკეთესის მოლოდინი არც მქონდა. მეორე ნაკრებიდან ვინმე იყოს გამორჩეული ეროვნულისთვის, არა მგონია. სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა.
oto
იმათთან რომ თანაბრად ითამაშო საჭიროა სათამაშო აზროვნება და ქვეყნის სიიყვარული-პატრიოტიზმი,რაც სამწუხაროდ... :(
FAN
ერთხელაც გვასახელეს! საინტერესოა, საქართველოში დაბრუნებულებმა, როგორ უნდა ჩახედონ თვალებში ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ასეთი "გუნდის" თავმოყვარე მწვრთნელი კი მეორე დღესვე გადადგებოდა. გაუგებარია ასევე, რატომ დუმს რაგბის კავშირიც! იქნებ ის მაინც გვითხრან, რა თანხა მიახარჯეს ამ სამარცხვინო და არაფრის მომცემ ტურნეს!
იდალგო
ორივე შეხვედრაში ზუსტად 66 ქულა გავუშვით. პირველში 3 ავიღეთ ხოლო მეორეში 7. ამოცანა გვეკითხება კიდევ რამდენი თამაში გვჭირდება (ამ პროპორციის გათვალისწინებით), რომ დადებითი შეგეგი მივიღოთ (მოვიგოთ)?
მთ
გვეტყობა პროგრესი
Geoachi
რამხელა პროგრესია, რაგბი ჩვენი თამაშია)))
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
საქართველო XV - შემადგენლობა არგენტინული სერიის პირველი მატჩისთვის
საქართველო XV-ის სამატჩო რაზმი "ხაგუარესთან" მატჩისთვის ცნობილია
საქართველო XV: ვეცდებით, მეორე მატჩი უკეთ ჩავატაროთ
საქართველო XV - არგენტინული ტურნესთვის შემადგენლობა ცნობილია
ვიცე-ჩემპიონმა "ხაგუარესმა" საქართველო XV-ს გაკვეთილი ჩაუტარა და დიდი სხვაობით დაამარცხა
ბესიკ ხამაშურიძე: "საქართველო XV" ნაკრებისკენ გზაა