ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის ნახევარფინალისტები ცნობილნი არიან. დღევანდელ, ბოლო ტურს ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაერკვია, დანარჩენი 3 კი ცნობილი იყო. ნახევარფინალში მანამდე გასულ კაკტუსს, რუსთავს და ქუთაისს დღეს ოლიმპი შეუერთდა, თუმცა დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ გუნდს ამის მისაღწევად დიდი ჯაფა დაადგა.

მოგების მქონე ოლიმპი, ჯგუფის მესამე გუნდ ვერასთან წაგებულ ტიტებს ხვდებოდა და პირველ ადგილზე მარცხის შემთხვევაშიც გადიოდა, თუმცა 12-ზე მეტით არ უნდა წაეგო. შეხვედრის დასრულებამდე 1,40 წუთით ადრე ტიტები 15 ქულით იგებდა და უტევდა. სამწამიან ზონაში ბურთი რიჩარდ მათიაშვილმა მიიღო, რომელმაც ფარქვეშიდან, თითქმის უვნებელი სიტუაციიდან ააცილა, მაგრამ განმეორებითი სროლის საშუალება მის თანაგუნდელ ტრისტინ უოლეს მიეცა… ბურთი ვერც უოლემ ჩააგდო და 17 ქულით ჩამორჩენას გადარჩენილმა ოლიმპელებმა შეტევა წამოიწყეს. ტიტებმა რევაზ როგავა ჯარიმით შეაჩერეს, რა მომენტშიც ბესიკ ლეჟავამ ტექნიკური ჯარიმა მიიღო. კორი ჰოლდენმა და როგავამ სამივე საჯარიმო ჩააგდეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს.

ბოლო წუთზე ტიტების სნაიპერმა ლუკ მეიერმა სამიანი ააცილა, როგავამ კი საპასუხო შეტევისას ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა. საბოლოოდ მატჩი ისე დასრულდა, ტიტებს მიზნამდე 2 ქულა დააკლდა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 11 ქულით – 90:79 მოიგო, რაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამ შედეგის დაფიქსირების შემდეგ "დ" ჯგუფში სამივე გუნდს თითო მოგებ-წაგება დაუგროვდა და საქმე ბურთების შეფარდებაზე მიდგა. ოლიმპს +10 დაუგროვდა, ტიტებს +6, ხოლო ვერას -16.

დღეს გამართულ სხვა შეხვედრებს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონია. პირველ მატჩებში დამარცხებული გუნდების დაპირისპირებებში ცხუმ-აფხაზეთმა ბათუმს 101:83 მოუგო, მგზავრებმა დინამო 83:64 დაამარცხა, ხოლო თსუ-მა კავკასიას 88:72 სძლია.

ნახევარფინალები 18 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: რუსთავი – ქუთაისი 16:00, კაკტუსი – ოლიმპი 18:00.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა